არაფრორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეების განთვითარებაში და მათ თვითგამორკვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზებაში თავად მოსწავლეები არიან ჩართულები მასწავლებლების ლობირების გარეშე.
თბილისის #175-ე სკოლის მოსწავლეები გახდნენ სწორედ ის ინიციატორები, რომლებმაც თავად განახორციელეს პროექტი და საფუძველი ჩაუყარეს არაფორმალური განათლების დანერგვას საკუთარ სკოლაში.
პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება“ მიმდინარეობდა 13-15 მაისს, ქ.თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო IX და X კლასის 50-მა მოსწავლემ.
მონაწილეები გადანაწილებული იყვნენ ხუთ კომიტეტში, ესენია : განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
პროექტი მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში. მონაწილეებს ჩაუტარდათ თეორიული ტრენინგების კურსი სამუშაო თემატიკიდან გამომდინარე, რომლებიც ჩაატარეს პროექტ “ინიციატივის“ წევრებმა.
ორი დღის მანძილზე მონაწილეები საკომიტეტო სესიების განმავლობაში მუშაობდნენ კომიტეტისთვის მიცემულ სამუშაო თემაზე, მეორე სამუშაო დღეს მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუციები, რომლებიც წარადგინეს მესამე დღეს, პროექტის დახურვაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.