ჩემი მოკლე ბიოგრაფია
რამაზი ჩოგაძე დაიბადა 1998 წლის 25 დეკემბერს ხულოს რაიონში. 2004 წელს დაიწყო სწავლა ქედლების საჯარო სკოლაში და სადაც დღემდე განგრძობს ცოდნის მიღებას. ბავშვობაში დაკავებული იყო თხილამურებზე სრიალით სადაც ბევრჯერ დაუკავაებია საპროზო ადგილი მაგრამ ამას მხოლოდ სამოყვარულოდ აკეთებდა და თან ზემო აჭარაში მოგეხსენებათ კარგად არის განვითარებული ზამთრის კურორტები. ასევე ჭიდაობდა თავისუფალ კატეგორიაში. მეათე კლასიდან გახდა “აჭარის აალგაზრდული იდეის” წევრი სადაც არაერთი პროქეტის განხორციელების საშვალება მიეცა შემდეგ იყო “ინიციტივა” სადაც აქტიურად არის ჩართული დღემდე.
ჩემთვის #ინიციატივა არის
როდესაც ინიციტივის შესახებ პირველად გავიგე თავში პირველ რიგში იმ აზრმა გამიელვა რომ შევძლებდი გართობას, ახალი მეგობრების შეძენას და რაღაც ახლის გაკეთებას, მომცემოდა შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად…
ინიციტივა შემდეგში გახდა გამოწვევა ახლი რამის გაკეთებისკენ რითაც შევძლებდი დავხმრებოდი საკუთარ თავს და ჩემს გარშემო მყოფებს, მექნებოდა შანსი შემეცვალა,გამეუჯობესებინა დღევანდელი დღე.
როგორც ქათამი და კვერცხი იგივენაირად შეუძლებელია განვსაზღროთ ინნიციტივამ წარმოშვა ქმედება თუ ქმედებამ დაბადა ახალი იდეა (ინიციტივა). მინდა მადლობა ვუთხრა ინიციტივასა და ქმედებას შანსისთვის ახლი ურთიერთობებისა ცვლილებებისთვის რომლის მონაწილენიც ჩვენ თვითნ ვართ.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
თავიდან ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იყო, ერთგვარი გასართობ-გასაცნობი სკოლა, როგორც სხვა დანარჩენი, სადაც შევიძენდი მეგობრებს და რამოდენიმე დღეს გავერთობოდი.,მაგრამ როცა მე იქ ჩავედი სულ სხვა გარემო და სიტუააცია დამხვდა, რაღაც მომენტში შევშინდი, იმიტომ რომ გამოცდილება არ მქონდა მსგავს პროექტებში შემდეგ დავესწარი პირველ ტრენინგს და იქ მიხვდი, რომ აქუნდა მემოქმედა, რამე კრეტიული აზრი უნდა მომეფიქრებინა და ეს არიყო მხოლოდ გართობისთვის და გაცნობისთვის.
თანდათან ვხდებოდი თუ რაში იყო ამ ევროპულ-ქართული ინსტუტის არსი .
ბოლოს მივხდი, რომ ეს იყო ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ერთ მუშტად იყო შეკრული, და ჰქონდათ ერთი მიზანი, მოტივი, სურვილი იმის, რომ შეექმნათ უკეთესი ქვეყანა, და მეც შემეძლო ამ დიდ ოჯახში გაერთიანება და ჩემი წვრილის შეტანა ქვეყნისა თუ საკუთარი თავის განვითარებაში.
ევროპულ-ქართულმა უნივერსისტეტმა მასწავლა, თუ როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე, როგორ შევცვალო უკეთესობისკენ ჩემი რაიონი,მიუხედავად იმისა რომ რესურსები ძალიან მცირეა.
ევროპულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ასევე დამანახა თუ რაოდენ დიდი მნიშველობა აქვს ჩვენს სამოქალაქო ჩართულობას, დამანახა საკუთარი შესაძლებლობები და გამაცნო უამრავი სიახლე რაც ჩემთვის აქამდე უცხო იყო
სააბოლოოდ შემიძლია ვთქვა რომ ევროპულ ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის , სიახლე , მეგობობა, თანადგომა და ტოლერანტობა. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა.
მე ასეთი საქართველო მინდა…
პირველ რიგში მე გაერთიანებული საქრთველო მინდა, ძლიერი ფეხზე მყარად მდგარი დემოკრატიული და რაც მთავარია გაერთიანებლი სამშობლო მინდა.
ისეთი საქართველო მინდა სადაც თავისუფლად შევძლებ აზრისგამოხატვას. არჩევანის გაკეთებას სადაც მე შევძლებ ვიყო თავისუფალი ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე უპრობლემოდ.
მე მინდა ვიცხოვრო სამართლიან სამშობლოში, სადაც მოსამართლე კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს და არა ვინმეს დავალებით.
მე მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში სადაც შევძლებთ ჩვენ ქართველებმა ვიმუშავოთ და არა სხვა ქვეყნის მემამულეებმა, მინდა ჩვენი მიწით ჩვენ ვიხეიროთ და არა სხვებმა.
მე მინდა ვიცხოვრო სამშობლოში სადაც ვიქნები დაცული და ბედნიერი, სადაც დემოკრატია იბობოქრებს და სადაც ყველა ბედნიერია, სადაც არ იჩაგრებიან განსხვავებული აზრის,მდომარეობისა და შესაძლებლობის გამო.
მე იმედი მაქვს საქართველო მომავალშიც კარგად განაგრძობს განვითარებას და ევროპულ მომავალზე ფეხის აწყობას, მე მჯერა საქართველო ერთ დღეს იმაზე მაგარი იქნება ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით…
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მე სამომავლოს დაგეგმილი მაქვს ვისწავლო ბიზნეს-ბუღალტერიის განხრით.
ვფიქრობ ჩემი პროფესიით შემიძლია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ წარმატებას მივაღწიო, ვხვდები რომ ჩემი სამომავლო ცხოვრება ბევრ გამოწვევას მიმზადებს და ვფიქრობ მზად ვარ ყველა ბარიერი გადავლახო, მე არ ვაპირებ დანებებას და ღრმად მწამს რომ თავდაუზოგავი შრომით ჩემს საწადელს მივაღწევ რითაც დარწმუნებული ვარ სამშობლოსაც გამოვადგები და ჩვენს თანამემამულეებსაც.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობად ნამდვილად არ მიმჩნია მამა-პაპურ ტრადიციების მკაცრად დაცვა და ა.შ ქართველებს ხშირად ჩენი სამშობლო სუფრაზე ახსენდებათ, მაშინ როდესაც დიდი ფიალა უჭირავთ ხელში და სამშობლოს ადღეგრძელებენ, თან სადღეგრძელოში მაღალ ფარდოვანსიტყვებს აქსოვენ აი ისეთს ნამდვილ “”პატრიოტს”” რომ შეეფერება ხოლო როცა სუფრას ცილდებიან მაშნვე ივიწყებენ ყველაფერს, არსცემენ პატივს ჩვენს ქვეყანას ელემნტალურადაც კი არ უფრთხილდებიან ხოლმე.
ხშირად გამიგია იმ ადამინებისგან რომლებიც სუფრას ციდლებიან რომ ამბობენ ოღონდ საქართველოდან წავიდედა… დიახ ზოგჯერ ადამინებს ავიწყდებათ რომ საქართველო დღეს თუ ჩვენი მოსაწონი არ არის ჩვენი ბრალია და თუ მისი შეცვლა გვინდა სწორედ ჩვენ ვართ ისინი ვინც ამას შეძლებენ. ზუსტად ვერ ავხსნი ჩემთვის რას ნიშნავს ქართველობა უბრალოდ უნდა გიყვარდეს სამშობლო გულწრფელად და სხვა დანარჩენი კი თავისით მოვა…