დღეს მუნსტერში ყოფნის ბოლო დღეა. ამ ქალაქმა თავი ძალიან შემაყვარა, თავისი კოხტა ქუჩებით, მოწესრიგებული მოძრაობით და დიდი მწვანე არეალით. ცენტრალურ არეალს გარშემო სიმწვანით სავსე პარკი აქვს შემორტყმული, სადაც ადამიანები დილა-საღამოს ვარჯიშობენ და ბუნებრივია, არ უნდ ადავივიწყოთ ტბის მიმდებარედ მყოფი ტერიტორიაც, სადაც ახალგაზრდობა და ძველგაზრდობა რეგულარულად იკრიბება პიკნიკებისთვის. დღეს მუნსტერის საკრებულოში ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელს შევხვდით, მან ისაუბრა მუნსტერში პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი რეფერენდუმებზე გაამახვილა, სადაც უმეტესწილ მოქალაქეთა აქტივობა არც თუ ისე მცირე იყო. ასეთ რეფერენდუმებზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებიც კი გასულა, მაგალითად ქუჩისთვის სახელის შეცვლა, თუმცა რეალურად შერჩევის კრიტერიუმი არა საკითხის მნიშვნელობა, არამედ მის გარშემო არსებული დებატის სიცხარეა. თავისუფალი დრო ნამდვილად საინტერესო გავატარე, აქ მყოფმა რუსმა და უკრაინელმა მიმიწვიეს მათთან ერთად გამესეირნა ტბაზე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი, საბოლოოდ მივიღეთ ისტორიული მომენტი, რომ ქართველი, რუსი და უკრაინელი ერთად ვლანძღავდით პუტინს.
კი, #რუსეთიოკუპანტია.