ავტორები:
ელენე სვიანაძე
ირაკლი მაჩაიძე
ძველი რუსული ხუმრობის მიხედვით, ერთხელ, როდესაც ეკატერინე II -მ ოსლამეთის იმპერიასთან ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადებით ყირიმი დაიპყრო, ამ „ნოვორასიაში“ ჩასვლა მოინდომა. მარშალმა პოტემკინმა პანელები აღამართინა, რომლებზეც სოფლის ხედები ეხატა. ეს რუსული ხუმრობა სასაცილო სულაც არ არის, თუმცა არსი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ კომუფლიაჟი, ანუ რეალობის შენიღბვა თავიდანვე პოპულარული პრაქტიკა იყო რუსული პოლიტიკისთვის (Konkka, 2020).
პუტინის მმართველობის სისტემა ეყრდნომა სწორედ ამ თეატრისეულ რეალობას. ავტორიტარულმა რეჟიმებმა უნდა დააჯერონ ხალხს თავისი სუვერენიტეტი საკმარისად დიდებულ და გასართობ თეატრალურ გარემოში, რათა ისინი დათანხმდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას სცენაზე, სანამ რეალური თამაში კულისებიდან ხორციელდება. პუტინიზმიც ამ ლოგიკას მისდევს. რუსული მართვის სისტემა სრულად გაუმჭვირვალეა – ბუნდოვანია პოლიტიკის შემქმნელი და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, არ არსებობს საჯარო დიპლომატია და პოლიტიკა, ინსტიტუციური ბიუროკრატია. თეორიული დემოკრატიის საფუძველი კლანური ინტერესებია და არა ხალხი (Stent, 2019). მიუხედავად ამისა, პუტინის მმართველობა, ხელისუფლების რომელი შტოს სათავეშიც არ უნდა იყოს იყო საკმაოდ მყარად დგას. მოცემული სტატია კი შეეხება რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამართულ ჰიბრიდულ ომს, ანუ ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმებს. ამ მმართველობის ელემენტების საერთო სახელად კი შეიძლება ავიღოთ პუტინიზმი, რომელიც ინდივიდუალი იდეოლოიური სისტემა სულაც არაა. პუტინმა აიღო ერთგვარი საბჭოთა სუბსტრატი და მოარგო იგი თანამედროვე რუსეთს. მაგალითისთვის, სსრკ-ს ათეისტური მართვის სისტემისგან განსხვავებით, პუტინიზმი ეკლესიასთან აქტიურად თანამშრომლობს და შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური სახელმწიფო კრიმინალურ ეკლესიასთან გარიგებაშია. გარიგების შედეგად ეკლესია აძლიერებს პუტინიზმის კულტს, სანაცვლოდ კი სახელმწიფოსგან შესამჩნევად ფართო პრივილეგიებს იღებს (Thom, 2021).
რელიგიაც ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რასაც პუტინიზმი ახორციელებს. მასების საკონტროლოდ ყველა ხერხი მისაღებია : ფსიქოლოგია, მათემატიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია თუ მარკეტინგი. ამის მაგალითია 2019 წლის პირველ ნოემბერს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყნიდან შემომავალი ინტერნეტ საიტის გათიშვა შეუძლია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს სხვა ინსტიტუტების ნებართვის და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე (Surkov, 2020). ეს გარკვეულად კიბერ ბრძოლაცაა.
მიუხედავად ზემოთხსენებული მაგალითებისა, პუტინის რუსების წინააღმდეგ დაწყებული ჰიბრუდული ომის განხილვა უფრო მეტად რელევანტურია პროპაგანდისა და ინფორმაციული ომის ჭრილში, რაც პირველ რიგში გამოიხატება პუტინის მიერ აღდგენილ უძლეველი რუსეთის იდეაში. პრეზიდენტი იქცა ერთგვარ იმედად იმისა, რომ რუსი ხალხი დაიბრუნებს დიდებას. რამდენად ახდა რუსული ოცნება სადავო საკითხია, თუმცა პუტინისეული პროპაგანდა ნამდვილად მუშაობს.
2020 წლის 24 ივნისი – 14 ათასი ჯარისკაცი წითელ მოედანზე გამოდის, გამარჯვების აღსანიშნავად. კოვიდმა გადადო ფაშიმზე გამარჯვების დღედ ცნობილი 9 მაისის აღლუმი, თუმცა არც 24 ივნისი იყო შემთხვევით არჩეული თარიღი. 1945 წლის 24 ივნისს სტალინის წინ ჩაიარა 40 ათასმა საბჭოთა ჯარისკაცმა , ომში გამარჯვების აღსანიშნავად და პუტინმაც საბჭოთა სენტიმენტები გაითვალისწინა. თავის სიტყვაში, რომლითაც ამ დღეს მიმართა ხალხს, მან აღნიშნა, რომ 75 წლის წინ საბჭოთა ჯარებმა დაამარცხეს ბოროტება და იგივე ადამიანები აგრძელებენ მასთან ბრძოლას. მათ გაათავისუფლეს ევროპის ქვეყნები, მსოფლიო იხსნეს განგრძობადი ჰოლოკოსტისა და გერმანული ნაციზმისგან. ეს გამარჯვებული ხალხია, ეს ის ჯარია, რომელიც მუდმივად მსოფლიოს იცავს (Putin, Parade marking 75th anniversary of Great Victory , 2020). 2022 წლიდან რუსეთმა კვლავ განაახლა ნაციზმთან ბრძოლა, ახლა სხვა ქვეყანაში, თუმცა დიადი მიზნები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და სამხედრო აღლუმებზეც არაერთხელ გაჟღერდა.
მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე გამარჯვების ემოცია მიყვება ყველა სფეროს და ყველა ასაკის ადამიანს. ბავშვობიდან ისე ილექებაგონებაში მებრძოლი და მუდმივად გამარჯვებული იმპერიის იდეა, რომ მისი მოშორება წარმოდუგენელი ხდება. მაგალითად, 2019 წლის 22 თებერვალს ნოვაია გაზეტაში, რომელიც დამოუკიდებელი გაზეთია, გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონას, დარია პლეტიუჩკინას მიერ მონათხრობი მცირე ამბავი – 8 წლის არის და მთავარ დარბაზში ისმენს მეორე მსფოლიო ომის შესახებ მასწავლებლებისგან, 10 წლის ასაკში ლენინგრადის ბლოკადის შესახებ ისედაც დაზეპირებულ ამბავს უმეორებენ, 13 წლისაა და მასწავლებელი ავალებს ლექსის დაწერას ამ თემაზე. დარია წერს ლექსს ჯარისკაცებზზე. 15 წლისაა და უკვე დიდ თხულებებს წერს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ეს გამარჯვება, ან უფრო ომი, ყველაზე პოპულარული საკითხია საკლასო შეკრებებზეც კი (Konkka, 2020).
სწორედ ეს არის პუტინიზმის პროპაგანდისტული იარაღის უმნიშვნელოვანესი საყრდენი – რუსეთის სიძლიერის ნოსტალგია და სენტიმენტი.
მაგრამ სიძლიერე არც თუ ისე საჭირო თვისებაა, თუ გარშემო მტერი არსად ჩანს. ამიტომაც აუცილებელია მტრის ხატი, რომელსაც ასე წარმატებით ქმნის და ავრცელებს პუტინის რეჟიმი რუს ხალხში.
პუტინიზმი ნიშნავს დასავლეთისადმი შიშის ჩანერგვას, იმის მუდმივ მტკიცებას, რომ ყველა სხვა ამ მსოფლიოში რუსოფობია (Stent, 2019). და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არჩევნები თეატრალური წარმოდგენა უფროა ვიდრე პოლიტიკური მოვლენა, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც არსებულ პრეზიდენტზე აკეთებს არჩევანს და ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველიც. პუტინის პროპაგანდა საკმარისად კარგად მუშაობს და ამის შესაბამისად, ხალხშიც ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ თუ ეს რეჟიმი აღარ იქნება, დასავლეთის დესტრუქციული ძალები იმუშავებენ რუსეთის ჩამოშლაზე, ამიტომაც იქნებ ჯობდეს ინდივიდუალური თავისუფლების დათმობა(Mandraud, 2021)
პუტინიზმის კიდევ ერთი მახასიათებელი პიროვნების კულტია, რასაც ასევე საბჭოთა მემკვიდრეობას უნდა უმადლოვდეს ახლანდელი პრეზიდენტი. თუმცა, საინტერესოა როგორ წარმოაჩენს ამ უძლეველი რუსეთის მმართველი პუტინი საკუთარ თავს. სრულად ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით რომ სავსებით შეესაბამება ძლიერი რუსეთის მირაჟს. ერთ დღეს პუტინი ციმბირის ტუნდრაში მაისურის გარეშე დადის, მეორე დღეს ხელში იარარით ვხედავთ. ცოტა მოგვიანებით აკვალანგი აცვია და შავ ზღვაში აღმოჩენილი ამფორა ამოჰყავს ხელით (Surkov, 2020). და ამის შემდეგ საჯარო გამოსვლაზე მშვენივრად გახამებულყელიანი პერანგიც აცვია. ამით პუტინი ქმნის აქტიური მმართველის სახეს, რომელიც შეიძლება იშვიათად დაენახოს მსოფლიოს, თუმცა საჭირო დროს ყოველთვის ახერხებს რუსულ არხებზე გამოჩენას. პროპაგანდით კოლექტიურ წარმოსახვაში პრეზიდენტი ცდილობს შექმნას ძლიერი და დომინანტი ლიდერის იმიჯი. პუტინი მისტიკურია, ძლიერი და იდუმალი სახელმწიფოს ასეთივე ძლიერი და იდუმალი მმართველი უნდა იყოს. კრემლი ამუშავებს თავისი ძალაუფლების ფანტაზიური წარმოდგენას ყოვლისშემძლეობის იდეით გამსჭვალული სურათებით და ეს აუცილებელიც კია, რადგან რუსულ რეჟიმს სწორედ პუტინის სახელი ჰქვია.
ამ ყველაფერთან ერთად კი პუტინი ყველაზე დიდი რუსოფობია. მას არ სჯერა, რომ რუს ხალხს შეუძლია ავტორიტარული რეჟიმის გარეშე ფუნქციონირება. ამას ადასტურებს მისი გამოსვლები. მაგალითად დუმაში, 2020 წლის მარტში, მან თქვა, რომ „ ძლიერი საპრეზიდენტო ვერტიკალი სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსული საზოგადოებისთვის, რუსეთის შენარჩნებისთვის“ (Putin, Speech at State Duma Plenary Session, 2020). როგორც თვითონ ხნის, სწორედ პრეზიდენტია ყველაფერზე პასუხისმგებელი. მაგრამ პასუხისმგებელი ვის წინაშე? ხალხის? თუ პარმალენტის? ალბათ არც ერთი. პუტინიზმის პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების წინაშე.
მაშინ რაში სჭირდება რუსულ რეჟიმს კოლოსალური თანხების დახარჯვა პროპაგანდაში?
პუტინიზმში სერიოზულად არ ეშინიათ დასავლეთის სამხედრო თავდასხმების, მაგრამ მათ ეშინიათ საკუთარი ხალხის უკმაყოფილების. სწორედ ხალხია ის ძალა, რომელმაც აქცია პუტინი პუტინად, და თუ ოდესმე რუსი ადამიანების უმრავლესობა საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს, ყველაფერი ისევე შეიძლება შეიცვალოს, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა.
Bibliography
VLADIMIR BARANOVSKY, S. U. (2012). Europe as Seen from Russia. Perspectives, 63-81.
Isabelle Mandraud, J. T. (2021). Poutine, la stratégie du désordre. Paris: Tallandier.
Stent, A. (2019). Putin’s World: Russia Against the West and with the Rest. NY: Twelve Books.
Putin, V. (2020, March 10). Speech at State Duma Plenary Session. Retrieved from http://en.kremlin.ru/events/president/news/62964
Thom, F. (2021, April 21). Poutine poursuit sa guerre. (I. Mandraud, Interviewer)
Surkov, V. (2020, February 11). долгая государства путина.
Putin, V. (2020, June 24). Parade marking 75th anniversary of Great Victory . Retrieved from http://en.kremlin.ru/events/president/news/63560
Konkka, O. (2020, May 30). Quand la Guerre s’invite a l’ecole. Russia.