კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია „ევროპის მომავალი“. პანელის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილებზე საუბრობდა თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ქაროსანიძე და ანტონ ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი. სესიის მოდერატორი ევროპულ-ქართული ინსტუტის აღმასრულებელი ბორდის წევრები, ნინი კვირიკაშვილი და ოთარ ნადირაძე იყვნენ.
„კრინიცის ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერმა გახსნეს.
ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიების სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – ევროპის მომავალი, მომავლის ეკონომიკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები.
ღონისძიება სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.