ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ნანა შაიბაზოვი – დაიბადა 1998 წლის 25 ივლისს , ქალაქ თბილისში. 2016 წელს დაასრულა ქ.თბილისის #37-ე საჯარო სკოლა.სკოლის პერიოდიდან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში.განათლება მიღებული აქვს რუსულ ენაზე , ამიტომ დღემდე აქვს გარკვეული კომპლექსები , თუმცა პატივს სცემს ქართულ ენასა და ლიტერატურას.ძალიან უყვარს საქართველო და საქართველოს ბუნება , ასევე ხალხი და ტრადიციები.2016 წლიდან სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის , სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მე-2 საფეხურზე.თავისი მომავალი პროფესია მას ძალიან მოსწონს და გარდა ამისა აქვს საკმაოდ ბევრი სხვა ინტერესი და მიზანი და რას აპირებს ეგ გოგო არ ვიცი , რით ვერ დაწყნარდა და შეირგო ერთი რამე. ნანა ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ადამიანია. მაქსიმალურად ცდილობს დანაპირების ან დასახულის შესრულებას . იმისათვის , რომ მიზანს მიაღწიოს აკეთებს ყველაფერს. მისი მოლოდინები ხშირად მართლდება . დროის არასწორად გადანაწილების გამო , ნანას ყოველთვის ეძინება , ამიტომ ახლაც ბოდიშს იხდის ამის წამკითხველთან , თითქმის გაუაზრებლად რომ წერს ახლა ამ ტექსტს და ისევ ეძინება.ხშირად ბოლო წამს უწევს ყველაფრის მოსწრება ,თუმცა მთავარი ისაა , რომ მაინც ასწრებს და დედლაინებს არ ცდება!

ჩემთვის #ინიციატივა არის

დავიწყებ იმით ,რომ ,პირადად ჩემთვის ,ინიციატივა ან ქმედება რამე ვერ იქნება ,რადგან არც ერთის ღონისძიებებში აქამდე ჩართული არ ვყოფილვარ ,თუმცა ,მიუხედავად ამისა ,ხშირად ვადევნებ თვალ-ყურს ამ პროექტების მიერ შემოთავაზებულ სიახლეებსა და ღონისძიებებს. პირველად მომეცა შესაძლებლობა სამოქალაქო ქმედების სკოლისა და ინიციატივის ,ასევე ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ბაკურიანის ზამთრის სკოლაში მიმეღო მონაწილეობა.სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში ,დავრწმუნდი ,რომ ინიციატივაც და სამოქლაქო ქმედების სკოლაც ძალიან კარგად და სწორად არის მორგებული ახალგაზრდებზე ,მათ სამომავლო გეგმებზე .ის თემები ,რომლებიც განხილულ იქნა ზამთრის სკოლის ფარგლებში ,პირდაპირ კავშირში იყო დღევანდელობასთან და არა მარტო.იქიდან გამომდინარე ,რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს ,დაეხმაროს ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში ,ეხმარება მათ ,განავითარონ მომავლისთვის აუცილებელი და სასარგებლო უნარ-ჩვევები ,ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავს ასეთ ორგანიზაციასთან ან პროექტთან მცირედითაც შეხება,რადგან ჩემი ,როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ,მიზანიც ზუსტად ის არის ,რომ ჩემი გამოცდილება და გარკვეული დაგროვილი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას ქვეყნის კეთილდღეობისთვის , რასაც ,ვფიქრობ ,ღონისძიებაში ჩართული თითოეული ორგანიზატორი ასევე აკეთებდა.აღსანიშნავი და ძალიან სასიხარულო ის იყო,რომ ახალგაზრდების უმეტესობა ,რომელიც მონაწილებას იღებდა ზამთრის სკოლაში ,იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.მიუხედავად იმისა ,რომ ,როგორც ზემოთ ვახსენე,შეხება ამ პროექტებთან არ მქონია,ჩემთვის ეს სკოლა იყო სიახლე ,ახალი მეგობრები ,გამოცდილება და მოტივაცია სამომვალოდ.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ. ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ. ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ^^ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ ფაქტობრივად ,ყველაფერი ,რაც მაკავშრებს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ვახსენე ზემოთ.

მე ასეთი საქართველო მინდა…

პირველ რიგში , მთლიანი საქართველო მინდა.გაერთიანებული და შეკრული ხალხი ,რომელიც იბრძოლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის.ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამას ვთვლი.ის ,რაც დღეს ხდება , რა თქმა უნდა , სამწუხაროა , მაგრამ ასევე უნდა იყოს გამოსწორებადი.მიუხედავად იმისა , რომ საქართველო არც თუ ისე კარგ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია , უნდა იყოს შესაძებელი იმის დაბრუნება , რაც ისტორიულად ეკუთვნის ქართველებს.აუცილებელია ,შემუშავდეს ისეთი სტრატეგიული გეგმა,რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთობებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის.თვითონ ვარ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და მთელი ჩემი არსებობა ვგრძნობ , რამდენად ძნელია იმასთან შეგუება , რომ გართმევენ და გინგრევენ იმას , რაც რეალურად შენია და , რისთვისაც შენი წინაპრები იბრძოდნენ და იწირავდნენ თავს.ჩემი „ოფიციალური სამშობლო“ დღეს ოთხ ნაწილად არის გაგლეჯილი.ძალიან არ მინდა , რომ საქართველოსაც იგივე მომავალი ჰქონდეს ,რადგან ჩვენი საფრთხე (რუსეთი) ბევრად უფრო საშიშია.რამდენად არის შესაძლებელი , რომ ეს მდგომარეობა უახლოეს მომავალში გამოსწორდეს და საქართველომ ამ მიზანს მალე მიაღწიოს ,უცნობია ,მაგრამ ნამდვილად ვიცი ,რომ ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე და მათ რეალურ სურვილზე აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა. ამავდროულად მინდა განვითრებული საქართველო ,ბევრი განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდით , რომელიც სწორად გამოიყენებს თავის ცოდნას საკუთარი ქვეყნის წინსვლისათვის და პრობლემების მოგვარებისთვის.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

„მომავალში მე მინდა გამოვიდე..“ – დაახლოებით 7-8 წლის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდებოდა , თუმცა , ვფიქრობ დროულად მივიღე სწორი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სისწორის დამტკიცებაში დიდი წვლილი მიუძღვის „დიპლომატიის სკოლას“ , რომელიც არა მხოლოდ პროფესიის არჩევაში არამედ კიდევ ბევრ საინტერესო რამეში დამეხმარა. იქიდან გამომდინარე , რომ ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით , ვისურვებდი , „გამოვიდე“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.მსოფლიოში რამდენიმე ათეული სახელმწიფოა , რომელიც 10 წელიწადზე მეტია საომარ ვითარებაში იმყოფება ; ყველაფერი ეს დიდწილად , არის იმის შედეგი , რომ სახელმწიფოებს არ ჰყავთ დიპლომატები , ან განათლებული დიპლომატები , რომლებიც შეძლებდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგუირებას და მოლაპარაკებების შედეგად კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას.იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი , არ ნიშნავს მხოლოდ იმას , რომ თეორიულად შეგეძლოს სიტუაციების გაანალიზება ან რამეზე დაყრდნობით პროგნოზის გაკეთება. აუცილებელია , საკუთარი ცოდნის გამოყენება სიტუაციის დასარეგულირებლად თუნდაც მსოფლიოს საშიშ წერტილებშიც ,სადაც შეიძლება საფრთხე გემუქრებოდეს. მტკივნეულია , ყოველდღე ხედავდე , როგორ იხოცება ხალხი და მშვიდობიანი მოქალაქეები.მაქვს იმედი , რომ მცირედით მაინც შევძლებ ჩემი წვლილის შეტანას იმ შემაწუხებელ რეალობაში , რომელსაც დღეს აწყდება კაცობრიობა და , ვფიქრობ , დიპლომატია არის ის ერთ-ერთი გზა , რომლითაც ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი ქვეყნებს შორის. გარდა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების , საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებული ვარ მედიცინითა და ფსიქოლოგიით. შეძლებისდაგვარად , მაქსიმალურად , ვცდილობ ახლაც დავუთმო დრო იმას , რის გაგრძელებასაც მომავალში , ალბათ , სერიოზულად დავაპირებ.

ქართველობა ჩემთვის არის…

ჩემთვის ალბათ , რთული იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა , რადგან ეროვნებით არ ვარ ქართველი. მიუხედავად ამისა ნაწილობრივ ისედაც ვთვლი თავს ქართველად , იმიტომ რომ შეუძლებელია იზრდებოდე და ცხოვრობდე 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და არ გახდე გარკვეულწილად მისი ნაწილი.მაქვს მიღებული აქაური განათლება ,გავიზარდე ქართული ტრადიციების შემხედვარე და მაქვს ისეთივე ღირებულება , რაც ყველა სხვა საქართველოს მოქალაქეს გააჩნია – ქვეყანა , რომლითაც ყოველთვის ვიამაყებ და ვუწოდებ სამშობლოს. ქართველობას დღეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს მაგრამ ჩემთვის რეალურად არაქართველისთვის , ეს არის სიძლიერის განსახიერება; ერის , რომელიც მუდმივად მიისწრაფის წინ და ცდილობს უკეთესი გზის პოვნას. ის , რაც დღეს ნაკლებად ჩანს ქართველებში ეს არის თავიანთი ტრადიციებისა და ისტორიის უგულებელყოფა,დავიწყება ან სულაც არცოდნა , რაც მხოლოდ უარესობისკენ წაიყვანს სახელმწიფოს. ნამდვილმა ქართველმა უნდა იცოდეს წარსულის დაფასება , რადგან ამ დღემდე მოსასვლელად ქართველებს დიდი შრომის გაწევა მოუწიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.