ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მე ნიკოლოზ გიორგის ძე ბუჯიშვილი, ზედმეტსახელად ბუჯი ( იგივე ბუჯბუჯა, ბუჯექსა და ა.შ.) დავიბადე ქალაქ თბილისში 2001 წლის 7 ნოემბერს ერთი სისხამი საღამოს 7 საათზე. 2007 წელს სწავლა დავიწყე კერძო სკოლა “მარჯი”-ში, სადაც დღემდე ვსწავლობ, ვარ ოქროს მედლის კანდიდატი, სტიპენდიანტი, ასევე სკოლის და კომაროვის პირველი ლიგის “რა?სად?როდის?”-ის გუნდის წევრი. დამთარებული მაქვს დიპლომატიის სკოლის პირველი და მეორე კურსები. ცვეკვავ Twincity Studio ში შემდგომ მიმდინარეობებს: Experimental, Hip-hop, contemporary და ცოტაოდენი street jazz. 2015 წლის ოქტომბერში გაცვლითი პროგრამით ორი კვირით ვიმყოფებოდი ქალაქ სანკტ-პეტერბში. სკოლის გუნდთან ერთად 2016 წელს გამართული “ინტელექტის დღის” ფარგლებში მოვხვდით საქართველოს საუკეთესო ათეულში და იმავე გუნდით გავიმარჯვე ტელეარხ “GDS”ზე არსებულ სატელევიზიო გადაცემა “ეკოვიზიაში”. ასევე 2016 წლის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო გაეროს მოდელირება GEOMUN-ში, მივიღე UNESCO-ს კომიტეტის The best position paper ის ჯილდო, 2017 წლის მაისში გავედი საქართველოში გამართულ პირველ ინტერნაციონალურ Dance Camp ” MDNW”-ზე ( Make Dance Not War). iიმავე წლის მარტში მონაწილეობა მივიღე ასევე პროექტ ” ჰობზი და ლოკი”-ში, პრეზიდენტის ფონდის დაფინასებით ვიმყოფებოდი 2017 წლის თებერვალსა და 2018 წლის მარტში ბაკურიანის ზამთრის სკოლებში და 2017 წლის ივლისში თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრენინგცენტრში, რომლის ფარგელშიც ჩავერთე პროქტ “კონსტიტუციის დღეში” და გუნდ “დავითთან” ერთდ წარვადგინე და განვახორციელე ინიციატივა, რომლის შესახებაც დეტალები შეგიძლიათ შეიტყოთ ვებგვერდ EGI.ge ზე.ასევე 2017 წლის ოქტომბერში მივიღე მონაწილეობა კომპანია КИНООСТРОВ-ის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში. დაინტერესებული ვარ ასევე აზიური კულტურით, 2014 წლის მაისში ასევე მოვხვდი “GDS” -ზე არსებული გადაცემა “ჯიდიპედიის” სიუჟეტში, სადაც წარვადგენდი იაპონური ქაღალდის კეცვის ხელოვნებას- ორიგამის ჩემი ნამუშევრებითურთ. ამჟამად ვფლობ სამ ენას: ქართულს, ინგლისურს, რუსულს. გერმანული და იაპონური ენების შესწავლის სურვილი მაქვს. მომავალში ვაპირებ განათლების მექანიკური იჟინერიის განხრით გაგრძელებას, თუ ბედმა გამიღიმა საზღვარგაეთაც კი.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
ინიციატივა ჩემთვის არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა ქმედების, ქვეყნის საშინაო საქემესა და ზოგადად პოლიტიკაში ჩართვის, ჩვენს გარშემო ჯანსაღი საზოგადოებისა და გარემოს ჩამოყალიბების, ცნობიერების ამაღლების, რაღაც ახლის შექმნის, თვითგამოხატვის, გაერთიანებისა და გაძლიერების, კომუნიკაციისა და ახალი ურთიერთობების დამყარების, შესაძლებლობა საკუთარი პიროვნულობისა და შესაძლებლობების უკეთ შესწავლისა, ინიციატივა არის სწორედ რომ ის წრე, ჯგუფი, ადგილი, რომელიც გვეხმარება სოციუმის ჯანსაღ , აქტიურ, სრულფასოვან განსხვავებულ მარა იმავდროულად ერთიან წევრებად ჩამოყალიბებაში. მე პირდად ალბათ წელიწადზე ცოტა მეტი დროა რაც კავშირი მაქვს ამ დაწესებულებასთან , ასე თუ შეიძლება ეწოდოს, და დაწყებული წინა წლის ზამთრის სკოლიდან, დამთავრებული ბაზალეთის სასწავლო ტრენინგცენტრში ჩატარებული ლექციებით შემიძლია გავბედო და თამამად ვთქვა რომ …. რომ ინიციატივა იყო სწორედ რომ ის , რამაც ჩამინერგა ქვეცნობიერში და გამაანალიზებინა “მეორე სახლის” არსი, სახლის რომლის არსებობობის შესახებაც კი არ მსმენია მაქამადე, სახლის რომელშიც შესცლისთანავე შეიძლებოდა კარგა ხნის ნაცნობი ანდაც სრულიად უცნობი პიროვნება შემხვედროდა, საქმე რაში იყო იცით, რომ შიგ შესულს უცებ ხმა მეძლეოდა, უფრო სწორედ ვხვდებოდი რომ ხმა გამაჩნდა, რომელსაც თავისი ფასი და ღირებულება ჰქონდა , ხმა რომელსაც ძალუწდა სათქმელის თქმა, ეს ყოველივე იმის გამო ხდებოდა რომ ყოველი შესვლისთანავე ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ , ყურს უგდებდნენ სერიოზულობით ჩემს ყველაზე სულელურ ნააზრევსაც კი, რომლებმაც გაბედეს და ჩემი გაგება ცადეს და მეც გამაბედინეს მათი გაგება, უცებ უბრალოდ ამოვყავი თავი ,შეიძლება ითქვას, ჩემსავით რაღაცის მუდმივად მაძიებელ ხალხში, რომლებთანაც მიუხედავად ხშირი პიროვნული თუ გარეგნული განსხვავებულობისა აღმოვაჩინე ერთი საერთო რამ, რაც ყველას გვაერთიანებდა, ეს არც საერთო საცხოვრებელი, არც საერთო კუთხე, არც საერთო მუსიკალური თუ კულტურული გემოვნება იყო, ეს გაცილებით მეტი საერთო უკეთესი მომავლის რწმენა იყო, რომელიც თოეულ ჩვენთაგანს ასულდგმულებდა და აძლევდა სტიმულს ყოველი მეორე დღის გათენებისა და მისი ღიმილით, ფართოდ გახელილი თვალებით შეხვედრისა…. სწორედ რომ ამ ყოველივეს გაანალიზების შემდგომ მივხვდი თუ რას ნიშნავდა იყო მოქალაქე და თუ რა უდიდესი სამოქალაქო პასუხისგებლობა აკისრია თვითოეულ ჩვენთაგანს ქვეყნის, მსოფლიოს და რაც მთავარია ჩვენთვის საყვარელი ადამიანების წინაშე. გავმეორდები და ვიტყვი რომ ეს ყოველივე ერთი პატარა გაერთიანების – ინიციატივის დამსახურებაა, რომელიც სინამდვილეში არც თუ ისე პატარაა, იგი გაცილებით უფრო მეტ საზღვრებს მოიცასვ საკუთარ თავში, რადგანაც იგი თითოეულ ჩვენთაგანშია და მიჩუმებულ, მიძინებულ ხმასავით ითხოვს აღმოჩენასა და გაამოღვიძებას, ჩვენ კი მას უბრალოდ ამ ყოველივეს საშუალება უნდა მივცეთ…
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ – ქრთული ინსტიტუტი წარმოადგენს საშუალებას იმ ევროპული ფასეულობების, რომლებიც თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანის ფუნდამენტალურ ელემენტებს წარმოადგენენ, ისეთები როგორიცაა სიტყვის , თვითგამოხატვის თავისუფლება, დემეოკრატიული საზოგადოება, სამოქალაქო ჩაართულობა, ლიბერალური აზროვნება, და ასე შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ჩანერგვისა. ის პირველ რიგში გასაქანს აძლევს ახალგაზრდობას და მას უქმნის პიროვნული თვიტგანვიტარბისთვის ყველა შესაძლო პირობებს, ახალგაზრდობას რომელიც რომელიც საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოს მომავლისა. იგი აქტიურად უჭერს მხარს ისეთი პროექტების ჩატარებას, რომლებიც თვის მხრივ მიზნად ისახავენ ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღ პროპაგანდირება. ასეთი პროექტები ,რომელებშიც მეც თავად მიმიღია მონაწილეობა იყო მაგალითად ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული ” ჰობზი და ლოკი” სადაც წილად მერგო ლიბერალთა კომიტეტში ყოფნა და გუნდტან ერთად საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციაზე მორგებული ლიბერალური ცვლილებების დაგეგმვა და შემდგომ უკვე ფართო აუდიტორიისათვსი წარდგენა. ასევე აღსანისნავი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრენინგცენტრში ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარბული ლექციები ტანამედროვე პროპაგანდისა და “საინფორმაციო ომის” შესახებ. ყოველი ღონისძიების შემდგომ თავადაც უფრო მეტ გამოცდილებასა და თანამოაზრეს ვიძენდი, რომელთანაც ერთად ახლაც ვაგრძელებ თანამშრომლობასა და ახლო ურთიერთობას.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე მინდა ვიცხოვრო ერთიან , გამთლიანებულ საქართველოსში, სადაც ხალხი განურცევლად საკუთარი ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა სახის ხედვის, სქესის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა შეძლებს ყოველგვარი თვითშეკავების , ბარიერის გარეშე საკუთარი სუბიექტური მოსაზრების თამამად გამოთქმას, საკუთარი თავის თვითრეალიზებას, თვითგამოხატვასა და ქვეყნის პოლიტიკურ ყოფაში აქტიურად ჩართვას. მჯერა რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს ევროატლანტიკურ სივრცეში , მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციას, და ამით საკუთრი ეროვნული ფასეულობების დაცვასა და სტატუსის მსოფლიო ასპარეზზე კიდევ უფრო განმტკიცებას. მჯერა რომ საქართველო ღირსეულად შეძლებს იმ ევროპული ფასეულობების გაზიარებასა და დანერგვას ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში რომელიც უკვე ამდენი საუკუნეა საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე ადამინაის აზროვნებისა, იმ ფასეულობებისა რომლებიც თავისმხრივ შეძლებენ საქართველოს როგორც კულტურული ისე ეკონომიკური განვითარებისათვის მდგრადი ბაზისის შექმნას . მჯერა რომ უკვე რამოდენიმე წელიწადში ვიცხოვრებ ისეთ საქართველოში რომელშიც განათლების დონე არ ჩამოუვარდება წამყვან ევროპულ ქვეყნებს, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებენ მათთვის საყვარელი საქმისა თუ ხელობის ღირსეულად შესწავლასა და მათთვის სასურველ სფეროში შესაბამის თვითგანვითარებასა და დასაქმებას. მწამს, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე დღევანდელზე გაცილებით ნათელი და უკეთესი იქნება, რომ მომავალი თაობის გარდა ჩვენვე შევძლებთ მომავლის საქართველოში ცხოვრებას.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში მე მინდა გამოვიდე მექანიკური ინჟინერი ნეგერგეტიკული განხრით. Discovery- ის შემცქერს ბავშვობიდანვე გამომგონებლობაზე მეოცნებეს ყოველთვის მინდოდა რაღაც ახლის შექმნა, საკუთარი კვალის დატოვება დღევანდელ მსოფლიოში რათა თაობების შემდგომაც რაღაც ფასი ჰქონოდა ჩემს ისედაც გაცვეთილ სახელს. მარა დროის სვლასთან ერთად მივხვდი, რომ გონებისაგან განსხვავებით სრულებით სხვა რამ სწადდა ჩემს გულს და ქვეცნობიერს. მივხვდი რომ დროსთან ერთად ნებისმიერი კვალი უბრალდო გაჰქრებოდა და რომ ნებისმიერი სიახლეც ერთ დღეს უბრალოდ მოძველდებოდა, და სწორედ აქ დავდექი დილემის წინაში, რადგანაც ვიცოდი თუ რისი კეთება მინდოდა მარა არ მქონდა მიზანი, ვიცოდი გზა მარა არა მისი დანიშნულება . ამიტომაც დავიწყე ფიქრი, იმაზე თუ სად, როგორ და რანაირად ვხედავდი საკუთარ თავს, თუ რა როლი უნდა მეთამაშა როგორც საზოგადოების ნაწილსა და ინდივიდს. საბოლოოდ ყოველი ნააზრევი მაინც ერთ დასკვნაში იყრიდა თავს, რომ მნიშვნელოვანი იყო ნათელი დღევანდელობის სახით მდგრადი მომავლისათვის საფუძვლის ჩაყრაში მონაწილეობის მიღება, ანუ არა სახელზე არამედ უკეთეს ხვალინდელი დღეზე ზრუნვა . სწორედ ამ იდეით განმსჭვალულმა რეალიზაციის საუკეთესო გზად მივიჩნიე ინჟინერია, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა არა მარტო დღევანდელი არამედ ჯერ კიდევ არარსებული პრობლემების მოგვარება, მსოფლიოს გონებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის ახალი , აქამდე არნახული ელფერის მიცემა.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ერთისმხრივ თითოეული ჩვენთაგანისათვის შეიძლება ასოცირდებოდეს ისეთ რაღაცეებთან როგორებიცაა : ჩოხა, ქართული სამხმიანობა, ქართული სუფრა, ეროვნული ცეკვები, ქართული ანბანი, დამწერლობა, ” ვეფხისტყაოსანი” , კოლხეთი , იბერია , დიდგორის ბრძოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვა გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია. ჩემთვის ქართველობა უფრო ასოცირდება იმ ხედვასთან , ერთგავრ გეზთან რომელიც ქართველ ერს გაჭირვების პერიოდში მოუწედებდა სიმტკიცისაკენ, ლხინის პერიოდში კი ფრთას ასხავდა ქართველ ხელოვანებს, ხედვა , რომელიც ამდენი საუკუნის მანძილზე მოგვიწოდებს სულიერი თუ გონებრივი განვიტარებისა თუ პროგრესისაკენ, ხედვა, რომელსაც იზიარებდნენ დიდი ქართველი მოღვაწეები დაწყებული გრიგოლ ხანძთელიდან დამთავრებული სულხან-საბა ორბელლიანითა და ილია ჭავჭავაძით, რომელიც სულ უფრო და უფრო გვაახლოვებდა იმ ევროპულ ფასეულობებთან, რომლებიც ამხელა ფუნდამენტალურ როლს თამაშობენ თანამედროვე ადამიანის აზროვნებაში. ეს ის ხედვაა , რომელიც არ გვაკარგვინებდა ჩვენს ეროვნულ ინდივიდუალიზმს მონღოლთა თარეში, თურქთა ბატონობის, მეფის რუსეთის და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის დროს, რომელიც თავისმხრივ აისახა ისეც და ისევ ქართულ პოლკლორში, დამწერლობაში, ხოლოვნებაში, პოლიფონიაში, ტანისამოსში, სამზარეულოსა და არქიტექტურაში. , ეს ის ხედვაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი წაართმევს ქართველს.
ნიკუშ <3