პროექტი #ინიციატივა მიზნად ისახავდა აქტიური ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამოქალაქო აქტივიზმის გაუმჯობესებაზე საქართველოში. პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილის პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა 20-ზე მეტ რეგიონში, ქსელის გაძლიერების მიზნით ჩატარდა 5 ზაფხულისა და ზამთრის სკოლები. შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ერთიანდება პროექტ #ინიციატივის ქსელში და მუშაობს აქტიურად ლოკალურ პრობლემებზე საქართველოს მასშტაბით.


ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი
მეტი აღნიშნული კამპანიის შესახებ...

საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. მას შემდეგ 24 აგვისტოს აღინიშნება კონსტიტუციის დღე – ამ დღისადმი პატივის მისაგებად ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი. შედეგად განხორციელდა 40-ზე მეტი აქტივობა საქართველოს 28 სხვადასხვა რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.


კონფერენცია „გორი, კარგი მმართველობა“
მეტი კონფერენცია „გორი - კარგი მმართველობის“-ს შესახებ

2017 წელს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით გორში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია – „გორი კარგი მმართველობა”. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა შეექმნა თანამშრომლობის სივრცე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე მოქმედ და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის. ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმართველობების საქმიანობაში – ბიუჯეტის დაგეგმვაში, მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირებაში, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში და ა.შ.