ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელმა, რატი კობახიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიბერალურ ფორუმისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ევროპის ოფისის უსაფრთხოების, თავდაცვისა და მედეგობის ევროპის საინოვაციო პოლიტიკის ლაბორატორიაში.

დისკუსიების დროს რატი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ნატოს შავი ზღვის თანმიმდევრული სტრატეგიის მნიშვნელობა რუსეთის შეკავებისა და სხვა შესაძლო საფრთხეების არიდების მიზნით, ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთით ევროკავშირის წარმატებული გაფართოების აუცილებლობას გეოპოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე.

საქართველოს საკითხის გაჟღერება და აქტუალიზაცია ბრიუსელში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.