ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისა და ქალთა დემოკრატიის ქსელის (WDN) დამფუძნებლის, ჯუდი ვან რესტის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ჯუდი ვან რესტი ყველაზე მძიმე წლებში – 1994 წლიდან 2001 წლამდე – ხელმძღვანელობდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა სივრცის პროგრამას და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩასახვის საქმეში.
ქალბატონი ვან რესტი არაერთხელ იყო ნამყოფი საქართველოში, მათ შორის – როგორც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი.
მისი ცხოვრება და საქმიანობა იყო და იქნება მაგალითი დემოკრატიისთვის მებრძოლებისთვის მთელ მსოფლიოში .