აკადემიაში დამწუხრებულობამეტრი თანდათან იზრდება. ყველანი ვაცნობეირებთ რომ ეს 12 შესანიშნავი დღე დასასრულს უახლოვდება, რაც არავის არ გვსურს. დღევანდელი დღე სტრატეგიული დაგეგმარების გარკვეულ ასპექტებს დაეთმო, შეირჩა რამდენიმე ორგანიზაცია და დაგვევალა მათთვის ხედვის და მისიის, სტრატგიული მიზნის, სტრატეგიული ამოცანების და მათი აღსრულების ობიექტების განსაზღვრა. ამ სამუშაომ მთელი დღე წაიღო, თუმცა უნაყოფოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. მე იმ სამუშაო ჯგუფში მოვხვდი, რომელიც მალაიზიურ “Think Tank”- ზე მუშაობდა. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად მუშაობდა, პროცესი მთლიანად სხვადასხვა ერთმანეთის მსგავსი რამეების გამიჯვნაზე, ამასთანავე ზოგადიდან ძალიან კონკრეტულამდე მისვლაზე იყო გათვლილი. აკადემიის ბარში გვიანობამდე შემოვრჩით, ვსაუბრობიდთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე მსოფლიოს სრულიად სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლები, ვპოულობდით ბევრ მსგავსებას და ცოტა განსხვავებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.