2017 წლის 2 ივნისს ჩატარდა პროექტი ,,წარსულის ნაკვალევზე“, რომელიც მიეძღვნა ეროვნულ გმირს ზურაბ ეფაძეს, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაბა ცაგერში. ომში დაღუპული გმირების შესახებ არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა ცნობილი. ცაგერის ახალგაზრდა ინიციატორებმა მოიძიეს ინფორმაცია ზურაბ ეფაძის ცხოვრების შესახებ. პირველ ეტაპზე მოიპოვეს უამრავი მასალა, რომლის საფუძველზეც ჩაატარეს დაგეგმილი ღია გაკვეთილი, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ფოტოსურათები. ღონისძიებას დაესწრო 40-მდე ახალგაზრდა, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა აგრეთვე გაავრცელეს მოპოვებული ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში. პროექტის განხორციელებით რამდენიმე ათეულმა ლეჩხუმელმა ახალგაზრდამ სამოქალაქო აქტივიზმში გამოცდილება მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.