სამოქალაქო ქმედება™ და ევროპის საბჭოს კონგრესი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას სამოქალაქო ქმედების სკოლაში.
სამოქალაქო ქმედება™ გააერთიანებს საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის: ახალგაზრდა ინოვატორებს, ბრწყინვალე ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს – იმ ადამიანებს, ვინც მზად არის შეცალოს სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში. ჩვენი მიზანი არის დაგეხმაროთ აღმოაჩინო შენი პოტენციალი და გახდე უკეთესი საზოგადოების შემქმნელი.
სამოქალაქო ქმედების სკოლა უნიკალური პროგრამაა, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ დეტალური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკის, სამართლის, გლობალური პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხებში.
ძირითადი მოდულებით გათვალისწინებული ლექციებისა და სემინარების გარდა, მონაწილეები შეხვდებიან ამ თემატიკის ექსპერტებს, მიიღებენ მონაწილეობას სემინარებსა და ტრენინგებში, დებატებში, ასევე ეწვევიან სახელმწიფო სტრუქტურებს. ასევე, მონაწილეები გაივლიან კურსებს ფსიქოლოგიაში, მენეჯმენტსა და მარკეტინგში.
სპეციალური სალექციო კურსის შემუშავება, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ქართველ სტუდენტებზე, აგრეთვე რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
✎ მიიღებენ თეორიულ ცოდნას;
✎ მიიღებენ მონაწილეობას ანალიტიკურ მსჯელობებსა და დისკუსიებში;
✎ გაეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორც წარსულიდან ასევე დღევანდელობიდან
✎ შეიძენენ თანამედროვე საზოგადოებაში ლიდერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
▼ საგნები, რომელსაც სამოქალაქო ქმედების სკოლაში ისწავლით:
✎ გლობალური პოლიტიკა
✎ პოლიტიკა
✎ უსაფრთხოება
✎ ეკონომიკა
✎ სამართალი
პროექტი მიზნად ისახავს თბილისელი სტუდენტებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და ქართველი სტუდენტების ინეტგრაციის ხელშეწყობასა და სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
სპეციალურად შემუშავებული სალექციო კურსის ფარგლებში ქართველი სუდენტები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და შეიმუშავებენ საერთო დოკუმენტს კურსის დასასრულს, რომელსაც ექნება რეკომენდაციის სახე და იქნება ამ ახალგაზრდების დასაბუთებული აზრი იმ კონკრეტული საკითხის მიმართ, რომელსაც დაამუშავებენ სამი თვის განმავლობაში (მაგალითად, პირველი ნაკადის ფარგლებში სამართლის ჯგუფის ნაშრომი ეხებოდა პროკურატურაში განსახორციელებელ რეფორმას. ეკონომიკის ჯგუფის – მონაწილეების თვალით დანახულ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, პოლიტიკის – ქვეყნის პოლიტიკური ბაზრის ანალიზს და ა.შ. ). ის სტუდენტები, რომლებიც სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში დაესწებიან ლექციებს თბილისში, შემდგომ სკოლის სპიკერებს დაეხმარებიან ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათ მიერ უკვე მიღებული ცოდნის გადაცემაში.
რა შედეგებს უნდა ველოდოთ პროექტის დასრულების შემდეგ?
პროექტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია ყველა იმ პრობლემის მინიმუმ ნაწილობრივი გადაჭრა, რომელზეც სამოქალაქო ქმედების სკოლა ორიენტირდება. კერძოდ, გამოსწორდება მდგომარეობა ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველი ინტეგრაციის კუთხით, რადგან პროექტის ფარგლებში მათ მოუწევთ ერთად მუშაობა რიგ საკითხებზე. ამასთან, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებობა, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, გამოიმუშავონ ისეთ უნარები, როგორიცაა ანალიტიკური და კრიტიკული მსჯელობა, პრეზენტირება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა და კრიტიკული პრობლემების გადაჭრა განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთად. სტუდენტებს შეექმნებათ ასპარეზი, სადაც შეძლებენ მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას, მენტორების ზედამხედველობით მოამზადებენ მათ მიერ გავლილი მასალის ადაპტირებულ სალექციო კურსს და იქნებიან მისი მონაწილე ამჯერად უკვე სპიკერის პოზიციიდან.
პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც გრძელ ვადაში შეძლებენ თავად განახორციელონ საკუთარი ინიციატივები და მცირე ზომის პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი პლატფორმის ისეთ რეგიონებში შექმნა და განვითარება, სადაც წარმოდგენილნი არიან ეთნიკური უმცირესობები. მას შემდეგ, რაც სტუდენები მიიღებენ ცოდნას მათ მიერ შერჩეული მოდულების მიხედვით, მათ ექნებათ მოტივაცია და უნარები, იქნებიან საკმარისად კომპეტენტურები იმისთვის, რომ აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საკუთარი წვლილი შეიტანონ მათივე მუნიციპალიტის განვითარებაში და მაგალითი მისცენ სხვა ახალგაზრდებსაც, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ პოზიტიური ცვლილების მოხდენა.
სამოქალაქო ქმედების მეორე ნაკადი გააერთიანებს 50 ახალგაზრდას – ნაკადის მონაწილეებს შორის, ჩვენთ განსაკუთრებით გვაინტერესებს ისეთი ადამიანების აღმოჩენა, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო ქმედების სკოლის სახის შექმნასა და გამჯობესებაში.