ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მორის გიგაური პროექტების: ,,ინიციატივისა’’ და ,,სამოქალაქო ქმედების’’ მონაწილეა, ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი. მორისი არის თანადამფუძნებელი და დირექტორი ,,ა(ა)იპ ევროპელ ინიციატორტა ასოციაციის’’, რომელიც ,,ევროპულ-ქართული ინსიტუტუის’’ ქსელის წევრია და აქტიურად მუშაობს პროექტებზე ქალაქ გორში, საზღვრისპირა სოფლებში,კასპსა და ქარელში. მორისი ამავდროულად არის ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ’’,თბილისის ფილიალის წევრი და თანამშრომლობს მის კოლეგებთან ერთად პროექტებზე,რომელთა თემა ძირითადად სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა ახალგაზრდებში. მორის გიგაური იყო მონაწილე და ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი პროექტის- ,,Boleslawowo Business Week 2016’’,რომელიც ამერიკისა და პოლონეთის ერთობლივი პროექტია და რომლის ფარგლებშიც ტრადიციულად 2 კვირის მანძილზე პოლონეთში ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები და ივითარებენ უნარჩვევებს ბიზნესის კუთხით. მორისი არის 50-მდე პროექტის მონაწილე/ყოფილი მონაწილე და ორგანიზატორი.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
ჩემთვის ინიციატივა არის პლატფორმა,რომელთან ერთადაც გავიზარდე. დაწყებული ,,შენი ხმა ჩვენი მომავალიადან” დამთავრებული ,,სამოქალაქო ქმედებით” ვარ ყველა პროექტის აქტიური მონაწილე,გულშემატკივარი,რესურსი,დამხმარე და ა.შ. ინიციატივამ მომცა შანსი, გავმხდარიყავი ის,რისი რესურსიც მქონდა,მაგრამ რეალიზებას ვერ ვახდენდი. ქმედებამ კი მიბიძგა იმისკენ,რომ გავუკეთო სხვებს ის, რითაც თავის დროზე მე დამეხმარა ინიციატივა, მივცე შანსი სხვა,უცნობ ადამიანებს,რომ იპოვონ ადგილი,რომელიც მათ ეკუთვნით.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჰმმ… თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ,,ეგის” პირველი მერცხალი ვარ. ჩემი და ,,ეგის” ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როცა მათ საკუთარი პირველი ნაბიჯები გადადგეს და გვეწვივნენ გორის N1 საჯარო სკოლაში,სადაც ჩაატარეს შეხვედრა და ამასთან შესარჩევი კონკურსი ,,რა?სად?როდის?”თვის… არასოდეს დამავიწდება გიორგი მელაშვილის (პირველ დღეს ბატონო გიორგითი მივმართე ) ლექცია ევროკავშირსა და მასზე არსებულ მითებზე, მოგვიანებით კი კონკურსი,სადაც გავიმარჯვე და მოვიგე პრიზი MP3 ფლეერი,რომელიც ვერ ჩავრთე იმიტომ,რომ ,,ბრაკი” იყო ( ამაზე ნაწყენი ვიყავი და ახლა გამახსენდა). პირველ შეხვედრას მოჰყვა მეორე შეხვედრა დაბა ბაკურიანში.სადაც გავხდი მონაწილე ..შენი ხმა ჩვენი მომავალია”-ს,შემდეგ მესამე,მეოთხე და ა.შ ( თვლა ასამდე მაინც უნდა იცოდეთ ). მოკლედ, ,ეგი’ თავისი სრული სტაფით გახდა ჩემი მამოტივირებელი ცხოვრებაში,მისი წევრები კი ჩემი მეგობრები. გამორიცხულია ერთხელ მაინც შეხვდე ამ ადამიანებს და თუნდაც წლების შემდეგ დაგავიწყდნენ ისინი (მინიმუმ მელაშვილის ნაჩმეტი გაგახსნებთ თავს სამუდამოდ) . .,ეგი” არის ჩემი ყოველდღიურობა და მიხარია,როდესაც ვაცნობიერებ,რომ არ ვარ მარტო და ყოველთვის მეყოლება გვერდში სამშობლოს დახმარების დროს ისეთი ადამიანები, როგორებიც ,,ეგის” და მისი პროექტებიდან გაცნობილი ადამიანები არიან.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე მინდა საქართველო იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ერთიანი ქვეყანა,არა მხოლოდ ტერიტორიულად,არამედ შინაგანადაც. საქართველო იყო, არის და იქნება ისეთი,როგორებიც ვიყავით,ვიქნებით და ვართ ჩვენ. ჩვენ კი, საკმაოდ ბევრი ნაკლი გვაქვს და როდესაც ჯერ ვაღიარებთ,შემდეგ კი დავიწყებთ ამ ლაფსუსების გამოსწორებაზე მუშაობას,აი მაშინ მივიღებთ ისეთ ქვეყანას,როგორიც ყველა პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს სურს,რომ იყოს თავისი სამშობლო.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მ ო ქ ა ლ ა ქ ე !
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის სურვილი და მოტივაცია იმისა, რომ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ურთიერთობები, ტრადიციების პატივისცემა, დამოკიდებულება ადამიანებს შორის, ამ ყოველივეში გამოიხატება ქართველობის განსაკუთრებული ნიშანი, მისი უაღრესად დიდი წარსული და დახვეწილობა. ქართველობა არის გზა, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი უნდა მიყვებოდეს, რათა შევძლოთ საკუთარი სახელის დამკვიდრება მსოფლიოს მასშტაბით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ სტატუსის გამართლება, რადგან სწორედ მისი წყალობით ვგრძნობ თავს ვალდებულად ვიყო სამაგალითო ქვეყნის სამაგალითო მოქალაქე.