პროექტი #ინიციატივა მიზნად ისახავდა აქტიური ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამოქალაქო აქტივიზმის გაუმჯობესებაზე საქართველოში. პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილის პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა 20-ზე მეტ რეგიონში, ქსელის გაძლიერების მიზნით ჩატარდა 5 ზაფხულისა და ზამთრის სკოლები. შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ერთიანდება პროექტ #ინიციატივის ქსელში და მუშაობს აქტიურად ლოკალურ პრობლემებზე საქართველოს მასშტაბით.
ინიციატივა: ფოტოკოლაჟი
ინიციატივა: ორატორიუმი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტმა და მომავალ დიპლომატთა კლუბმა 2017 წლის ზაფხულში პროექტ „ინიციატივის” ფარგლებში ჩაატარა „ორატორიუმი”. პროექტის ფორმატი იყო ინოვაციური და განსხვავებული აქამდე ჩატარებულ ღონისძიებებისგან. პროექტი, გარდა იმისა, რომ იყო აკადემიური და ხელმძღვანელობენ პროფესიონალები, ატარებდა შეჯიბრებადობის პრინციპსაც.
ჩემპიონატის მიზანი იყო მონაწილეებს მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებულ იქნა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაივლიდნენ რამდენიმე ეტაპს; თითოეული ეტაპი იყო განსხვავებული, შესაბამისად მონაწილეები გაეცნენ საჯარო გამოსვლის ყველა სახის ფორმატსა, და რა მთავარია, გამოიყენეს ეს ცოდნა პრაქტიკაში.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ დარგის სპეციალისტები, პროექტში ჩართულნი იყვნენ მწვრთნელები, მათ ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებთან იმუშავეს ინდივიდუალურად და დაეხმარნენ მათ კონკრეტეული თემების დამუშავებაში, რომლებიც მონაწილეებმა მოგვიანებით წარადგინეს ფინალურ ეტაპზე.
ინიციატივა: გაიცანი ლეჩხუმი
2017 წლის ზაფხულში პროექტ „ინიციატივის” ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი აქტივობა – „გაიცანი ლეჩხუმი”. აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი პოპულარიზება.
პროექტის „გაიცანი ლეჩხუმის“ ფარგლებში, ინიციატივის ახალგაზრდებმა, ლეჩხუმის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ხვამლის მთა მოინახულეს. ეს მთა ლეჩხუმისთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ლეჩხუმში ტურიზმის განვითარებისთვის. ხვამლის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში გაზრდის ინტერესს, ამისთვის კი აუცილებელია მათი ჩართულობა და მობილიზება. ხვამლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ინიციატორებმა შეაგროვეს ცნობები ხალხში ამ დღის შესახებ, შეკრიბეს და გადაიღეს სარეკლამო რგოლი ხვამლის მთაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ხვამლთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, თვით პროექტის მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ სხვა ახალგაზრდებს ინფორმაცია, ლეჩხუმის საოცარ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
|
მედია: რუსთავი 2 პროექტ ინიციატივის შესახებ
პროექტი „ინიციატივა” გამოირჩეოდა მასშტაბურობით. გამომდიანრე აქედან, აღნიშნული პროექტი, რომელიც ასეულობით აქტივობას მოიცავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ექცეოდა მედიის ყურადღების ქვეშაც. „ინიციატივაში” ჩართული ახალგაზრდების ქსელის განმტკიცების მიზნით პროექტი ითვალისწინებდა ზამთრისა და ზაფხულის სკოლებსაც. ერთ-ერთი ასეთი ზაფხულის სკოლის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაიღო სიუჟეტიც. აღნიშნული აქტივობა 2017 წლის ზაფხულში გაიმართა და იგი გახსნა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა – გიორგი აბაშიშვილმა. ინიციატივის ფარგლებში ზამთრისა და ზაფხულის სკოლები, როგორც წესი ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ნაკადად იმართებოდა და მასში მონაწილეობას იღებდა ასობით მოხალისე მთელი საქართველოდან. |