29 აპრილს, სამოცი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეგობარი, ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი.

ჰანს ვან ბაალენი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებაში.

ჩვენ გვახსოვს მისი მეგობრობა და წვლილი საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებასა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.
ჰანს ვან ბაალენი გამოირჩეოდა ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულებით. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ლიბერალიზმს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისევე მის საზღვრებს გარეთ. 1999-2009 წლებში ის იყო ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატის წევრი, 2009-2019 წლებში კი ევროპარლამენტარი. 2009-2014 წელს პრეზიდენტის სტატუსით ჰანსი უძღვებოდა Liberal International-ს, 2015 წლიდან კი იყო „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის (ALDE) პრეზიდენტი.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჰანს ვან ბაალენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს მის ცოლს, შვილს, მეგობრებსა და ევროპულ ლიბერალურ მოძრაობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.