მეტი პლატფორმის შესახებ...
ევროპულ-ქართული ინსტიტუტმა (EGI) დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) პარტნიორობით დაიწყო პროექტი „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა“. ამ პროექტის მიზანია მეტი ყურადღება მიექცეს და წახალისდეს ახალგაზრდაების მონაწილეობა პოლიტიკაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ. ამ პროექტის მიზანია მეტი ყურადღება მიექცეს და წახალისდეს ახალგაზრდაების მონაწილეობა პოლიტიკაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ.
მეტი პოლიტიკური დაიჯესტის შესახებ
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მხარდაჭერით 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს პროექტს „პოლიტიკური დაიჯესტი”. ჩვენ კვირაში ერთხელ – პარასკევს ვაჯამებთ საქართველოში მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და ვთავაზობთ საკუთარ აუდიტორიას ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად. დაიჯესტი ერთი მხრივ იდება სოციალურ მედიაში – Facebook-სა და Twitter-ზე, მეორე მხრივ კი ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ გამომწერებს.
მეტი მენტორობის პროგრამის შესახებ
ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა და სტრატეგიული დიალოგის ცენტრმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისთან ერთად, დაიწყო პროექტი – შავი ზღვის რეგიონის მომავლის კონფერენცია – Future of the Black Sea Region Conference (FLEECE). პროექტი ორი ნაწილისგან შედგება – მენტორობისპროგრამა, ერთგვარი Fellowship და საკუთრივ კონფერენცია.
პროექტის შერჩეულმა მონაწილეებმა თავდაპირველად მოუსმენეს საინტერესო სპიკერებს, შემდგომ შექმნეს ჯგუფური Opinion paper მათთვის საინტერესო თემაზე, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, თავის მხრივ კი მათ მენტორები დაუწერენ რეცენზიას – ანუ შეიქმნება ექსპერტის მიერ შეფასებული (Expert reviewed) ნაშრომი; საბოლოოდ ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში.
მეტი პროგრამის შესახებ
2021 წელს ევროპულ-ქართლმა ინსტიტუტმა შვედეთის საერთაშორისო ლიბერალურ ცენტრთან ერთად პროექტების კიდევ ერთი სერია ჩაატარა, რომელიც ახალგაზრდა ლიბერალი პოლიტიკოსებისა და ლიბერალური დისკურსის გაძლიერებას ითვალისწინებდა საქართველოში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც 10-მდე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ-კურსი ბაკურიანში.