ძლიერი თვითმმართველობა – დემოკრატიის ქვაკუთხედი – ასე ერქვა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამაგიდო თამაშ „არჩევნეთის” პოპულარიზების მიზნით „ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა” საქართველოში ამერიკისა და შვედეთის საელჩოების მხარდაჭერით 2 თვის განმავლობაში 10-მდე ბენეფიციარი სკოლისთვის განახორციელა.

„არჩევნეთი” ინოვაციური სამაგიდო თამაშია, რომელიც თავდაპირველად შვედეთში შეიქმნა სახელწოდებით „ელექშენვილი”. იგი შვედეთის ინსტიტუტმა შექმნა და მის მიზანს წარმოადგენს, დაეხმაროს სტუდენტებს ინოვაციური თამაშის გზით ქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესების გააზრებაში.

პროექტი სამ ძირითად ნაწილად იყოფოდა:
1. თავდაპირველად შეირჩა 6 სამიზნე სკოლა, რომლებსაც პროექტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ განსაზღვრულ აქტივობებში.
2. სამიზნე სკოლებთან (4 სკოლა თბილისიდან, თითო-თითო შეხვედრა სოფელ ჩიბათისა და კასპის მუნიციპალიტეტების სკოლებისთვის) შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური სესია ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ. ასევე სკოლის მოსწავლეები გაეცნენ თამაშ „არჩევნეთს”. თითო სკოლიდან დაკომპლექტებული იქნა 4 გუნდი. ყოველი შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი.
3. თამაშ „არჩევნეთში” შიდა სასკოლო შეჯიბრის გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს ბაკურიანის გასვლით ღონისძიებაში. 3 დღის განმავლობაში საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები ადგილობრივი დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მიდგომების შესახებ.

1. პირველი შეხვედრა: არჩევნეთი ჩიბათში
2. მეორე შეხვედრა: საჯარო სკოლა N210
3. მესამე შეხვედრა: საჯარო სკოლა N167
4. მეოთხე შეხვედრა: საჯარო სკოლა N45
5. მეხუთე შეხვედრა: საჯარო სკოლა N130
6. მეექვსე შეხვედრა: არჩევნეთი კასპში

არჩევნეთი სოციალურ მედიაში

პროექტთან დაკავშირებულ პოსტებს სოციალურ ქსელ Facebook-ში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გვერდზე, რომელსაც 23 817 გამომწერი ჰყავს, აიტვირთა რამდენიმე პოსტი. ჯამში აღნიშნული კონტენტი 35 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, პოსტებს დაუგროვდა 4270-მდე engagement და 300-მდე რეაქცია.

პოსტებს და პროექტთან დაკავშრებულ ნიუსებს აქტიურად აზიარებდა საქართველოში შვედეთის საელჩო საკუთარი Facebook და Twitter ექაუნთებით.

შვედეთ9ს საელჩო პროექტის პოსტი პროექტთან დაკავშირებული სტატიის შესახებ (Facebook)

შვედეთის საელჩო სოფელ ჩიბათში გამართული სესიის შესახებ (Facebook)

შვედეთის ელჩი პროექტის შესახებ (Twitter)

შვედეთის საელჩოს Retweet პროექტის შესახებ (Twitter)

 

არჩევნეთი ონლაინ მედიაში

პროექტის შესახებ სტატია დაწერა ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართულმა ინგლისურენოვანმა მედია პლატფორმა – Georgia Today-მ.

სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.