ჩვენი სამეურვეო საბჭო აქტიურად არის ჩართული ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის აღსრილებასა და ჩვენი მისიის – მომავალი ლიდერების მოძიების, მომზადება და დაკავშირება იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევცვალოთ სამყარო ჩვენს ირგვლივ – განხორციელებაში.

ტომ ნილსონი


დოქტორი ტომ ნილსონი არის შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევა ორიენტირებულია დემოკრატიულ თეორიაზე, პოლიტიკურ ჩართულობაზე, კარგ მმართველობასა და საჯარო მენეჯმენტზე. ის გახლავთ ახალგაზრდა პროფესიონალებზე ორიენტირებული, საზაფხულო აკადემიის ხელმძღვანელი მალმოს უნივერსიტეტში. ასევე უძღვება ტრენინგ პროგრამას მდგრადი საჯარო მენეჯმენტის თემატიკაზე, სადაც მონაწილენი არიან საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ასევე შვედეთიდან. ამჟად იგი აქტიურად მონაწილეობს ახლდაშექმნილი საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაში, მალმოს უნივერსიტეტში. იგი სისტემატიურად მოგზაურობს საქართველოში, რათა მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებში, სემინარებსა და სხვა აქტიბობებში, რომლებიც მმართველობის თემატიკას შეეხება.