ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ლელოს“ წევრის, სალომე კაპანაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

 

 

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?

დღეს დღეობით საქართველოში მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია იმის შესახებ თუ  რა ბენეფიტების მიღება შეუძლია სახელმწიფოსგან. ვთვლი და მგონია, რომ ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია მოსახლეობას გააცნოს თავიანთი უფლებები და დაეხმაროს თითოეულ ადამიანს, რომ ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით რასაც მას სახელმწიფო სთავაზობს

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა საქართველოში შეცვალეს საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკოსებზე ჩემთგვის ამის ნათელი მაგალითი საბა ბუაძეა პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ ერთი ლიდერი

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ

ჩემთვის, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლისთვის თითოეული მოქალაქის დახმარება დიდი მიღწევაა, ასევე საამაყოა როგორც ერთი რიგიტი მოქალაქისთვის რუსული კანონის ჩავარდნა და მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ჩემი როგორც მოქალაქის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

რაზე მუშაობთ ამჟამად?

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის” მდივანი

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?

ჩემი საქმიანობა ძირითადად შემოიფაერგლება მოსახლეობასთან შეხვედრებით მათი პრობლემების იდენტიფიცირებით და გადაჭრის გზების მოძიებით. ჩემთვის თითოეული ადამიანის დახმარება  დიდი გამარჯვებაა.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე 

დღეს დღეობით ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადების პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას და რუსული კანონპროექტების მიღებას ქართველი ხალხი ამ ყოველივეს არ დაუშვებს. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ქართველი ხალხი არასდროს არ გადახევს და შეურაცხყოფს საკუთარ კონსტიტუციას სადაც მკაფიოდაა ჩვენი ქართველების აზრი გამოხატული.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

მარტის აქციებმა საზოგადოებას დაკარგული იმედი გაუჩინა, იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი და ყავს ახალგაზრდები, რომელთაც მართლა უყვართ თავიანთი ქვეყანა და არ დაუშვებენ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ეჭვ ქვეშ დადგეს

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, მოხდა რამაც საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნება ჩამოაყალიბა და თითქმის გააქრო კომუნისტური იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში ამ ფაქტს კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ნება და თქვა რომ ჩვენ ვართ ევროპელები და არ გვჭირდება ოკუპანტი ქვეყანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.