გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – ნინო ბოჭორიძე. ნინო 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.

„ჩემთვის თელავის მუნიციპალიტეტი არის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული. რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივაა ტურისტების მოზიდვისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. თელვაში არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რეგიონის ახალგაზრდების უმრავლესობა განათლებას იღებას აქ. მნიშვნელოვნია მათ ჰქონდეთ ბევრი პერსპექტივა და განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობები. კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და გამოწვევებს. მუდმივად მაქვს ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და ზუსტად ვიცი მათი მოთხოვნილებების შესახებ. გარდა ამისა, როგორც ტრენერი, ვმუშაობ ეთნიკურ უმცირესობებთან, და მსურს ერთგვარი შუამავალი ვიყო ადგილოვრივ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის. ჩემი მიზანია მეტად აქტიურები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ ჩემს რეგიონში.“

ნინო ბოჭორიძე 1999 წელს დაიბადა. მან სწავლა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2016 წლის ზაფხულში იყო სტაჟიორი არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ბემონი“. 2017 წელს სტაჟირება დაიწყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისში. 2017–2018 წლებში სწავლობდა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის სკოლაში.
2018 წელს სწავლობდა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში. ამავე წელს მუშაობდა სტაჟიორად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2018 წელს განათლება მიიღო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო განვითარების სკოლაში. 2019 წელს სტაჟირების პროგრმა გაიარა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის თელავის ოფისში; 2019 წელს შეირჩა ტრენერ-მასწავლებლად “World Vision”-ისა და SOS ბავშვთა სოფელის “ SKYE” პროგრამის ფარგლებში და სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში.
ამჟამად იგი მუშაობს ახალგაზრდებთან და აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები ნინოს!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.