წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე – 4 აპრილი – სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მასშტაბის კამპანის ჩატარებით აღინიშნება. კამპანიის სლოგანი არის „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“. 4-დან 10 აპრილის ჩათვლით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში და შეიქმნება საინფორმაციო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, უკანასკნელ 30 წელიწადში სამხრეთ კავკასიაში არასაომარ ვითარებაში ნაღმზე აფეთქებით გარდაიცვალა ან დაშავდა 5000-მდე ადამიანი. მიუხედევად ქალაქების მახლობლად დიდი ფართობის ტერიტორიის განნაღმვის მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული მცდელობისა, პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული და კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს აღნიშნულ რეგიონში.
ნაღმები კლავენ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ადამიანებს განურჩევლად მათი მოქალაქეობის, რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა. მსხვერპლთა და დაშავებულთა უმრავლესობა არის მშვიდობიანი მოსახლეობა – მათ შორის ბავშვები. ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის ნაღმებისა და კასეტური ჭურვების მონიტორის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ნაღმების მსხვერპლთა 87% არის მშვიდობიანი მოსახლეობა, აქედან 47% – ბავშვები. სამხრეთ კავკასიაში არსებული მონაცემების მიხედვითაც მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. აღნიშნული პრობლემა მძიმედ მოქმედებს არა მხოლოდ საკუთრივ დაზარალებულებზე არამედ მათ ოჯახებზე, მეგობრებსა და საზოგადოებაზე.
სამხრეთ კავკასიაში ნაღმები ადამიანების სიცოცხლის მოსპობის გარდა ურყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. მათ შორის ზღუდავს სახნავ-სათესი მიწისა და საძოვრების დიდი ტერიტორიის გამოყენებასა..
4 – 10 აპრილს კამპანია „სამხრეთი კავკასია ნაღმების გარეშე“. უბიძგებს ხელისუფლებებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აზრის ლიდერებსა და საზოგადოებას გააქტიურებისკენ, რათა სამხრეთ კავკასია საბოლოოდ გაიწმინდოს ქვეითსაწინააღდეგო ნაღმებისგან. კამპანია მიაწოდებს ინფორმაციას ნაღმებთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე ბავშვებს, ახალგაზრდებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დასახლებებში. კამპანია ასევე გაამახვილებს ყურადღებას იმ მნიშვნელოვან სამუშაოებზე რაც ჩატარდა და კვლავაც გრძელდება აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მამაცი და მონდომებული ადამინების მიერ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყოველდღიურად წმენდენ ნაღმებისგან სხვადასხვა ტერიტორიებს, რათა კავკასია უფრო უსაფრთხო ადგილად აქციონ ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის.
კამპანია „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“ მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და მასში ჩართულია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოში კამპანიის პარტნიორი არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), www.egi.ge.
კამპანია „სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე“-ს შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #landminefreeSC. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კამპანია “სამხრეთ კავკასია ნაღმების გარეშე”-ს საკოორდინაციო ოფისს ელ-ფოსტაზე office@links-dar.org.
კამპანიის სომხურენოვნაი პრესრელიზი
კამპანიის აზერბაიჯანულენოვანი პრესრელიზი
კამპანიის ქართულენოვანი პრესრელიზი
კამპანიის რუსულენოვანი პრესრელიზი
კამპანიის ინგლისურენოვანი პრესრელიზი