ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, შექმნა ვიდეოების სერია „ლიბერალიზმი 1,2,3“ ლიბერალიზმისა და მის ირგვლივ არსებული მითების შესახებ.

ვიდეო 1: რა არის ლიბერალიზმი

რა არის ლიბერალიზმი?

ლიბერალიზმი მსოფლმხედველობაა, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას და შესაძლებლობების თანასწორობას.

ცოოტა უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, წარსულში უნდა დავბრუნდეთ:

XVII საუკუნემდე ადამიანი ემორჩილებოდა ბატონს – მისი ქონება, მიწა და სიცოცხლეც კი ბატონს ეკუთვნოდა.

დროთა განმავლობაში ამ უთანასწორობამ პიკს მიაღწია და ყველაფერი შეიცვალა.

გაიცანით ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი. – ის თვლიდა, რომ ყველანაირი მმართველობის ფორმა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ადამიანს ბუნებრივად აქვს სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვისა და საკუთრების უფლებები და თუ მმართველი ამ უფლებებს დაარღვევს, მისი ძალისმიერი ჩამოგდებაც დაშვებულია. და ეს ასეც მოხდა. ლიბერალურმა იდეებმა დაანგრია მანამდე არსებული იმპერიები და მისცა სახელმწიფოებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება.

ლოკის მიერ ჩამოყალიბებულმა ლიბერალიზმმა ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები უბოძა. ამასთანავე ლიბერალიზმი ადამიანებისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას – მხოლოდ პასუხისმგებლიან, თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ თვითგანვითარება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მალევე გაჩნდა თავისუფალი კონკურენციის ცნება, სადაც ხალხი თავისი შრომით, ნიჭით და რაციონალური აზროვნებით კეთილდღეობისკენ მიისწრაფიან.

მეცხრამეტე საუკუნის ლობერალურმა მოძრაობებმა საქართველოშიც შეაღწია – ილია ჭავჭავაძის და თერგდალეულების შრომის შედეგად საქართველოში შემოვიდა და გავრცელდა ევროპული განათლება, თანამედროვე ცოდნა, საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

დღეს საქართველოში ლიბერალიზმი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა – წლების განმავლბობაში, დეზინფორმაციის გამო ლიბერალიზმი არასწორად იქნა გააზრებული.

დღეს საქართველოში ლიბერალიზმი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა – ლიბერალიზმს აუცილებლად სჭირდება განახლება, რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს უპასუხებს,
ამისთვის კი შენი – თითოეული ჩვენგანის, ჩართულობაა
აუცილებელი.

ამ გვერდის შინაარსი და ვიდეო ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported License.
ყურადღება: ეს შენიშვნა არ ვრცელდება ვებ-გვერდის სხვა მასალებზე.
ვიდეოს ავტორებია ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი.
Creative Commons License

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.