პროექტი „ინიციატივა“ აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მომავალ დიპლომატთა კუბი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ინიციატივასთან თანამშრომლობით განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი საჯაროდ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 40-მა ახალგაზრდამ. პროექტის ფორმატი იყო განსხვავებული აქამდე განხორციელებულ მსგავსი თემი პროექტებისგან.

ორატორიუმი შედგებოდა 3 ეტაპისგან. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა ჩაწერეს და გამოაგზავნეს 1 წუთიანი ვიდეო, სადაც ისინი საუბრობდნენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. გამოგზავნილი ვიდეოებიდან შეირჩა მეორე ეტაპში მონაწილე 20 ადამიანი, რომლებსაც 28 მაისს თავისუფალ უნივერსიტეტში მოწვეულმა ტრენერმა მაკო ჯაოშვილმა ჩაუტარა მასტერკლასი საჯაროდ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მათ ჰქონდათ ნახევარი საათი, რათა დაემუშავებინათ თემა თავისუფლებაზე და ესაუბრათ 1-2 წუთამდე ჟიურის თანდასწრებით. გამომსვლელებიდან შეირჩა 10 საუკეთესო, რომლებიც გადავიდნენ ფინალში.

10 მონაწილე შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდა 2 ჯგუფში, სადაც 1 კვირის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ მენტორებთან ერთად საფინალო გამოსვლაზე. მენტორები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ტატიშვილი და მიხეილ მირაშვილი.

ფინალში, რომელიც გაიმართა 5 ივნისს, მონაწილეებმა ისაუბრეს კონსტიტუციაზე და მათი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი”.

გამარჯვებული შეარჩია ჟიურიმ, რომელიც დაიწყებს სტაჟირებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ფინალი შუქდებოდა პირდაპირი ჩართვით სოციალურ ქსელში, რომელსაც თვალს ადვნებდა ნებისმიერი მსურველი და მათ შეეძლოთ ხმა მიეცათ ფინალისტებისთვის, რის შედეგადაც გამოვლიდა ხალხის რჩეული, რომელსაც ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, მოლაშქრეთა კლუბმა “ალოჰამ” გადასცა პრიზი.
სოციალური ქსელით აქტიურად ჩაერთო უამრავი ადამიანი (საუკეთესო გამომსვლელს ჰქონდა 15000 ნახვა).

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.