ევროპის ლიბერალური ფორუმი (ELF)
ევროპის ლიბერალური ფორუმი არის ევროპის ლიბერალური პარტიის, ალდეს (ALDE) ოფიციალური პოლიტიკური ფონდი. 46 წევრ ორგანიზაციასთან ერთად ევროპის ლიბერალური ფორუმი მუშაობს მთელს ევროპაში, რათა შექმნას ახალი ველი დისკუსებისათვის, შეიტანოს მასში ახალი იდეები პოლიტიკური დებატებისათვის და გააძლიეროს მოქალაქეთა ხმა პოლიტიკაში. ევროპის ლიბერალური ფორუმი შეიქმნა 2007 წელს, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების გაძლიერებისა და გავრცელების მიზნით. ფონდის მუშაობა ეფუძნება ისეთ იდეებს როგორებიცაა თავისუფლება და მომავალზე ორიენტირებული ევროპა, რომელიც აძლევს შესაძლებლობებს ყველა მოქალაქეს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ფონდის აფილირებული წევრი გახდა 2019 წელს, გენერალურ ანსამბლეაზე, პრაღაში.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური ფონდი. ფონდის მიზანია გაავრცელოს თავისულფების იდეა და დაიცვას ინდივიდების ღირსება გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. ფონდი მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს, სამართლიანობის პრინციპებსა და დემოკრატიას მსოფლიოს 60 ქვეყანაში. აღნიშნული სამი მიზნის მისაღწევად ფონდი წარმართავს დიალოგს საერთაშორისო და ტრანსატლანტიკურ დონეებზე. ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე ფონდი მხარს უჭერს ინიციატივებს უმცირესობათა უფლებების გასაუმჯობესებლად, ეხმარება სახელმწიფოების დემოკრატიული კონტროლის პროცესს, აძლიერებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კოალიციებს. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდსა და ევოპულ-ქართულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 2018 წლიდან თანამშრომლობენ. პარტნიორობის ფარგლებში ვროპულ-ქართული ინსტიტუტის 8 მკლვევარი იკვლევდა გორისა და თელავის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დანახარჯებს ექსკლუზიური და ნებაყოფილობითი უფლებამოსილებების კუთხით ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, რომ იგი გამხდარიყო მომავალი გზამკვლევი ბიუჯეტის დაგეგმვის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.
დემოკრატიის ეროვნული ფონდი ამერიკული ფონდია, რომლის მიზანსაც მთელი მსოფლიოს ირგვლივ დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების მხარდაჭერა წარმოადგენს. ფონდი 100-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. დემოკრატიის ეროვნული ფონდისა და ევროულ-ქართული ინსტიტუტის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო, როდესაც ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ფონდის მხარდაჭერით „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების მხარდაჭერის პროგრამა” განახორციელა. პროექტი რამოდენიმე კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის საიმიჯო ვიდეოების ჩაწერა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, პოდკასტები პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ტრენინგი ბენეფიციარებისთვის და ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი. დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერა მსგავსი შინაარსის პროექტისთვის ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა 2022 წელსაც მოიპოვა.
ფოდნი ღია საზოგადოების ქსელის ოფისი საქართველოში 1994 წელს გაიხსნა. ფონდის საქართველოს ოფისი მუშობს რათა შექმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი გახადოს მთავრობა ანგარიშვალდებული მისი მოქალაქეების წინაშე. ფონდი ახალისებს პოლიტიკის დებატებსა და რეფორმებს.
გრანტებისა და თანამშრომლობითი პროექტების საშუალებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ფონდი აძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა აქტივისტებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რათა სათანადოდ იქნეს დაცული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
როგორც დონორი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო მუშაობს როგორც ჩამოყალიბებულ გამოცდილ ორგანიზაციებთან, ისე ახლადშექმნილ სამოქალაქო გაერთიანებებთან ერთად მათ მიერ წინასწარ დასახული პრიორიტეტული საკთხების გასაუმჯობესებლად.
შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი არის შვედეთში დაფუძნებული საერთაშორისო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო აქტვიზმს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. ცენტრის მიმდინარე პროგრამები ხორციელდება პოსტ-საბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპაში, ეგვიპტეში, ტუნისში, კუბასა და ვენესუელაში. შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცეტრს გააჩნია საკუტარი გამომცემლობა – SILC Förlag, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს ორ წიგნს დემოკრატიულ აქტივიზმზე გამოწვევებით სავსე გარემოში და მნიშვნელოვან როლს იღებს შვედეთის საგარეო პოლიტიკის, განვითარებისა და დახმარებების კუთხით. შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ფონდი ასოცირებულია შვედეთის ლიბერალურ პარტიასთან (Liberalerna ).
ევროპულ-ქართულ ინსტიტუტსა და შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცენტრს შორისთანამსრომლობა 2020 წლის იანვარში დაიწყო.
ბორის დოვკოვიჩის ფონდი (BDF) დაარსდა 2013 წელს. ფონდის მიზანი იყო ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესება. ფონდი მუშაობს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით, რათა თანასწორობის პრინციპები გახდეს საყოველთაო. ფონდის დამაარსებელი არის დინო მუსტაფიჩი, აწ გადაცვლილი ბორის დივკოვიჩის დიდი ხნის მეგობარი. ბორის დივკოვიჩის ხსოვნასთან ერთად ფონდის იდეა იყო დახმარება გაეწია ქვეყნისათვის, განათლების განვითარების კუთხით და გაეძლიერებინათ ახალგაზრდა პოლიტიკოსები. ბორის დივკოვიჩი იყო ნაშა სტრანკას პრიველი ვიცე პრეზიდენტი. ევროპულ-ქართულ ინსტიტუტსა და ბორის დივკოვიჩის ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო.
ევრპულ-ქარტული ინსტიტუტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზაციის დაარსების დრიდან თანამშრომლობენ. ორგანიზაციების 4 წლიანი თანამშრომლობის შედეგია 6 უქმეების ვორქშოპი ნატოსა და ევროკავშირის თემატიკაზე. ყოვლეწლიურად საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აორგანიზებენ გაცნობით შხვედრებსა და ლექციებს საქართველოს ერთ მუნიციპალიტეტში (ყოველ წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტი) საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინგეგრაციის საკითხზე. აღსანისნია ის ფაქტი, რომ ორგანიზაციებს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2016 წლიდან 2018 წლმადე იყო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მნიშვნელოვანი პარტნიორი. 2016 წლიდან ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის შედეგად განხორციელდა ისეთი დიდი პროექტები როგორებიცაა: “შენი ხმა ჩვენი მომავალია” , “ინიციატივა” და “სამოქალაქო ქმედების სკოლა”. ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით უპრეცედენტო, ეროვნული დონის ახლაგაზრდული ქსელი, რომელმაც დღემდე განახორციელა 120-ზე მეტი მცირე და დიდი პროექტი.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში 2015 წლიდან თანამშრომლობენ. ოფისის დახმარებით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განაცორციელა საინფორმაციო შეხვედრები ნატოს შესახებ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალტეტებში: გორი, ხარაგაული, ხულო და ფოთი.
The East-West Management Institute (EWMI) ACCESS (Advancing CSO Capacities and Engaging Society for Sustainability) ACCESS-სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების გაძლიერების მდგრადობისათვის არის ამერიკის სახელმწიფო სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის (USAID) 5 წლიანი პროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების გაძლიერების მდგრადობისათვის, რომელსც ახორციელებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). თანამშრომლობა აღნიშნულ პროექტსა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენი ორგანიზაცია წარმატებით ჩაერთო ორგანიზაციული გაძლიერების პროგრამაში .
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და მალმიოს უნივერსიტეტი 2017 წლიდან არიან პარტნიორები, მას შემდეგ, რაც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა კონფერენცია ადგილობრივი თვითმართველობების განვითარებისათვის გორის მუნიციპალიტეტში. კონფერენცია დაფინანსდა შვედეთის ინსტიტუტის მიერ. კონფერენციის უმთავრეს შედეგად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უშუალოდ კონფერენციის დასრულების შემდეგ შეიქმნა ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.