დღეს საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო!

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებასა და გისურვებთ ძალიან საინტერესო, წარმატებული და სიახლით სავსე წელს.

ჩვენ კი სასწავლო წელი დაბა ხულოში დავიწყეთ, სადაც ივერი შაინიძისა და თამთა თავართქილაძის ინიციატივით დაბა ხულოს საჯარო სკოლის II სართულზე მოვაწყეთ ინიციატივის კუთხე. პირველი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგეთ კონსტიტუციის მუხლები, რომლებსაც წაიღებდნენ, გადაიკიხავდნენ და გაუცვლიდნენ ერთმანეთს. შემდეგ ის სხვას გაუცვლიდა და ასე მოხდებოდა ცოდნის გაზიარება.
სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ კამპანიაში „გაიაზრე და გაუზიარე“. გაკვეთილების შემდეგ კი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და საბოლოოდ შევქმენით დიდი ფორმატის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია.

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.