სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე
მეტი აღნიშნული კამპანიის შესახებ...

2019 წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე – 4 აპრილი – სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მასშტაბის კამპანის ჩატარებით აღინიშნება. კამპანიის სლოგანი არის „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“. 4-დან 10 აპრილის ჩათვლით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში და შეიქმნება საინფორმაციო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.



საინფორმაციო კამპანია – „სიტყვის თავისუფლება 2019″
საინფორმაციო კამპანია - „სიტყვის თავისუფლების“ შესახებ

ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამაშრომლობით სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის შეჩერების მიზნით 2018 წელს დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა და ჩატარდა სტუდენტებთან შეხვედრა-დისკუსიები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 10 უნვირსტიტეტში, 400-მდე სტუდენტთან. თბილისის უნვიერსიტეტებში ჩატარდა პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიდაც სპეციალურ კედელზე სტუდნეტები წერდნენ იმას, რაც სურდათ. საბოლოოდ აღნიშნული კედელი წარმოდგენილი იყო საბოლოო კონფერენციაზე თბილისში, კინგ დავიდის კომპლექსში, სადაც 150-მდე სტუდენტი დაესწრო კონფერენციას სიტყვის თავისუფლების შესახებ.


ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ერთობლივი ინიციატივის „ევროპა ჩემოდანში“ ფარგლებში საქართველოს ევროპელპოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვია. პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. პროექტის მონაწილეებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, გორში, ხაშურში, მარნეულში, მცხეთასა და თელავში.


2018 წლიდან ეგი და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებენ საერთო პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მმართველობითა და თვითმართველობით დაინტერესებული სტუდენტების სტაჟირების სასტიპენდიო პროგრამას საქართვლეოს სხვადასხვა მუიციპალიტეტებში. სადაც სტუდენტები ეხმარებიან თივTმართვლეობას მოქალაქეებთან და სამოქალაქო გართიანებებთან უკეთესი კომუნიკაციის საშუალებების შექმნასა და შემდეგ კომუნიკაციის დამყარებაში. 3 წლის სასტიპენდიო სტაჭირების პროგრამა გაიარა 40 მა სტუდენტმა 12 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შექიმნა 40 პრაქტიკის კვლევა მუნიციპაიტეტებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევები უმეტესად მოიცავენ თვიტმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის , ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გავრცელების, ბიუჯეტირებს საკითხებს.


სასწავლო ვიზიტები საქართველოში
მეტი „სასწავლო ვიზიტების“ შესახებ

2018 წლიდან EGI-მ დაიწყო სასწავლო თანამშრომლობითი ვიზიტების პროგრამა პროსტ საბჭოთა წევრი მეგობარი ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებისა და პარტიების წარმომადგენელთათვის საქართველოში. პროგრამის უმთავრესი მიზანია გააცნობს მეგობრებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები სხვადასხვა საკითხებში როგორიცაა, აგადასახადო სისტემა, კორუფციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტმეა და ა.შ . პროექტის ერთ-ერთი მათავარია მაოცაანაა ასევე ხელი შეუწყოს დიალოგს მგობარ ქვეყნებისა და საქართველოს შესაბამისის უწყებების თანამშრომლობას. 2 წლის განმავლობაში გნახორციელდა 3 ვიზიტი რომლის ფარგლებშიც. უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის 30 წარმომადგენელს ვუმასპიძლეთ საქართვლეოში. ჩატარდა შეხვედრები როგორც საზოგადოებასთან ისე სამთვრობო უწყებებთან.