ჩემი მოკლე ბიოგრაფია

სკოლის პერიოდში მეტად ჩუმი და არა აქტიური ახალგაზრდა ვიყავი. არ ვმონაწილეობდი პროექტებში, არ ვიყავი დამოუკიდებელი, არ ვიყავი კომუნიკაბელური და ა.შ.
შემდეგ გამოჩნდა „შენი ხმა ჩვენი მომავალიას“ საზაფხულო სკოლა, რომელშიც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, პირველად დავწერე სამოტივაციო წერილი და გავაგზავნე. ჩემი ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა და აღმოვჩნდი ინიციატივის ბანაკში, სადაც გარკვეულ წილად შევიცვალე,გარკვეული პიროვნული ბარიერები გადავლახე. ასევე, გავაანალიზე ის რომ მიყვარდა ხალხთან კომუნიკაცია და ამდაგვარი პროექტებიც მეტად მიზიდავდა. ამის შემდეგ თანდათათან გავხდი აქტიური, დავიწყე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება, მეც განვახორციელე რამდენიმე პროექტი მეგობრებთან ერთად (სხვათაშორის სამეგობრო წრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ინიციატივის პროექტებმა შეიტანა). რამდენჯერმე უცხოეთში ვიყავი ევროკავშირისა და ერასმუსის პროექტებით, რამაც უფრო მეტად გამხადა დამოუკიდებელი და ბევრ რაღაცას განსხვავებულად შემახედა. ბოლო დროს გადავწყვიტე უფრო მეტად მეზრუნა მომავალ პროფესიაზე და კორპორაციებში მომესინჯა თავი. ამის გამო გავიარე სტაჟიება რკინიგზის ადამიანური რესურსების დეპარტამენტში და ახლა ევექსში გავდივარ იმავე მიმართულებით მეორე სტაჟირებას. ამავდროულად მაქვს უამრავი განსახორციებელი გეგმა ჩემი ამბიციური ბუნებისდა გამო, მაგალითად მინდა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, პოდკასტებისა და ბლოგის გაკეთება წარმატებულ/წარუმატებელ სტარტაპებზე. ამავდროულად იმედი მაქვს ჩვენს გუნდს შეეძლება ინიციატივის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა- დახმარება.

ჩემთვის #ინიციატივა /

ჩემთვის #ინიციატივა არის პლათფორმა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, ახალგაზრდებს, გამოვასწოროთ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვხედავთ და გვაწუხებს ჩვენს გარშემო. ამ გზით კი გვიბიძგებს პრობლემებზე ყურადღების გამახვილებასა და თვითგანვითარებისკენ.
#ინიციატივა არის პოზიტიური მაგალითი იმისა რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია გარკვეული ქმედებების განხორციელება და ამ ქმედებებით სასურველი შედეგის მიღება. ეს კი იწვევს გარკვეული დონის თვითრწმენასა და სოციალური აქტივიზმის სიყვარულს.
#ინიციატივა, მართლაც, ძალიან ეფექტური საშუალებაა თვითგანვითარებისთვის. პროექტებზე მოშაობა, გუნდთან კომუნიკაცია, მათი მოტივირება, პატარ-პატარა პრობლემების მოგვარება, სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა უნარებს ააშკარავებს და ავითარებს. ამის წყალობით შენს თავს განსხვავებული რაკუსიდან განახვებს, რა ყოველთვის მეტად საინტერესოა.
#ინიციატივა გაძლევს საშუალებას გაიცნო ბევრი შენსავით და შენზე მეტად მოტივირებული აქტიური ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გეხმარება შენვე გაიგო რეალურად რა ხდება სხვადასვა რაონებში, რა პრობლემები აწუხებთ შენს ტოლ ახალგაზრდებს და როგორ ცდილობენ ისინი სოციალური აქტივიზმით ამ პრობლემების გამოსწორებას.
#ინიციატივა არის საქართველოს პროგრესის ქვაკუთხედი. სოციალური აქტივიზმის თემის გააქტიურება, ახალგაზრდების მოსმენა, თვითგანვითარება, ახალგაზრდების იდეების გაცვლა-გამოცვლის ხლშეწყობა, ვფიქრობ , აუცილელად დაგვეხმარება ქვეყნის განვითარებაში.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის მშვენიერი პოზიტიური მაგალითი იმისა რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ძალიან ეფექტური, საინტერესო პროექტების განხორციელება და ამდენი ახალგაზრდის ჩართვა ძალიან კარგ საქმეში.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის მოტივაცია გავხდე უკეთესი, არ შემეშინდეს დაბრკოლებების, ნაკლები გამოცდილების. ეგი გაჯერებს რომ თუ გაქვს მოტივაცია, დიდი სურვილი რაღაცის გაკეთების მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, სასურველი მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. თუმცა ამავე დროს გასწავლის და გეუბნება იმასაც რომ ამისათვის აუცილებელია შრომა, ღამეების გათენება და ა.შ
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის გაერთიანება ძალიან მაგარი ადამიანების, რომლებიც არიან განათლებულები, კრეატიულები და შრომისმოყვარეები. მათი თითოეული პროექტი არის ძალიან პოზიტიური, სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და მათი განხორციელებული პროექტი არის შესაძლებლობა განვითარდე ხალისითა და პოზიტივით.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა და მსურს ისეთი საქართველო, სადაც უფრო მეტი სოციალური აქტივიზმი იქნება!
ისეთი საქართველო, სადაც მხოლოდ მთავრობას არ დავაბრალებთ ჩვენს გასაჭირს!
ისეთი საქართველო, სადაც ჩევენ ჩვენვე ამოვუდგებით ერთმანეთს გვერდში!
ისეთი საქართველო, სადაც ერთმანეთს არ დაველოდებით რაღაცის შესაცვლელად!
ისეთი საქართველო, სადაც არ გაგვიტყდება საკუთარი აზრის დაფიქსირება!
ისეთი საქართველო, სადაც გააზრებლად გვასწავლიან საგნებს სკოლებში!
ისეთი საქართველო, სადაც მასწავლებლებს ეყვარებათ საკუთარი პროფესია!
ისეთი საქართველო, სადაც ნორმალური განათლების სისტემა იქნება!
ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები მოახდენენ თვითრეალიზებას!
ისეთი საქართველო, სადაც შეგეძლება განითარება!
ისეთი საქართველო, სადაც არ გაიყინება უსახლკარო!
ისეთი საქართველო, სადაც არ იქნება ამდენი მოწყალების მთხოვნე!
ისეთი საქართველო, სადაც ამდენ ხალხს არ მოუწევს იმაზე ფიქრი ხვალ როგორ გადარჩეს/რა ჭამოს!
ისეთი საქართველო, სადაც ბავშთა დღის და ღამის ნორმალური ცენტრები გვექნება!
ისეთი საქართველო, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი არ იქნება!
ისეთი საქართველო, სადაც არ მოგვიწევს მუდამ პოლიტიკის განხილვა!
ისეთი საქართველო, სადაც ნაკლები სიძულვილი იქნება განსხვავებულისადმი!
ისეთი საქართველო, სადაც წახალისებული იქნება ბიზნესის კეთება!
ისეთი საქართველო, სადაც ამდენი უსახლკარო ძაღლი და კატა არ იქნება!
ისეთ საქართველო, სადაც სოციუმი ზოგადად უფრო მეტად შემწყნარებელი და ნაკლებად აგრესიული იქნება!

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მომავალში მინდა საკუთარი თავის რეალიზება შევძლო. აღმოვაჩინო სფერო, რომელიც რეალურად მომწონს. სფერო, რომელშიც მუშაობა არ გამოიწვევს დისკომფორტს და მომცემს განვითარების საშუალებას. ამ ბოლო დროს ვფიქრობ რომ აღმოვაჩინე ასეთი სფერო და აღმოვაჩინე ჩემი თავი ამ სფეროში, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ზოგადად მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რადგან ფაქტრობრივად ყოველდღიურად ვიზრდები პიროვნულად, მეცვლება შეხედულებები, აზრები, განსხვავებული კუთხით ვიცნობ თავს და ზუსტად არ ვიცი რა გამოვალ მომავალში.
ზოგადად რომ ვისაუბრო, მომავალში როგორც ალბათ ყველას (ნუ, რას ვიზამთ სოციუმის მოხვეული სტანდარტებისდა მიხედვით) მინდა რომ წარმატებული ადამიანი ვიყო.ეს უკანასკნელი კი ჩემთვის ნიშნავს საკუთარი საქმის ქონას, ბიზნესის მართვას, საკუთარი იდეების რეალობად ქცევას. ასევე, მინდა სფერო, რომელშიც მუშაობას გადავწყვეტ შეძლებისდაგვარად კარგად მესმოდეს. ამის გამო არ მეზარება ღამეების თენება, ბევრი კითხვა და დამატებითი მუშაობა. ვფიქრობ, მინდა დადებითი გავლენა მოვახდინო ახალგაზრდებზე ჩემი ქმედებებით და ეს არის მამოტივირებელი ძალა ჩემთვის. ვფიქრობ, გარკვეულ წილად ყოველთვის ვიქნები სოციალურ აქტივიზმში ჩაბმული. იმედი მაქვს შევძლებ ქველმოქმედებას და ზოგადად ადამიანების და ცხოველების დახმარებას.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ნაკლებად ასოცირდება იმ სტერეოტიპულ მახასიათებლებთან რაც საზოგადოებაში ხალისისა და კრიტიკის მომგვრელია.
უპირველეს ყოვლისა, ქართველობა ჩემთვის არის საქართველოსა და ქართველების სიყვარული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სხვა ეროვნებებისა და ქვეყნების დაფასებასა და სიყვარულს.
მე მიყვარს საქართველო და ქართველები. მიყვარს ჩვენი ისტორია, პროზა, პოეზია, სამზარეულო, ჩვენი გრძელი სადღეგრძელოები და სულში ჩამწვდომი მუსიკა….
ჩემთვის ქართველობა ჩემი მეგობრები და ოჯახია. ის პატარა რიტუალები თუ ტრადიციები რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და მუდამ ვმონაწილეობთ.
ჩემთვის ქართველობა ქართულად საუბარი და ულამაზესი ასოებით წერაა. ულამაზესი ლექსების წაკითხვა-გაზრეება და „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ ცრემლის დაღვრაა.
ჩემთვის ქართველობა ერთიანობის განცდაა ერის წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს.
ჩემთვის ქართველობა ვერასოდეს იქნება სხვა ეროვნებების, რელიგიის,ორიენტაციის… ადამიანების დევნა საქართველოს სიყვარულით. ჩემთვის ქართველობა არაა გაბერილი სადღიგრძელოები და საპირისპიროს კეთება, ცოლის ჩაგვრა, მისი „კუხნაში“ გამოკეტვა, ლომისობაზე ცხვრების ხოცვა და ა.შ
რელიგია ჩემთვის ქართველობაზე ნაკლებად გადაბმულია, თუმცა, რაღა თქმა უნდა, სრულიად ვიაზრებ იმას რომ მართმადიდებლურმა ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენს კულტურასა და ზოგადად სოციუმის ჩამოყალიბებაზე.
ზოგადად, არ მჯერა რომ ქართველობის წართმევა ვინმეს ძალუძს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.