- მოიმარაგე წყალი – პრეზენტაციის დროს, დაგჭირდება.
- აუცილებლად გამოაგზავნე პრეზენტაციის ფაილი პრეზენტაციის ჩატარების დღემდე 1 ან 2 დღით ადრე.
- გადმოიწერე ფონტი BPG Nino Mtavruli Bold. ეს ფონტი გამოყენებულია პრეზენტაციის შაბლონში სათაურებისთვის.
- აუცილებლად გამოიყენე EGI-ს პრეზენტაციის სტანდარტული შაბლონი.
- თუ დაგჭირდა დამატებითი სათაურის გამოყენება, გთხოვთ გამოიყენოთ ფონტი BPG Nino Mtavruli Bold.
- სათანადოდ შეავსე პრეზენტაციის footer შემდეგი ფორმატით – სახელი გვარი – თემა (მაგ. გიორგი გიორგაძე – კარგი პრეზენტაციის თავისებურებები)(იხ. ქვემოთ)
- აუცილებლად გამოაგზავნე პრეზენტაცია 1-2 დღით ადრე.
- იმ შემთხვევაში, თუ გაქვს პრობლემა ტექნიკური კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ პრეზენტაცია პრეზენტაციამდე 3 დღით ადრე.
- პრეზენტაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ გამოგიგზავნით ლინკს streamyard-ის ვებ-გვერდზე. თქვენ არ დაგჭირდებათ ახალი პროგრამის დაყენება ან გადმოწერა. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ გამოიყენოთ Google Chrome და დარწმუნდით, რომ საიტზე შესვლისას მიკროფონისა და კამერის გამოყენებას ნება დართეთ.
StreamYard-ის გამოყენება
1.) გადადით ჩვენს მიერ გამოგზავნილ ლინკზე. დააჭირეთ Allow Mic/Cam Access
2.) დაეთანხმეთ Google Chrome-ის ზედა მარცხენა კუთხეში ფანჯარას და დააჭირეთ “Allow”
3.) ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი ქართული შრიფტით და დააჭირეთ Enter Broadcasting Studio.
4.) დააჭირეთ “Share Screen” ეკრანის ქვედა ნაწილში.
5.) დააჭირეთ Share Screen და აირჩიეთ პრეზენტაციის ფანჯარა.