ოპოზიციონერ დეპუტატებს დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს

ქართულმა ოცნებამ 15 თებერვალს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე ლელოს დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს, დროას დამფუძნებელ ელენე ხოშტარიასა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მართველმა პარტიამ 15 თებერვალს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკის“ სადავო საქმეზე იგი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. ქართულმა ოცნებამ სესიების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება ლეიბორისტული პარტიისა თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილსა და დროას დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიასაც შეუწყვიტა.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება მის მიმართ „უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებად“ შეაფასა თავად ბადრი ჯაფარიძემ.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მანდატების გაუქმება გადაწყვიტა, არის ის, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წამების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელსაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 15 თებერვალს განაცხადა, რომ არ ეთანხმება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებას.

16 თებერვალს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გააკრიტიკა, რომელმაც გუშინ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების, ასევე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების ხელმძღვანელთა დანიშვნების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასა.

„ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული, მაგრამ სადაც არ არის სამართლიანობა და სადაც არ არის ობიექტურობა, იქ ბუნებრივია ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

უფლებამოსილების შეწყვიტიდან რამდენიმე საათში ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ბადრი ჯაფარიძემ 15 თებერვალს ქართული ოცნება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის „დესტრუქციულ ქმედებაზე“ პასუხია. მის კანდიდატურას მხარს უჭერს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 10 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა „პარლამენტის დასუსტებისკენ“ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ოპოზიციამ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 თებერვალს ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი – გიგა ფარულავა აირჩია.

ფარულავას კანდიდატურას მხარი 25-ვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 22 დეპუტატი ჰყავს, 20 ქართულ ოცნებას, 3 კი – პარტია საქართველოსთვის.

კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ მიმართა „საქართველოსთვის“ წევრებს, რომ სირცხვილია და შეურაცხმყოფელი ენმ-თან მათი თანამშრომლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთად ბევრი რამ გადაიტანეს მათთან ბრძოლისას.

ზუგდიდი რუსთავის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოების შემდეგ, უკვე მეოთხე ქალაქია, სადაც ოპოზიციამ შეთანხმება შეძლო და ოპოზიციონერი თავმჯდომარე აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ კიდევ ასარჩევია სენაკისა და ბათუმის საკრებულოებში, რომლებშიც ერთპარტიული უმრავლესობა 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს.

„ერთობის დღე“ – საქართველოს სოლიდარობა უკრაინას

უკრაინის ეროვნული „ერთობის დღეს“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე გამოაცხადა, საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა 16 თებერვალს Twitter-ზე მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რთული გამოწვევის ფონზე“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“.

„ამ რთულ დროს, მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“. – წერს Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

იმავე დღეს, თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. „სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – დაწერა თბილისის მერიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.