გერმანია…
ჩემი არც თუ ისე მცირე ხნის ოცნება რეალობად იქცა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ნაუმანის ფონდის დახმარებით ერთ დღესაც თბილისის აეროპორტიდან კოლნის აეროპორტისკენ დავიძარი, დამღლელი მგზავრობის შემდეგ აეროპორტთან ნაუმანის ფონდის თანამშრომელი და ამავე სემინარის რამდენიმე მონაწილე დამხვდა, პირველივე კომუნიკაციიდან მივხვდი, რომ რაღაც კარგი მელოდა წინ.
აეროპორტიდან პატარა ქალაქ გუმერსბახისკენ დავიძარით, პირველი შთაბეჭდილება, რაც დამრჩა, იყო მაღალი ხარისხის გზა (Struggle of drivers) მიუხედავად დაღლილობისა გადავწყვიტე ერთი წუთიც კი არ დამეკარგა, რადგანაც სემინარის სხვა მონაწილეების ჩამოსვლამდე საკმაოდ დიდი დრო იყო, მიდამოები დათვალიერება მოვინდომე, მიდამოებში კი არის ტყე – ტყეში შესული უცბად ისევ ქალაქში აღმოვჩნდი, ქალაქის რომელიღაც ქუჩას რო დავუყევი კი კვლავ ტყეში ამოვყავი თავი. აკადემიაში დაბრუნების შემდეგ მალევე პირველი შეხვედრაც ჩატარდა, ნაუმანის ფონდის ხელმძღვანელი ფრაუ ბეტინა ზოლინგერი, აკადემიის ხელმძღვანელი, უშუალო ადამიანი აღმოჩნდა, პირველი დღე კი ძირითადად ტერიტორიის გაცნობას დაეთმო. ბუნებრივია, მოვასწარი რამდენიმე კარგი ადამიანის გაცნობაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც ყველა აქტივობა გასრულდა, გადავწყვიტე საღამოს გასეირნება მომეწყო და ქალაქისკენ დავიძარი, ჩემდა გასაოცრად არათუ ის, რომ ქალაქში ხალხი საერთოდ არ მოძრაობდა, ქუჩის განათებებიც კი ზოგან საერთოდ გამორთული, ზოგან კი დაბალზე ჩაწეული იყო, ცოტა არ იყოს შემეშინდა და უკან დავბრუნდი, პირველი დღე დამღლელი იყო, თუმცა უკვე საინტერესო.
მეორე დღიდან კი უკვე ნამდვილი სემინარი დაიწყო, მისი ხელმძღვანელები ორი ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, დღის პირველი ნაწილის განმავლობაში დავიყავით რეგიონალურ ჯგუფებად, მე როგორც ქართველი, რუსებთან,უკრაინელებთან, რუმინელებთან და ბულგარელთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში ვიყავი. განვიხილეთ ის მოცემულობა და ის პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყნებში ადგილობრივ თვითმმართველობებს უკავშირდება. საერთო საბჭოური(სოციალისტური) გამოცდილების გამო მოველოდით კიდეც, რომ პრობლემები მსგავსი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა, შედარებით უფრო გამონაკლისი იყო რუსეთი, სადაც პრობლემები კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ღრმა გახლავთ. ჩვენს ჯგუფში მსგავსებებს ველოდით, თუმცა პრობლემათა დიდი ნაწილი საერთო აღმოჩნდა ყველა სხვა ქვეყნებშიც, უფრო მეტიც, ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ეს საერთო პრობლემები საერთო მხოლოდ განვითარებადი კი არა, განვითარებული ქვეყნებისთვისაც არის. დღის მეორე ნაწილში ქალაქ გუმერბახის სახანძროს სათავო ოფისს ვესტუმრეთ, სადაც გუმერსბახის საკრებულოს წევრს და, ამასთანავე, მოხალისე მეხანძრეს შევხვდით. სიტყვა მოხალისე მეხანძრე შესაძლოა უცხოდ ჟღერდეს ჩვენთვის, თუმცა ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, გერმანიაში ფუნქციონირებს სისტემა, რომელიც ეფუძვნება პროფესიონალ მეხანძრეებისა და მოხალისეების თანამშრომლობას, ეს ქალაქი ისეთ არეალშია განლაგებული, სადაც ხანძრები საკმაოდ ხშირია, შესაბამისი რაოდენობის მუშახელისთვის საკმარისი რესურსი ცალკეულ პატარა ქალაქებს ვერ ექნებოდათ, შესაბამისად შემუშავდა ასეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მრივ სწრაფ რეაგირებას ნებისმიერ განგაშზე, ხოლო მეორე მხრივ განგაშის ადგილზე საჭიროზე მეტი მეხანძრის მობილიზებასაც კი. აღსაღნიშნია ისიც, რომ სახანძრო გერმანიაში მხოლოდ ხანძრების ჩასაქრობად არ არსებობს და მას სხვა ტიპის მომსახურებაც ევალება (მათ შორის, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ცხოველების გადარჩენაც, მაგალითად კატის ხიდან ჩამოყვანა).
საღამოს, აკადემიაში დაბრუნების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილმა გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა წინა დღით დარიგებული ქოინები, რომელთა საშუალებითაც უფასო ლუდის მიღება შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ამ საღამოს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რამდენად საინტერესო ადამიანებთან ერთად მომიწევს შემდგომი 12 დღის გატარება, მხოლოდ იმის თქმაღა მძალუძს,
Dass Deutsches Bier am besten ist!
