მეორე დღიდან კი უკვე ნამდვილი სემინარი დაიწყო, მისი ხელმძღვანელები ორი ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, დღის პირველი ნაწილის განმავლობაში დავიყავით რეგიონალურ ჯგუფებად, მე როგორც ქართველი, რუსებთან,უკრაინელებთან, რუმინელებთან და ბულგარელთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში ვიყავი. განვიხილეთ ის მოცემულობა და ის პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყნებში ადგილობრივ თვითმმართველობებს უკავშირდება. საერთო საბჭოური(სოციალისტური) გამოცდილების გამო მოველოდით კიდეც, რომ პრობლემები მსგავსი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა, შედარებით უფრო გამონაკლისი იყო რუსეთი, სადაც პრობლემები კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ღრმა გახლავთ. ჩვენს ჯგუფში მსგავსებებს ველოდით, თუმცა პრობლემათა დიდი ნაწილი საერთო აღმოჩნდა ყველა სხვა ქვეყნებშიც, უფრო მეტიც, ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ეს საერთო პრობლემები საერთო მხოლოდ განვითარებადი კი არა, განვითარებული ქვეყნებისთვისაც არის.

დღის მეორე ნაწილში ქალაქ გუმერბახის სახანძროს სათავო ოფისს ვესტუმრეთ, სადაც გუმერსბახის საკრებულოს წევრს და, ამასთანავე, მოხალისე მეხანძრეს შევხვდით. სიტყვა მოხალისე მეხანძრე შესაძლოა უცხოდ ჟღერდეს ჩვენთვის, თუმცა ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, გერმანიაში ფუნქციონირებს სისტემა, რომელიც ეფუძვნება პროფესიონალ მეხანძრეებისა და მოხალისეების თანამშრომლობას, ეს ქალაქი ისეთ არეალშია განლაგებული, სადაც ხანძრები საკმაოდ ხშირია, შესაბამისი რაოდენობის მუშახელისთვის საკმარისი რესურსი ცალკეულ პატარა ქალაქებს ვერ ექნებოდათ, შესაბამისად შემუშავდა ასეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ სწრაფ რეაგირებას ნებისმიერ განგაშზე, ხოლო მეორე მხრივ განგაშის ადგილზე საჭიროზე მეტი მეხანძრის მობილიზებასაც კი. აღსაღნიშნია ისიც, რომ სახანძრო გერმანიაში მხოლოდ ხანძრების ჩასაქრობად არ არსებობს და მას სხვა ტიპის მომსახურებაც ევალება(მათ შორის, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ცხოველების გადარჩენაც, მაგალითად კატის ხიდან ჩამოყვანა).

საღამოს, აკადემიაში დაბრუნების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილმა გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა წინა დღით დარიგებული ქოინები, რომელთა საშუალებითაც უფასო ლუდის მიღება შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ამ საღამოს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რამდენად საინტერესო ადამიანებთან ერთად მომიწევს შემდგომი 12 დღის გატარება, მხოლოდ იმის თქმაღა მძალუძს, Dass Deutsche bier am besten ist !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.