ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, ნიკო ჩაბაიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

 

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

გულწრფელობის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებისთვის და ამავე საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

მერაბ კოსტავა

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ

იმის გაცნობიერება, რომ ძალა მაქვს ვიბრძოლო ჩემი და სხვისი უფლებებისთვის, არის ის, რითაც ძალიან ვამაყობ

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ძველი თბილისის განაშენიანების თემაზე ვმუშაობ ამ ეტაპზე

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?

განაშენიანების და უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზარალებს არა მხოლოდ უძრავი ქონების სფეროს, არამედ იგი უშუალოდ ეხება მძიმედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე 

საზოგადოების მთავარი გამოწვევა სურვილის არ არსებობაა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პოლიტიკა თამაშია, რომელსაც ვიღაცები თამაშობენ მათ და უნებურად.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში  

საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებსა და პირებს, უნდა გაიხედოს წინ რა იქნება. ვფიქრობ ეს გარე ზემოქმედება უფროა(პანდემია, საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში) მაგრამ ამ მხრივ ძალიან იგრძნობა სიახლის სურვილი

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე დიდი, ერეკლე მეორე – სამივეს ხვდა წილად ფერფლად დამწვარი საქართველო ფეხზე დაეყენებინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.