პრორუსულ და ანტიდასავლურ ძალებს უყვართ იმის მტკიცება, რომ დასავლეთში დედა და მამა აღარ არსებობს, მათ ნაცვლად კი მშობელი 1 და მშობელი 2 გაჩნდა. ცხადია, ეს მარაზმატიკული ტყუილია, რომელიც მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის თავში და ქართველ რუსეთუმეებშია დარჩენილი, მაგრამ, ჯანდაბას, გავეცნოთ ამ თემას უფრო სიღრმისეულად – იქნება რამე სიმართლის მარცვალი მაინც ვიპოვოთ (წინასწარ გაფრთხილებთ, რომ – არანაირი სიმართლე არაა).
საფრანგეთი
დავიწყოთ საფრანგეთით. 2019 წელს მართლაც კანონმდებლებს გაუჩნდათ იდეა სასკოლო დოკუმენტებში მშობელი 1 და მშობელი 2 ჩაეწერათ, მაგრამ ეს კანონპროექტი და იდეა მალევე ჩავარდა. კანონმდებლებს, ზოგადად, ახასიათებთ ხანდახან სულელური კანონების მიღების მცდილება – საქართველოში რუსული კანონი გავიხსენოთ. ამის შემდეგ ეს საკითხი მხოლოდ ვლადიმირ პუტინის და პრორუსის პროპაგანდისტების თავებში დარჩა, საფრანგეთში კი, ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც კი, დარჩა მხოლოდ „დედა“, „მამა“ და „სხვა კანონიერი წარმომადგენელი“. სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტის თავში და რუსული პროპაგანდის არსენალში ეს აქტიურად დარჩა.
პუტინი მშობელი 1 და მშობელი 2-ის შესახებ
საქართველოში
საქართველოში ამ რუსულ ტყუილს აქტიურად იმეორებენ რუსეთუმე და ანტიდასავლური ძალები. 2023 წლის 30 აპრილს იგი მსახიობმა და პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გაიმეორა რესპუბლიკის მოედნის აქციაზე.