დღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – სამოქალაქო ქმედების სკოლის დახურვა და მსმენელთა მიერ შესრულებული კვლევების პრეზენტაცია ჩატარდება.
სამოქალაქო ქმედება აერთიანებს ახალგაზრდა ინოვატორებს, ბრწყინვალე ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს – იმ ადამიანებს, ვინც მზად არის შეცალოს სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში. სკოლის ფარგლებში, მსმენელებმა მოამზადეს 5 კვლევა, მათ შორის – საყოველთაო საბაზისო შემოსავალის დანერგვის შესაძლებლობა საქართველოში; საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზების განმაპირობებელ ფაქტორებს, მოწესრიგების ალტერნატიულ საშუალებებსა და მათი რეალობაში განხორციელების პერსპექტივებს; ევროპულ სახელმწიფოებში პოპულიზმის ტალღას – რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის; რუსული რბილი ძალის პოლიტიკა საქართველოში და მასთან გამკლავების გზები; ქართულ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაშრომი მოამზადა ეკონომიკის ჯგუფმა – ის ეხება საყოველთაო საბაზისო შემოსავალსა (Universal Basic Income) და საქართველოში მისი განხორციელების შესაძლებლობას, განიხილავენ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კონცეფციას, განიხილავენ მის დადებით და უარყოფით მხარეებსა და საერთაშორისო მაგალითებს. ეს კვლევა არის საყოველთაო საქართველოს რეალობაზე საბაზისო შემოსავლის მორგების პირველი მცდელობა.
სამოქალაქო ქმედების სკოლის დახურვის ღონისძიება 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ჩატარდება.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში. ინსტიტუტი 2015 წლის 1 ივლისს დაარსდა და დღემდე განახორციელა მრავალფეროვანი პროექტები არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალურ სფეროებში.