2020 წლის დასაწყისში ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამრეთ კავკასიის ოფისის დაფინანსებითა და პარტნიორობით თვისობრივად გააუმჯობესა egi-ს პოლიტიკური კომპასი, რომელიც 2018 წელს იყო შექმნილი ორგანიზაციის მიერ. თვისობრივად დამუშავდა კომპასის კითხვების ნაწილი და სრულიად ადაპტირდა ქართულ გარემოსთან. შემუშავდა კომპასის მობაილ ვერსა. 2020 წლის საპარტლამენტო არჩევნების წინ მოხალისე პოლიტიკურმა პარტიების ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ კომპასში და გასაჯაროეს თავიანთი შედეგები. 20 000- ზე მეტი გამოყენება , 10 000-მდე გაზიარება , 8 პოლიტიკოსის მიერ შედგების გასაჯაროება

<!


არსებულ სიტუაციაში ხელოვანთა მხარდაჭერისა და თავისუფლების იდეების გავრცელების მიზნით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა და FNF მა კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს 21 ხელოვანი ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან, რომელთაც მიეცათ ფინანსური რესურსი შეექმნათ ახალი ნამუშევრები და გამოეფინათ ის 1 კვირიანი გამოფენის არგლებში, რომლის გახსნაც 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების დღეს შედგა. შედეგები: 21 ახალი ნამუშევარი თავისუფლების თემაზე, გამოფენის 1000 მდე დამთვალიერებელი, ფართო მედია გაშუქება


ლიბერალიზმთან დაკავშირებული სტატიების თარგმნა ვიკიპედიაზე
მეტი „ლიბერალიზმთან დაკავშირებული სტატიების თარგმნა ვიკიპედიაზე“-ს შესახებ

ქართული ვიკიპედია და ზოგადად ქართულ ენაზე არსებული მასალები ლიბერალიზმის კუთხით რიგი მიზეზების გამო ძალიან მწირია. შესაბამისად მკითხველისათვის რაიმე სახის ინფორმაციის მოძიება რთულდებოდა. ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ვიკიპედიასთან თანამშრომლობითა და ნაუმანის ფონდის დაფინანსებით თარგმნა 40 მნიშვნელოვანი სტატია ლიბერალიზმის შესახებ და ასევე დაწერა 2 დამატებითი სტატია ქართული ლიბერლისმის საწყისებსა და მის პირველ მიმდევრებზე. სტატიების თარგმნაში ჩართული იყო 35 სტუდენტი, რომლებსაც შესრულებული სამუშაოსათვის სასტიპენდიო თანხით დასაჩუქრდნენ 42 სტატია ქართულ ენაზე , 2 დიდი სტატია ქართული ლიბერალიზმის საწყისებზე, 35 პროექტში ჩართული სტუდენტი


ონლაინ მედია პლატფორმა თავისუფლების მიღმა
მეტი „ონლაინ მედია პლატფორმა თავისუფლების მიღმა“-ს შესახებ

“თავისუფლების მიღმა” არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ონლაინ მედია პლატფრორმა, რომელსაც 2020 ში ჩაეყარა საფუძველი. პლაფრომა ძირითადად აერთიანებს ბლოგებისა და პოდკასტებს, რომლებიც უმეტესად საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს შეეხება, რომლებიც დაკავშირებულია თავისუფლების იდეასთან და რომელთა გაშუქებაც სადანადოდ არ ხდება ეროვნულ მასშტაბზე სხვა მედია საშუალებებით. “თავისუფლების მიღმა” პოდკასტები წლის განმავლობაში სამ ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა. პოლიტიკის ნაწილი რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მოვლენების ანალიზს სტუმრებთან ერთად, განათლება- რომელიც ძირითადად ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო გარემოსა და გამოწვევებს აფასებს ; გენდერული თანასწორეობა- რომელიც პოდკასტების სერიებს წლის ბოლოსთვის დაემატა და რომელიც მოსახლეობაში აღნიშნულ თემაზე ცნობიერების ამაღლებასთან ერთად თემის ანალიზსა და დისკუსებსაც მოიცავს. შედეგები: 3 მიმართულება , 50-ზე მეტი პოდკასტი წლის განმავლობაში, 12 სტატია , 150 000 -ზე მეტი ნახვა


მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სპეცსამსახურები და ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ულტრანაციონალური ორგანიზაციები გამუდმებით და მიზანმიმართულად ესხმიან თავს ლიბერლალიზმსა და ამ იდეოლოგიის მარგინალიზებას ცდილობენ საზოგადოებაში. ამისათვის ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტა გადაწყვიტა შექმნას მცირე ანიმაციური ვიდეოების ფლეილისთი, რომელიც საზოგადოებაში არსებულ კთხვებს მარტივ და გასაგებ პასუებს გაცემს ლიბერალიზმთა დაკავშირებით და გაზრდის პოზიტიურ დამოკიდებულებას მის მიმართ. შედეგები: 7 ანიმაციური ვიდეო ქართულ ენაზე,


საქართველოში საერთაშორისო უნივერსტიეტებში სწავლის მსურველთა მწირი დაფინანსების შესაძებლობებიდან გამომდინარე ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტიმა გადაწყვიტა შექმნას სტუდენტთა სწავლის დაფინანსებუს უნივერსალური ონლაინ პლატფრომა, რომელიც ქრაუდფანდინგზეა დაფუძნებული. გარდა აღნიშნული სისტემისა პლატფორმის უმთავრეს ღირსებას მისი გამჭირვალობა და სტუდნეტთა უნივერსალური ავტომატური სარეიტინგო სისტემა შეადგენს , რომელიც მთლიანად ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. გარდა ქრაუდფანიდნგისა პროექტის შემდგომ ეტაპებზე ასევე იგეგმება პლატფორმისათვის სატელევიზიო კომპონენტის დამატება და მსხვილი ბიზნეს დონორების ჩართვა სტუდენტთა სწავლის დაფინასების საკითხში. პროექტის მიზნებს შორისაა საქართველოში კერძო სექტორიშ CSR კულტურის განვითარება და ქვეყანაში განათლების პოპულარიზება.


ახალგაზრდა ლიბერალი პოლიტიკოსებისა და ლიბერალური დისკურსის გაძლიერების პროგრამა
მეტი „ახალგაზრდა ლიბერალი პოლიტიკოსებისა და ლიბერალური დისკურსის გაძლიერების პროგრამ“-ის შესახებ

საქართველოში ლიბერალური დისკრუსისა და ახალგაზრდა ლიბერალი პოლიტიკოსების გასაძლეირებლად EGI-მ და სილკმა ნახევარწლიანი მრავალკომპონენტიანი პრეოქტი განახორციელეს. პროექტის ფარგლებში პირველად ჩატადა და საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმს საქართველოში. პროექტის შემდგომ ეტაპზე 3 ეტაპიანი ონლაინ ტრენინგ კურსის განმავლობაში მონაწილე ახალგაზრდა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებში ამაღლდა ცნობიერება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლისა და მდგრადი განვითარების საკითხებში. ახალგაზრდა პოლიტიკოსების უნარების გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა 4 დღიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი პოლისი ფეიფერების წერაში, რის შედეგადაც შეიქმნა 6 პარტიის პოლიტიკის დოკუმენტი SDG ებთან დაკავშირებით. მთელს პრეოქტს ლეიტმოტივად გასდევდა საჯარო ონლაინ ლექციები თავისუფლების თემაზე რომლის ფარგლებშიც 10 საჯარო ლექცია ჩატარდა.


2018 წლიდან ეგი და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებენ საერთო პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მმართველობითა და თვითმართველობით დაინტერესებული სტუდენტების სტაჟირების სასტიპენდიო პროგრამას საქართვლეოს სხვადასხვა მუიციპალიტეტებში. სადაც სტუდენტები ეხმარებიან თივTმართვლეობას მოქალაქეებთან და სამოქალაქო გართიანებებთან უკეთესი კომუნიკაციის საშუალებების შექმნასა და შემდეგ კომუნიკაციის დამყარებაში. 3 წლის სასტიპენდიო სტაჭირების პროგრამა გაიარა 40 მა სტუდენტმა 12 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შექიმნა 40 პრაქტიკის კვლევა მუნიციპაიტეტებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კვლევები უმეტესად მოიცავენ თვიტმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის , ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გავრცელების, ბიუჯეტირებს საკითხებს.


შენი ხმა ჩვენი მომავალია – ანიმაციური ვიდეოები
მეტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია - ანიმაციური ვიდეოები“-ის შესახებ

2016 წლიდან დღემდე EGi ქვეყანაში მიმდინარე ყოველ არჩევნებზე აქტიურად მუშაობს აბსენტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა აქტივობებთან ერთად შეიქმნა get out and vote ფორმატის 4 ანიმაციური ვიდეო კლიპი. ორი ვიდეო შეეხებოდა კონკრეტულად არჩევენებში მონაწიელობის მნიშვნელობას ხოლო 2 ვიდეო არჩევნის ფარულობის დაცვა. აღნიშნული ვიდეოები ასევე ითარგმნა სომხურ და ასერბაიჯანულ ენებზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის და გავრცელდა ტელევიზიებისა და სოციალური ქსელების საშუალებით არჩევნებამდე 2 კივრით ადრე.


2016 წლიდან დღემდე EGi ქვეყანაში მიმდინარე ყოველ არჩევნებზე აქტიურად მუშაობს აბსენტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა აქტივობებთან ერთად EGI-მ და IRI იმ განახორციელეს get out and vote კამპანია რომელშიც ჩართული იყო ქართველი ახალგაზრობა ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან. პროექტს ქონდა კონკურსის სახე და ჟიურის მიერ შერჩეული ყველა ახალგაზრდაებით დაკომპლექტებულ ჯგიდს მიეცა საშუალება ჩაეტარებინათ თავიანთ იდეებზე დაყრდნობით შექმნილი get out and vote კამპანიები მათივე თემებში (თემებში). პროექტის განმავლობაში აბსოლიტურად იყო დაცული დისტანცირების ნორმები და ეს საკითხი ზოგადად პროექტის ჯიურის შეფასებაშიც მნიშვნელოან ადგილს იკავებდა. მიუედავად პნადემიით გამოწვეული ბუნებრივი შეზღუდვებისა ფუნალურ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელდა 37 პროექტი ამავე რაოდენობის ხალაგაზრდული ჯგუფის მიერ. ფინალური ეტაპის მონაწილეები შემდგომ წელს პროექტის პარტნიეორების მერ ორგაინიზებულ სასწავლო ვიქენდებში მიიღებენ მონაწილეობას. შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 პროექტი, რომელშიც ჩართული იყო120-ზე მეტი ახალგაზრდა.