გურჯაანის ჰაბი განსაკუთრებული აქტიურობითა და კრეატიული პროექტებით გამოირჩევა. მათი პირველი ინიციატივა 20 მაისს განხორციელდა. ჰაბის წევრებმა გადაწყვიტეს მათ თაობაში არსებულ აქტუალურ პრობლემაზე გაეკთებინათ პროექტი.
რადგან პროექტის თემა განსაკუთრებით სენსიტიური თემა ბულინგი და დისკრიმინაცია იყო, მათ გადაწყვიტეს პროექტში პროფესიონალები ჩაერთოთ, რადგან აღნიშნული თემები სწორად მიეწოდებინათ და განეხილათ მონაწილეებთან ერთად.

პროექტი ჩატარდა გურჯაანის ბიბლიოთეკაში. პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგ-ვორქშოფი, რომელსაც ატარებდნენ მოწვეული ფსიქოლოგები ნინო ენუქიძე და თამარ ლისიაკი. პროექტში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ.

პროექტის დასრულების შემდეგ მათ ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფურად იმუშავეს აღნიშნულ თემაზე. მათ უნდა მოეძიებინათ თავიანთ სოციუმში ბულინგისა და დისკრიმინაციის ფაქტები და ამ პრობლემის აღმოფხვრის მათსავე ხედვა წარმოედგინათ ვიდეოს სახით. საუკეთესო ვიდეო აიტვირთა ინიციატივის გვერდზე.

როგორც აღინიშნა, ამ პროექტით ჩაეყარა საფუძველი გურჯაანის ჰაბს, რომელმაც აქტიურად გააგრძელა მუშაობა სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის იყო გურჯაანის ფლეა მარკეტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და დაესწრო უამრავი ადამიანი. ახალგაზრდები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით.

გაშუქება

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.