ნარინე ხაჩატურიანი
აღმასრულებელი დირექტორი, მედიის სწავლების ცენტრის, სომხეთი

სომხეთში არსებულმა შიდა რიტორიკამ, თითქოს „მოქალაქეებს არაფრის შეცვლა შეუძლიათ“, 2018 წლის ხავედროვანი რევოლუციის შემდგომ ახალი კონოტაცია შეიძინა: „არაფერი შეცვლილა“. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციამ ძალაუფლების არაძალადობრივი, მშვიდობიანი ცვლილება, დემოკრატიული არჩევები და განახლების შანსი მოიტანა, ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ ნარატივს, რომელშიც ამჟამინდელ ოფიციალურ პირებს თითქმის ყველა სფეროში, ხშირად ყალბი ახალი ამბების გამოყენებით, აკრიტიკებენ, საგარეო პოლიტიკიდან კულტურამდე. დეზინფორმაცია სუსტ ჟურნალისტურ პრაქტიკასთან ერთად ძირს უთხრის და დისკრედიტაციას უწევს მმართველი პარტიისა და არჩეული ლიდერის ავტორიტეტს.
შესაძლოა, პირველად უკანასკნელი დეკადების განმავლობაში, სომხეთში მთავრობისადმი ლოიალური ხედვების მქონე მედიაზე მეტი იმ ოპოზიციური მედიასაშუალებების რაოდენობაა, რომლებიც მმართველ გუნდს აკრიტიკებენ. Shabat TV-ს მიხედვით ეს ციფრი, ნეიტრალური გამომცემლობების ჩაუთვლელად, სულ მცირე 4-ჯერ მეტია (Shabat TV-მ შეისწავლა 61 მედია საშუალება მფლობელობის, წილებისა და კავშირების კუთხით). ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხეთის საკმაოდ მრავალფეროვანი მედია გარემო, საკმაოდ პოლარიზებულია, ხოლო მთავარი მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკები მათი მფლობელებისას ემთხვევა, მაშინ, როცა გამჭვირვალობა მედია საშუალებების მფლობელობასა და ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაზე მთავარ გამოწვევებად რჩება.
რეგიონული კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით „მედია საშუალებების მოხმარება და ინფორმაციული პრეფერენციები სომხეთში 2019“, სომხეთის დედაქალაქსა და რეგიონებში ინფორმაციის, ახალი ამბის აღქმისა და მიღების კუთხით ახალი ტენდენციები შეინიშნება. გამოკითხულთა 58.9% აცხადებს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა, 35,7% ტელევიზიას ამჯობინებს, ხოლო ბეჭდურ მედიასა და რადიოს (1.3%) ინფორმაციის მთავარ წყაროდ იმაზე ნაკლები ადამიანი ასახელებს, ვიდრე ინფორმაციის ტრადიციულ წყაროს – მეგობრებსა და მეზობლებს (4%). ყოველდღიური ახალი ამბების გაცნობის მთავარ წყაროდ სოციალური ქსელები სახელდება – 72.6%, რასაც მოჰყვება ტელევიზია (62.5%) და ონლაინ პუბლიკაციები (53%).
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 25.4% აცხადებს, რომ რუსულ ტელეარხებს ყოველდღიურად უყურებს. გამოკითხვების მიხედვით, უფროსი ასაკის მაყურებელი, ნაკლები შემოსავლით, პირველადი ინფორმაციის წყაროდ ტელევიზორს ამჯობინებს. ურბანულ გარემოში მცხოვრები მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, უმაღლესი განათლებით ინფორმაციის პირველად წყაროდ ინტერნეტს ასახელებენ.
შესაძლოა, ახალი მედიისადმი უპირატესობის მინიჭება და ინტერნეტზე დამოკიდებულება როგორღაც ანეიტრალებს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის გავლენას, რაც სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის მიღწევებისა და 2018 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამავე დროს, ექსპერტები შენიშნავენ, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ ტელეარხებზე მთავრობის გავლენა შეასუსტა.
სომხეთის პარლამენტის წევრმა ლუსავორ ჰაიასტანის (ნათელი სომხეთი) პოლიტიკური პარტიიდან, არმან ბაბაჯანიანმა, პარლამენტში ახლახანს განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მაუწყებელი რუსული არხები ქვეყანაში სომხეთის, სომხეთის მთავრობისა და რევოლუციის მონაპოვარი დემოკრატიული ცვლილებების მიმართ სიძულვილს აღვივებენ: „ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება და იარაღი, რომ ამ პრობლემას დავუპირისპირდეთ. ეს ტელეარხები აგრეთვე რუსეთის გეოპოლიტიკაზე ახდენენ აზრის ფორმირებას, რის შედეგადაც, სომხეთის მოქალაქეებს ამერიკასა და ევროკავშირზე წარმოდგენა უყალიბდებათ. ამ შეხედულებას ჩვენთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა მოქალაქეებს მსგავს სენტიმენტებთან აქვთ შეხება“.
საინფორმაციო შეტევის ძირითადი მეთოდებს წარმოადგენდა მიკერძოებული თხრობა, ნახევრად სიმართლე, სრული ტყუილი, ფაქტ-ჩექინგიც კი. ფაქტები ან არ ჟღერდება ან უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი დისკრედიტაციის, ეჭვისა და უთანხმოების დათესვის, დაშინებისა და დემოტივირების მიზნით.
ამ მედიასაშუალებების აუდიტორიას უჩნდება შთაბეჭდილება, რომ სომხეთი უკან მიდის, რევოლუცია მცდარი და ამაო იყო. შედეგად, Sputnik Armenia-ს მკითხველებს, რომელმაც ერთი პოზიტიური ახალი ამბავიც კი არ გამოაქვეყნა ქვეყნის შესახებ, შთაბეჭდილება რჩებათ, რომ „ხალხის ნაგავში მოსროლა“ ხშირი, ყოველდღიური ფენომენია პოსტ-რევოლუციური სომხეთში. ინციდენტის შესახებ სტატიები თითქმის არ ახსენებენ, რომ ინციდენტის მსხვერპლი, ბლოგერი ნარეკ მალიანი “The AdekvaD”-ის Facebook გვერდის თანადამაარსებელია, რომელიც ნიკოლ პაშინიანისა და მისი მხარდამჭერების შესახებ კრიტიკულ ვიდეო მასალებს ავრცელებს.
“The AdekvaD”-ს, “AntiFake.am”-სა და “Blognews.am”-ს Digital Forensic Research Lab-ი მოიხსენიებს, როგორც „შეცდომაში შემყვან ფაქტის შემმოწმებელ ჯგუფებს“, რომლებიც „მიკერძოებულ ნარატივებს, მაპოლარიზებელ განცხადებებსა და დეზინფორმაციას“ ავრცელებენ ნიკოლ პაშინიანისა და მისი მომხრეების დისკრედიტაციის მიზნით. მაისის დასაწყისში ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) ინიციატივით Digital Forensic Research Lab-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „სომხეთს თავს ესხმის შეცდომაში შემყვანი „ფაქთჩექინგის“ ჯგუფები“, რომელშიც აღინიშნა, რომ ეს ჯგუფები ჰეშთაგ #SutNikol (#FakeNikol)-ის გამოყენებით კარგად დაგეგმილ ონლაინ გავლენის გამავრცელებელ ოპერაციას ახორციელებენ.
სომხეთის ოპოზიციური ჯგუფების გარდა, ექპერტები სომხეთის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელ სხვა წყაროებსაც ასახელებენ. მათ შორისაა რუსული პროპაგანდის მანქანა, რომელიც შემდეგნაირ მესიჯებს აქვეყნებს: „ახალი მთავრობა ქვეყანას ანადგურებს“, მალე ყველაფერი ძველ რელსებს დაუბრუნდება“ და ა.შ.
მაშინაც კი, თუ ყალბი ახალი ამბისა და დეზინფორმაციის შესწორება ხდება, სიმართლე იგივე სიჩქარით არ ვრცელდება და იგივე რაოდენობის საზოგადოების აზრის ფორმირებაზე არ ახდენს გავლენას, რამდენზეც ყალბი ახალი ამბავი, რაც მთავრობაზე წნეხის პირდაპირი ინსტრუმენტი ხდება. სომხეთში შემდეგ მესიჯებს სისტემური ხასიათი აქვთ:
1. რუსეთი ეხმარება სომხეთს. სომხეთი ისტორიულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის ტვირთია
ბოლო 20 წლის განმავლობაში სომხეთმა თითქმის ყველა თავისი სტრატეგიული ობიექტი რუსეთს იაფად გადასცა: ენერგოსექტორიდან დაწყებული კვლევითი ინსტიტუტებით დასრულებული ობიექტები იმ ვალს იხდიან, რომელიც წინა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა, კორუმპირებულმა მთავრობამ დატოვა.
2. გიუმრში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთს ყველა სახის საფრთხისაგან იცავს და ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
2016 წლის ოთხდღიანი ომში რუსულ სამხედრო ბაზას (რომელშიც 5000 ჯარისკაცი მსახურობს) მონაწილეობა არ მიუღია.
3. რუსეთი სომხეთის მოქალაქეების ფართო ლოიალურობით სარგებლობს, რომლებიც რუსეთს მოკავშირედ და მეგობრად განიხილავენ მაშინ, როდესაც დასავლეთი ანტი-რუსულ სენტიმენტებს აღვივებს.
აზერბაიჯანისათვის 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემამ „მეგობარი სახელმწიფოს“ იმიჯზე სომხეთის მოსახლეობაში საგრძნობი გავლენა მოახდინა
4. სომხეთს ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით პოპულისტური მთავრობა ყავს. პაშინიანი თავის არცერთ დანაპირებს ასრულებს.
პაშინიანის მთავრობა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალურ რეფორმებს დაჰპირდა მოსახლეობას. ახალმა მთავრობამ კორუფციისა, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და სახელმწიფო ხაზინაში ათეულობით მილიონი დააბრუნა. გადაიდგა ნაბიჯები იმპორტის დე-მონოპოლიზირებისათვის, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისათვის და თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად. შედეგად ერევანის უხუცესთა საბჭოსა და საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ მაღალ დონეზე იქნა შეფასებული საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, არამედ ოპოზიციასაც კი არ გაუპროტესტებია.
5. პაშინიანის მთავრობის 12 თვის განმავლობაში, წინა ხელისუფლების დიდი მიღწევების მიუხედავად, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში გაუარესება შეინიშნება
2018 წლის დეკემბერში, რევოლუციიდან 6 თვის შემდგომ, The Economist-მა სომხეთი წლის ქვეყნად დაასახელა, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში გაუმჯობესდა და პროგრესი დააფიქსირა. 2019 წელს სომხეთმა, საგრძნობლად, 19 ქულით გააუმჯობესა Press Freedom Index (პრესის თავისუფლების ინდექსი) და 61-ე ადგილი დაიკავა World Press Freedom 2019-ში (მსოფლიო პრესის თავისუფლება 2019).

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის შესახებ 100 ფაქტი წარმოადგინა და ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო შემოსავლების, განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე; უფრო ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე (უფასო, მაგალითად, სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის); სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის განსაკუთრებულად მოპყრობაზე, სამხედრო პერსონალის ცხოვრების გაუმჯობესებულ პირობებზე, გაზრდილ პენსიებზე, ჯარისკაცთა და მასწავლებელთა ხელფასის ზრდაზე.
ახალი მთავრობის მნიშვნელოვან მიღწევებს შორის ექსპერტები გაბერილი სახელმწიფო აპარატის შემცირებასა და ოპტიმიზაციას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, პრემიერ მინისტრისა და მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობას, აგრეთვე სომეხ საზოგადოებასთან ყოველდღიურ კომუნიკაციას ასახელებენ.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.