ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავიბადე 2000 წლის 26 სექტემბერს ხაშურში ამჟამადაც ვცხოვრობ ხაშურში ვსწავლობ ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში ჩემი ცოვრების უმეტესი ნაწილი უკავშირდება ხაშურს. ვმუშაობ გასართობ ცენტრში ვარ მიკი მაუსი და ვცდილობ ვიცხოვრო პოზიტივით რაც მეხმარება ხალხთნ ურთიერთობაშ.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

ჩემთვის ინიციატივა და ქმედება არის ახალი გმოწვევა რომლის საშუალებითაც უფრო მეტი ვისწავლე სამოქალაქო აქტივიზმზე ვდრე მანამდე ვიცოდი.ინიციატივის ფარგლებში გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები და ვფიქრობ სამომავლოდ ყველაფერი რაც აქ ვისწავლე ძალიან დამეხმარება იმაში რომ სამოქალაქო აქტივიზმით ნაწილობრივ მაინც შევცვალო დღევანდელი რეალობა და პრობლემები რომლებიც დღეს დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს.მართალია არც ინიციატივის წევრი ვარ და არც ქმედების მაგრამ მაინც ინიციატივა და ქმედება არის ახალგაზრდული პერსპექტივა რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს ახლის აღმოცენაში და თვიანთ თავში ყველა იმ შესაძლებლობის პოვნაში რაც მათ დაეხმარებათ სამომავლოდ.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის მომავლის საქართველო, რომელიც იქნება ევროპული ფასეულობებით გაჯერებული, ფასეულობებით რომელიც აძლიერებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ტრადიციებთან ერთად ევროპული ინსტიტუტიც, ვფიქრობ კარგი წარმოსადგენია.

მე ასეთი საქართველო მინდა…

საქართველო რომელიც არ იქნება ადამიანის მარგინალი ამა თუ იმ მიზეზის და წარმოდგენების გამო, მიიღებს ადამიანს ისეთი როგორიც არის და საშუალება ექნება იყოს თავისუფალი, ზუსტად ამ დროს იქნება სახელმწიფოც და ხალხიც თავისუფალი,კიდევ მინდა ტერიტორიულად და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო რომელიც იქნება ევროპის გზის მიმდევარი და არ იქნება დამოკიდებული რუსულ სახელმწიფოებრივობაზე.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მე მინდა მომავალში ვიყო ადამიანი რომელიც ქვეყნის მთლიანობისთვის და ძლიერებისთვის იბრძოლებს სავარაუდოდ ვიქნები დიპლომატი და დიპლომატიური გზით შევეცდები შევცვალო დღევანდელი რეალობა 🙂

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის არის ის ქართული ფასეულობები რომლებიც ხელს არ უშლის ადამიანის განვითარებას და საზოგადოებაში დამკვიდრებას, ფასეულობა რომელიც თავისუფლებას აძლევს ადამიანს ყველანაირ საკითხში და არ ზღუდავს მას, ამასთანავე ქართველობა არის ჩემი ქვეყნის და მისი ტრადიციების სიყვარული, რითიც განთქმულია საქართველო დედამიწის თითქმის ყველა ნაწილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.