28
ზაფხულისა და ზამთრის სკოლები, ახალგაზრდული ბანაკები, ვიქენდები

12
დამოუკიდებელი მასშტაბური პროექტები სხვადასხვა საკითხებზე

700
700 მოხალისე საქართველოს მასშტაბით და 5000-ზე მეტი სხვადასხვა პროექტში ჩართული მონაწილე

კამპანია შენიხმა, ჩვენი მომავალიას ლოგო

შენი ხმა, ჩვენი მომავალია (YVOF) კამპანია

მეტი YVOF კამპანიის შესახებ...
2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის ახალგაზრდული კამპანია – “შენი ხმა, ჩვენი მომავალია“. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გზარდას. კამპანიაში ჩართული იყო 500 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან, პროექტი განხორციელდა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში – ამ კამპანიის მეშვეობით ჩვენ შევძელით არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა 20%-ით.

ლოგო #კონსტიტუციაყველასია – კონსტიტუციის დღე 2017 წლის კამპანია

#კონსტიტუციაყველასია – კონსტიტუცია ყველასია 2017 წლის კამპანია

მეტი კონსტიტუციის კამპანიის შესახებ...
საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. მას შემდეგ 24 აგვისტოს აღინიშნება კონსტიტუციის დღე – ამ დღისადმი პატივის მისაგებად ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი. შედეგად განხორციელდა 40-ზე მეტი აქტივობა საქართველოს 28 სხვადასხვა რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტ #ინიციატივის ლოგო

პროექტი #ინიციატივა

მეტი #ინიციატივის შესახებ...
პროექტი #ინიციატივა მიზნად ისახავდა აქტიური ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამოქალაქო აქტივიზმის გაუმჯობესებაზე საქართველოში. პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილის პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა 20-ზე მეტ რეგიონში, ქსელის გაძლიერების მიზნით ჩატარდა 5 ზაფხულისა და ზამთრის სკოლები. შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ერთიანდება პროექტ #ინიციატივის ქსელში და მუშაობს აქტიურად ლოკალურ პრობლემებზე საქართველოს მასშტაბით.