ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მონაწილეობდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტში “სამოქალაქო ქმედებება” ეკონომიკის მიმართულებით. 2015 წელს დაამთავრა 71-ე საჯარო სკოლა, ამავე წელსვე ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში (2016-2017) მუშაობდა უნივერსიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებად არასამთავრობო ორგანიზაციაში – “საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრში” პროექტების კოორდინატორად. სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობისა და სტუდენტური მიმართულების პროექტებზე, იყო სტუდენტური რესურსების ინკუბირების (SR Incubator) პროგრამის მენეჯერი. 2016 წელსვე იყო ტექნოპარკის განვითრების გუნდის წევრი, თუმცა ამ ინიციატივის დახურვის გამო გამოეთიშა აქტივობას. 2017 წელს გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის “სამხარეო განვითრება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG) მოხალისე/ლიდერი საგარეჯოს “ახალგაზრდა ფერმერთა კლუბიში”. 2017 წელს ასევე დაიწყო მუშაობა “კინგსში” კასპის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის ორგანიზატორად. ამ ყველაფრის პარალელურად ერთვებოდა სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში.
ჩემთვის #ქმედება არის
მოკლედ, რომ ვთქვათ #ქმედება ჩემთვის არის ადამიანები და გარემო, სადაც ვხედავ ჯანსაღ მოტივაციას დადებითი ცვლილებებისკენ. ასოციაციურად, როდესაც ამ პროექტზე მეს ჭრილში დავფიქრდი , დავსვი კითხვა რატომ მოვედი აქ? იმიტომ, რომ უნივერსიტეტში მაკლია მსჯელობა რის გარეშეც შეუძლებელია ან პროფესიული მოტივაცია გაგჩნდეს ან ცოდნა მყარი იყოს; იმიტომ, რომ აქ დავინახე არა თავიანთი პოზიციის გამყარებაზე, არამდეს ყველაზე საუკეთესო პოზიციის აღმოჩენაზე ორიენტირებული მმართველი გუნდი; იმიტომ, რომ მოლოდინი მქონდა, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან ურთიერთობით უკეთეს კითხვებს დავსვამდი; იმიტომ, რომ ორგანიზებული იმიჯი და განსხვავებული ფორმატი ჰქონდა ამ ყველაფერს რაც მიმზიდველია. მადლობა და წარმატებები #ქმედებას კარგ საქმეში.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ თანამშრომლობა დიდ დროს არ ითვლის, უკვე მაქვს პოზიტიური შეხედურებები მის შესახებ. ჩემს თვალში ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც დასახული აქვს ევროპული კურსი არა პოპულისტური არგუმენტირებით, არამედ იმ პარალელებით, რაც არსებობდა ისტორიული ფაქტების დონეზე. ევროპულ-ქართული ურთიერთობების გამტკიცების გზაზე მისი გუნდის წევრებს ფოკუსი აქვთ ახალგაზრდებზე: ერთი მხრივ იმიტომ, რომ თვითონაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები არიან და მეორე მხრივ იმიტომ რომ კარგი საძერწი მასალაა. სწორედ ეს მასაა მიჩნეული მათი იდეების გამტარად და სამოქალაქო საზოგადოების ქმედითუნარიანობის გასაძლიერებლად. ორგანიზაცია ამ ხალხს ასწავლის, ერთმანეთთან აკავშირებს, აჭმევს, ასმევს, ართობს, დადებით ემოციებს უტოვებს და აერთიანებს. პროექტების ბენეფიციარები კიდევ ბედნიერები და კმაყოფილები რჩებიან.
მე ასეთი საქართველო მინდა…
*მინდა კი არა მექნება. როგორ ვხედავ საქართველოს მომავალს? კარტს გავშლი და გეტყვით… ალბათ მაინც სხვადასხვა რამეა “როგორ ვხედავ საქართველოს მომავალს” და “მე ესეთი საქართველო მინდა”, ერთ შემთხვევაში უფრო ტირანის როლში ვარ, მეორე შემთხვევაში დემოკრატიულად ვფიქრობ. ერთ შემთხვევაში ფანტაზია უნდა გავშალო, მეორე შემთხვევაში ფაქტების პროგნოზი გავაკეთო. მინდა, რომ საზოგადოებაში დათმობა ვისწავლოთ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლები სწორად განვსაზღვროთ. შეიძლება ქვეყნის დონის პრობლემად არ თვლის ყველა ამას, მაგრამ მე-ტირანის როლში ვთვლი. კონკრეტული საკითხები, რაც მინდა რომ შეიცვალოს: საქართველოს სოფლები არღარ მინდა ასოცირდებოდეს ტალახთან, მოხუცებთან, დასვენებასთან (მხოლოდ), ველურ ბუნებასთან, მთავრობა არ მინდა მოიაზრებოდეს ცალკე ხალხთან ნაკლებად დაკვშირებულ სუბსტანციად, რომლის ქმედებაც მახსენებს ფორტ ბოიარდში ოქროს, რომ აგროვებდნენ ხოლმე ტაიმერზე დანიშნულ დროში და ამ ოქროს წონა რაც შეიძლება მეტი რომ უნდა ყოფილიყო, მინდა როგორმე ძვალ-რბილში გამჯდარი რადიკალიზმი მოგვეშორებინოს ყველაფერში და ა.შ და ა.შ
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მინდა გამოვიდე ის ვინც რამეს კარგისკენ შეცვლის. ამ მიმართულებით ყველაზე კრიტიკული ეკონომიკა მგონია. სახელმწიფოს ხშირად ადარებენ ხოლმე ოჯახს, ოჯახების უმეტესობა კი ან ინგრევა არამყარი ფინანსური მდგომარეობის ფონზე, ან ნარჩუნდება მხოლოდ არსებობის დონეზე. “საქართველოს ოჯახი” შეიქმნა და რომ შენარჩუნდეს ჩვენი სადარდებელი ქრონიკულად ლუკმა-პურიდან უნდა გადავიდეს ადამიანების სპეციფიური ფაქტორების გამოყენებაზე. (საიკითხს დავუბრუნდი) სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა, რადგან მგონია რომ ამ სფეროში მეცნიერები ნაკლებ სუბიექტურები და მეტად ობიექტურები არიან (დამტკიცება ალბათ ჩვენს უმეტესობასთან მათემატიკურ თეორემებთან ასოცირდება) შესაბამსად სანდოობა მათ მიმართ ყველა დანარჩენზე მეტი მაქვს. მოკლედ ეკონომიკას აქვს ესეთი მიმართულება: ეკონომეტრიკა. ეს არის მეცნიერება, რომელიც მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდებით სწავლობს ეკონომიკურ თეორემებს. რას მომცემს ეკონომეტრიკოსობა? ყველა აზრი, რომელიც ემოციურ ეკონომისტებს თავში მოსდით უნდა დაამტკიცონ დიადმა ეკონომეტრიკოსებმა თავიანთი მოდელებით და დაურტყან ბეჭედი მათი ადეკვატურობის შესახებ. მინდა რომ ამ მიმართულებას გავყვე და ჩემი აზრით ეკონომიკის ყველაზე რეალისტური ეკონომიკა ვიცოდე.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ალბათ ყველაზე პირველ ასოცირდება, რაღაც კოლეტქტიურ იდენტობასთან და სადაო სწორედ ამ იდენტობის მახასიათებლებია ხოლმე. ქართველობა არ არის სტატიკური ცნება და არ გამომდინარეობს მხოლოდ წარსულიდან. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ალბათ მეორე მხარის ანუ აწმყოს მიუღებლობა თითქოს ეს აწმყო ჩვენი არაა ჩაგვიდეს. მათემატიკურად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის კრებსითი ცვლადი და შესაკრებები არიან თანაბარი ქვოტით ყველა საუკუნე. დღეს აი რომ დაფიქრდე რა ახასიათებს ქართველებს, როგორც ინდივიდებს ისეთი რაც არ ახასიათებთ ზიმბამბველებს ან შვეიცარიელებს? ზიმბამბვეში ალბათ უფრო სცხელათ და შვეიცარიაში უფრო მეტი ფული აქვთ? რა შუაშია. ქართვლობის ხსენებაზე გონებაში გამკრავს ხოლმე ორი მიდგომა ერთი პოპულისტური მეორეს დაფიქრება უნდა. სიტყვებს ჩამოვყრი, ამ ფორმით უკეთესია: ქართველობა დეფისი ისტორია, ბრძოლა, ჩვეულებრივი ადამიანი, სარწმუნოება, პატარა ქვეყანა, საჭმელი, თავისუფლება, არაერთსულონება, ერთსულოვნება. საბოლოოდ ქართველი ჩვეულებრი ადამიანია და მიდრეკილია უკეთესი ქართველობისკენ.
ჭკვიანი ადამინი ხართ.ყოჩაღ!