ახალი დღე- ახალი თემატიკა – დღეს ,,სმართ სითი“-ზე და ელექტრონულ მთავრობაზე ვისაუბრეთ. დილით ერთ-ერთი გერმანული ქალაქის საკრებულოს წევთან და პროფესორთან გვქონდა შეხვედრა, იგი გვესაუბრა თუ რა პრობლემების წინაშე დგას გერმანიის თვითმმართველობები, უმთავრესი პრობლემა საქართველოსთვისაც რელევანტურია : თვითმმართველობებისთვის არასაკმარისი ბიუჯეტი.

შემდგომ კვლავ სამუშაო ჯგუფებად დავიყავით, ჩემი ჯგუფის თემატიკა სმართ სითი(ჭკვიანი ქალაქი) , მასთან დაკავშირებული შესაძლო რეფორმები იყო. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის განხილვა, თუ როგორ უკავშირდება ჭკვიანი ქალაქის თემატიკა ლიბერალურ ფასეულობებს, როგორ შეგვიძლია მისი გამოყენებით ლიბერალური პოლიტიკის გატარება და რა კავშირია, მაგალითად, ჭკვიან ქალაქსა და გადასახადების დაწევას შორის, როგორ შეიძლება ამ იდეის საშუალებით ლიბერალური გარემოს დაცვითი პოლიტიკის გატარება(ზედმეტი გადასახადების და მემარცხენე მიდგომების გარეშე) და ა.შ. დისკუსია იმ თემასაც შეეხო თუ რამდენად სახარბიელოა ამდენად მრავალი ფუნქციის კომპიუტერული ტექნოლოგიებისთვის მინდობა. ხვალ ქალაქ მიუნსტერს ვესტუმრებით, ერთ-ერთ უძველეს გერმანულს ქალაქს, რომელშიც აგრეთვე ძალიან დიდი უნივერსიტეტი მდებარეობს, პრეზენტაციიდან, რომელიც დღეს გვაჩვენეს, იგი მართლაც შესანიშნავი ქალაქი უნდა იყოს, so, Muenster, komme ich 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.