ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აგრძელებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს ოცდამეორე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 04.VI.2021 – 10.VI.2021
საქართველოს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია
6-8 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა დელეგაცია სტუმრობდა. კონგრესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 6 სექტემბერს, პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, ასევე მის მიერ გაწეულ დახმარებაზე ქაბულიდან უცხოეთის მოქალაქეთაევაკუაციის პროცესში. ამავე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და კონგრესმენებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციადა უკანონო ბორდერიზაციისპროცესი განიხილეს.
კონგრესმენები შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ამერიკელ კანონმდებლებს უამბეს საგარეო საფრთხეებისა და საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ; ასევე, აღნიშნეს მედიასა და პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები, 5 ივლისის მოვლენები, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა და უარი ევროკავშირის სესხზე.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოსვლას აანონსებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს. „პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს – ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად კანონი და სამართალის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია – საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. ჩარკვიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდეს და სასამართლოს მისი გასამართლების უფლება არ უნდა მიეცეს. მოძროაბა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა: “ჩვენი ამოცანა ისეთი ცვლილებაა, რომ სააკაშვილი თუ სხვა დომინაციით არ დაბრუნდეს.” “მესამე ძალის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა: “სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში.”
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
8 სექტემბერს საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
მან ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა იმ პირად ურთიერთობებს, რომელიც იმ დღეებში საქართველოს პრემიერთან ჩამოუყალიბდა. მისი თქმით, იმ პერიოდში საქართველოს პრემიერთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე სომეხ ამომრჩეველთან. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი გაააქტიურებს მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობას. მან ირალი ღარიბაშვილს ასევე გააცნო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ხედვები, რაც დაკავშირებულია რეგიონში ორი ქვეყნის პოტენციალის გაზრდასთან.