ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მე ორხან ალიევი, გახლავართ ეროვნების აზერბაიჯანელი, თუმცა დაბადებული და გაზრდილი საქართველოში. საქართველო არის ჩემი დედა ქვეყანა, მე მისი მემამულე და ნაწილი ვარ. დავიბადე 1997 მწლის 29 მარტს სოფელ ყარაჯალაში(სწორია ყარაჯალარი), რომელიც გარდაბნის მუნიციფალიტეტს ეკუთვნის. დაბადებიდან ვარ ყარაჯალაში და თითქმის სკოლის დამთავრებამდე ვიყავი ამ სოფელში, რომლის მოსახლეობას მთლიანად ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმოვადგენთ. 5 წლის ასაკში შევედი სკოლაში, სადაც აზერბაიჯანულად მივიღე განათლება. სკოლის დამთავრებისთანავე 4+1 პროგრამით ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს ერთ წლიან მომზადებას ქართულ ენაში და შემდგომ ბაკალავრში სწავლებას. ამჟამად ვარ სამართლის მე-3 კურსის სტუდენტი…

ჩემთვის #ინიციატივა არის

ჩემთვის ინიციატივა არის საშუალება, რითაც ვაცნობიერებ, რომ “რაღაცა გვეშველება”. ინიციატივა არის სწორედ ის შესაძლებლობა, რომ მომავალმა, ანუ ახალმა თაობამ შექმნას უკეთესი მომავალი, უკეთესი შესაძლებლობები და უკეთესი პირობები. ინიციატორები არიან საქართველოს დემოკრატიული სულისკვეთება. მე, როგორც არაქართველი, ეთნიკურად აზერბაიჯანელისთვის მეტად საამაღოა ვიყო ჩემი ქვეყნის ინიციატორი და მივიღო მონაწილეობა ჩვენივე ქვეყნის მშენებლობაში უკეთესობისკენ და ამას ინიციატივას უნდა ვუმადლობდე.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაციაა საქართველოში რადგან ის მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებზე. მისი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა. ევროპულ ქართული ინსტიტუტის ერთ-ერთი კარგი პროექტია ინიციატივა. სწორედ ეს ორგანიზაცია ინიციატივის დახმარებით გავიცანი და მივხვდი რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ აქტიურად ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა საქართვლო, რომელიც იქნება უძლიერესი როგორც შიდა, ასევე გარე ურთიერთობებში. საქართველო, რომელიც იქნება დემოკრატიის ზენიტში. მე მინდა საქართველო, სადაც ადამიანის უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული და დაუცველი არ დარჩევა აღარავინ. მე მინდა საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი და ვერავინ გაბედავს ეცადოს აღრევა. მე მინდა აღვავებული და სრულფასოვანი საქართველო.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მე მინდა გამოვიდა სამაგალითო იურისტი. ვარ დაინტერესებული სისხლის სამართლით და ვაპირებ პროკურორობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა, პრუსტრირებული ადამიანების რესოციალიზაცია და პრვენციული ხასიათის ნაბიჯები. მნიშვნელოვანია საზოგადოება, სადაც დანაშაულად იქნება აღქმული ისეთი ქმედებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექში გვაქვს, თუმცა ბევრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორცაა ძალადობა, ქართამის აღება და ა.შ. ამიტომაც მინდა ამ კუთხით შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოს კეთილდღეობისთვის.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის არის ჩვეულებრივი ეროვნება და მეტი არაფერი. ძალიან მიყვარს ქართველი, რომელიც მეგობრულია, კეთილია და კარგია ერთი სიტყვით. თუმცა მეეჭვება ქართველობასთან იყოს კავშირში, ასე რომ უბრალოდ ეროვნებაა, როგორც სხვა დანარჩენი. მე ვარ სისხლით აზერბაიჯანელი, მაგრამ სულით ქართველი, რადგან ამ მამულის ნაწილი ვარ. მიუხედავად ჩემი განსხვავებული ეროვნებისა, დღემდე არასოდეს მიგრძვნია, რომ არ ვეკუთვნი ამ ქვეყანას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.