ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ჩემთვის #ინიციატივა არის

ჩემი აზრით “ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში, ინსტიტუტი ახროციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც უმეტესწილად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა ისეთი საქართველო სადაც ყოველ მეორე გადაცემაში არ იტყვიან რომ ვიღაც მოკლეს, ვიღაც გაიტაცეს, კრიმინალის დონე იზრდება…მინდა საქართველო სადაც პოლიტიკოსები თავიანთი კეთილდღეობისთვის გაჭირვებული ადამიანებით არ ისპეკულირებენ. მინდა საქართველო სადაც ჩამოსვლაზე იოცნებებენ უცხოელები… მინდა საქართველო სადაც ბიუჯეტს მოხუცის მომვლელი დედები არ ავსებენ, სადაც “ლიჟბი აქედან წავიდე… ” ამბობდეს-ლიჟბი აქ დავრჩე.. მინდა პროფესია ავარჩიო კითხვით “რა შემიძლია კარგად?!” და არა “”ეს რომ გამოვიდე სამსახურს ვიშოვი?!”. მინდა საქართველო სადაც თანამდებობაზე მყოფი პირები ფიქრობდნენ რა დატოვონ და არა რა დაიტოვონ…მე ვოცნებობ ერთან შეკრულ, განვითარებულ ქვეყანაზე. ეს არის ჩემი საოცნებო საქართველო.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

ზუსტად არ მაქვს მოფიქრებული რა უნდა გამოვიდე მაგრამ არჩევანს ეკონომისტს ან იურისტს შორის ვაკეთებ. ალბათ უფრო იურისტი გამოვალ რადგან ვფიქრობ რომ მაქვს ის უნარები რაც იურისტს სჭირდება. ვარ კომუნიკაბელური რაც ერთ-ერთი მთავარის იურიდტის პროფესიაში. ამ პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი ეთმობა სხვებთან ურთიერთობას: კლიენტებთან, კოლეგებთან, მოსამართლეებთან, ნაფიც მსაჯულებთან, მოწმეებთან… ამ ურთიერთობების დროს სწავლობ, რომ ,,სიტყვები განსაზღვრავს ყველაფერს,“ ასევე ვფიქრობ რომ მაქვს “მასების დარწმუნების უნარი”, და ბოლოს ვგიჟდები იურისტ ქალებზე.

ქართველობა ჩემთვის არის…

ჩემთვის ქართველობა არის მოვალეობა, მე თუ ვამბობ რომ ქართველი ვარ ესე იგი პასუხისმგებელიც ვარ ჩემს ქვეყანაზე. კითხვაზე თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, რა არის ჩვენი ეროვნული იდენტურობის და ძლიერების ნიშანი და კრიტერიუმი? ყველას და მათ შორის მეც გონება მაშინვე მოგვაწვდის გამზადებულ, ბავშვობიდანვე ჩანერგილ პასუხს: ენა, მამული, სარწმუნოება!
ეს დაზეპირებული ფრაზა არ არის ჩემთვის ქართველობა…ჩემთვის ქართველობა ამ სამ და სხვა მრავალ ღირებულებათა დაცვაა. დაცვა არა მიტინგსა და აქციაზე არამედ ყოველდღიურობაში. და როცა ღირებულებებისა და ქვეყნის მოვლა ჩვენს ყოველდღიურობადგადაიქცევა მაშინ ვიტყვით ამაყად “მე ვარ ქართველი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.