ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ოთო ფარულავას პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე: 

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ახალგაზრდებში პოლიტიკის მიმართ ინტერესი დაბალია, ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი ფორმულა მათთან კომუნიკაციაა და მათი ჩართულობის გაზრდაა, რათა ის ნიჰილიზმი და უნდობლობა რაც მათშია გაქარწყლდეს

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

პოლიტიკური ორგანიზაცია ლელო

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ვიამაყებ მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რომელშიც ვთვლი, რომ ერთი პატარა აგური მეც მექნება დადებული

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკაში.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

მომავალი ახალგაზრდების ხელშია , ახალგაზრდები არის სწორედ ის ძალა რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა გახადოს  ევროპული ოჯახის წევრი.

სწორედ ამას ემსახურება ჩემი საქმიანობა.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

პირველ რიგში უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან და  საზოგადოებამ უნდა გაიაზროს რომ ხელისუფლება არის იმ ადამიანების ჯგუფი რომელიც ხალხს უნდა ემსახურებოდეს და ჩვენს დაკვეთებს უნდა ასრულებდეს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში  

საბედნიეროდ ჩვენი მოსახლეუბის უდიდეს ნაწილს გააზრებული აქვს რომ დასავლეთთან დაახლოებას ალტერნატივა არ გააჩნია.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

ვარდების რევოლუცია,  შემგომ განვითარებული მოვლენები რომელიც სავსეა როგორც პოზიტური ასევე  უარყოფითი მოვლენებით;

რუსეთ -საქართველოს  ომი;

გავრილოვის ღამე , როდესაც ქართველმა ხალხმა  კიდევ ერთხელ გამახოატა მწვავე რეაქცია  ოკუპანტის მიმართ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.