მეტი არჩევნეთის შესახებ
ძლიერი თვითმმართველობა – დემოკრატიის ქვაკუთხედი – ასე ერქვა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამაგიდო თამაშ „არჩევნეთის” პოპულარიზების მიზნით „ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა” საქართველოში ამერიკისა და შვედეთის საელჩოების მხარდაჭერით 2 თვის განმავლობაში 10-მდე ბენეფიციარი სკოლისთვის განახორციელა. „არჩევნეთი” ინოვაციური სამაგიდო თამაშია, რომელიც თავდაპირველად შვედეთში შეიქმნა სახელწოდებით „ელექშენვილი”. იგი შვედეთის ინსტიტუტმა შექმნა და მის მიზანს წარმოადგენს, დაეხმაროს სტუდენტებს ინოვაციური თამაშის გზით ქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესების გააზრებაში.
მეტი პოლიტიკური დაიჯესტის შესახებ
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს პროექტს „პოლიტიკური დაიჯესტი”. ჩვენ კვირაში ერთხელ – პარასკევს ვაჯამებთ საქართველოში მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და ვთავაზობთ საკუთარ აუდიტორიას ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად. დაიჯესტი ერთი მხრივ იდება სოციალურ მედიაში – Facebook-სა და Twitter-ზე, მეორე მხრივ კი ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ გამომწერებს.
მეტი მენტორობის პროგრამის შესახებ
ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისთან ერთად, დაიწყო პროექტი – შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია – Future of the Black Sea Region Conference (FLEECE). პროექტი ორი ნაწილისგან შედგება – მენტორობისპროგრამა, ერთგვარი Fellowship და საკუთრივ კონფერენცია.
პროექტის შერჩეულმა მონაწილეებმა თავდაპირველად მოუსმენეს საინტერესო სპიკერებს, შემდგომ შექმნეს ჯგუფური Opinion paper მათთვის საინტერესო თემაზე, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, თავის მხრივ კი მათ მენტორები დაუწერენ რეცენზიას – ანუ შეიქმნება ექსპერტის მიერ შეფასებული (Expert reviewed) ნაშრომი; საბოლოოდ ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში.
მეტი სემინარის შესახებ
20-22 მაისს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებითა და SILC, Swedish International Liberal Centre-ის მხარდაჭერით ბაკურიანში ჩატარდა სემინარების სერია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.
მონაწილეებმა ორი მოდულის სესიები გაიარეს:
ერთი მოდული მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა დასწრებოდნენ სემინარებს პარტიული სტრუქტურის, ორგანიზაციის ფორმირებისა და განვითარების შესახებ, ხოლო მეორე მოდული უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ იყო კონცენტრირებული
მეტი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
2022 წელს მსგავსად გასული წლებისა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამას რეგიონებში მცხოვრები და ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მიიღებენ ანაზღაურებას და იმუშავებენ მხარის კვლევის დოკუმენტზე.