ევროპულ-ქართული ინსტიტუტმა სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2018 წელს ორ ნაკადად განახორციელა პროექტი – სამოქალაქო ქმედების სკოლა.

სამოქალაქო ქმედება აერთიანებდა ახალგაზრდა ინოვატორებს, ბრწყინვალე ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს – იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან შეცალონ სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში. სკოლის ფარგლებში, მსმენელებმა მოამზადეს 5 კვლევა, რომლებიც შეეხებოდა სხვადასხვა თემას, მათ შორის – საყოველთაო საბაზისო შემოსავალის დანერგვის შესაძლებლობას საქართველოში; საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზების განმაპირობებელ ფაქტორებს, მოწესრიგების ალტერნატიულ საშუალებებსა და მათი რეალობაში განხორციელების პერსპექტივებს; ევროპულ სახელმწიფოებში პოპულიზმის ტალღას – რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის; რუსული რბილი ძალის პოლიტიკა საქართველოში და მასთან გამკლავების გზები; ქართულ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაშრომი მოამზადა ეკონომიკის ჯგუფმა – ის ეხება საყოველთაო საბაზისო შემოსავალსა (Universal Basic Income) და საქართველოში მისი განხორციელების შესაძლებლობას, განიხილავენ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კონცეფციას, განიხილავენ მის დადებით და უარყოფით მხარეებსა და საერთაშორისო მაგალითებს. ეს კვლევა არის საყოველთაო საქართველოს რეალობაზე საბაზისო შემოსავლის მორგების პირველი მცდელობა.

 

სამოქალაქო ქმედების სკოლა: პირველი ნაკადი

საჯარო ლექციები

 


პარალელური ბიოგრაფიები

 

 


აქტივობები

 


დასკვნითი ღონისძიება პრეზიდენტის რეზიდენციაში

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტების ინოვაციური პროექტის „სამოქალაქო ქმედების სკოლა“ მონაწილეებს შეხვდა.
პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • Sabauniში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობისათვის კვალიფიციური დისკუსიის სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელონ.
სადისკუსიო თემებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სხვა თემები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფორმატში შეკრებილი ახალგაზრდები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის დისკუსიებში ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები, მათი კვალიფიციური აზრი არსებობდეს. პროექტი გრძელდება და ახალგაზრდები იმსჯელებენ ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზეც“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.