ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ის დაიბადა ქალაქ ცაგერში 2002 წლის 26 აგვისტოში, მისი ცხოვრების 15 წელიც სწორედ აქ გაატარა. ამჟამად სწავლობს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში, არის მეათე კლასში. დაამთავრდა მუსიკალური ექვსწლედი, ხუთი წელი გაატარა ქალაქ ცაგერის ანსამბლ ,,ლეჩხუმში”, წელს ამთავრებს სამხატრო სკოლას. არის საკმაოდ აქტიური, იღებს ბევრს პროექტში მონაწილეობას. ამჟამად აქტიურადაა ჩართული შიდა სასკოლა, რაიონულ, ,,ინიციატივის”, ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის”, ,,სენტენციის” პროექტებში.
ჩემთვის #ინიციატივა /
ჩემთვის ინიციატივა არის საკუთარი თავის, შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის შანსი. ჩვენი თანამედროვე დროის გამოწვევებთან ბრძოლისთვის მიზნებისა და ქმედებების დასახვა. მომავლის შეცვლის პერსპექტივა, მონდომებულ ახალგაზრდებთან(და რა თქმა უნდა კოორდინატორებთან) ურთიერთობა. XXI საუკუნის რთულად მოგვარებადი პრობლემების კრეატიული გადაჭრის გზების დასახვა და ახლო მომავალში მათი განხორციელება. ჩემთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ,, ინიციატივა” სამომავლო კარიერის დაგეგმვაში და საკუთარი თავის დამკვიდრებაში. ის მამზადებს სამომავლო პრობლემების მარტივად გადაწყვეტაში, დამანახებს თუ როგორია ჩვენი ქვვეყანა რეალურად და რა ხარვეზების გამოსწორებით ვიქნებით უფრო სწრაფად მზარდი სახელმწიფო. ინიციატივა მოკლე დროში გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაშასადამე ის მე დამეხმარა პიროვნულ განითარებაში.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი ქსელი, სადაც გაერთიანებულია თითქმის მთელი საქართველოდან ახალგაზრდები, რომელთა მთავარი მიზანი ჩვენი სახელმწიფოს უკეთესობისკენ შეცვლა და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ეს ინსტიტუტი არის ჩვენი მოტივაცია იმისა, რომ ყველას ერთად და თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე შეუძლია საქართველოს შეცვლა უკეთესობისკენ. დიახ, ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ჩვევა, ტრადიცია, ფასეუობა, მოტივაცია, გაერთიანება, ხმა, მოვალეობა და მყარად დგომა ქვეყნის სადარაჯოზე.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ინიციატივისა და ევროპულ-ქართური ინსტიტუტის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ რამოდენიმე პროექტი მაქვს განხორციელებული და მომსწრე ვარ კიდევ უფრო ბევრის, რის შემდეგაც მნიშვნელოვან განსხვავებას ვგრძნობ წინა ჰაბიტატსა და ამჟამინდელს შორის, თუმცა რა თმა უნდა შესაცვლელი კიდევ ბევრია. საქართველო მინდა იყოს ადგილი, სადაც თავისუფლების განმარტება სწორადაა აღქმული, სადაც თითოეულ ჩვენგანს დიდი მნიშვნელობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, სადაც საზოგადოებაზეა დაფუძნებული მნიშვნელოვანი ძვრები. ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც დემოკრატიის პრინციპები დაცულია, სადაც საზოგადოების როლი განსაზღვრული და ღიაა. ასევე პოლიტიკაში ჩართული პირების კომპეტენტურობა სწორად უნდა იყოს განსაზღვრული და რაც მთავარია სახელმწიფოს საძირკველი უნდა იყოს განათლებული საზოგადოება.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
სამწუხაროდ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი სამომავლო პროფესია, მაგრამ სავარაუდოდ ჩავაბარებ საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიპლომაატიის განხრით, რადგან მიზიდავს საგარეო პოლიტიკა და ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ. XXI საუკუნეში, სადაც თითქმის წარმოუდგენელია მასობრივი საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი გამოიწვევს ჩვენი საარსებო გარემოს მოსპობას, ამიტომ მნიშვნელოვანი საგარეო პრობლემები დღეს წყდება მოლაპარაკებით და მნიშვნელოვანია დიპლომატების არსებობა ჩვენს დროში.
ქართველობა ჩემთვის არის…
ამ სიტყვებზე თავიდან რა თქმა უნდა მახსენდება ილიას დევიზი ,,ენა,მამული,სარწმუნოება”, სწორედ ეს არის ეროვნული იდენტობა და სიძლიერის ნიშანი ქართველებისთვის. ჩვენს დროში ქართველობის ნიმუში სამწუხაროდ ცოტაა, ამიტომ ძველ მაგალითებს დავეყრდნობი, ჩემთვის ქართველობა არის ცოტნე დადიანი, 9 ძმა ხერხეულიძე, დავით აღმაშენებელი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა უამრავი. სამწუხაროა როცა საოკუპაციო საზღვარი ყოველ დღე ფართოვდება, ის ფაქტიც კი სამწუხაროა, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ჩემთვის არაქართველია ის ვინც ამ ყველაფერს ეგუება, თვალს ხუჭავს. მაშასადამე, ქართველობა ჩემთვის ერთად შეკრული ისრების კონაა.