საყოველთაო საბაზისო შემოსავალი (UBI) – ქართული რეალობა და პერსპექტივები

ნაშრომი შექმნილია 2018 წლის სექტემბერში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის სამოქალაქო ქმედების სკოლის ფარგლებში.

ნაშრომზე მუშაობდნენ:

  • გურამ ლობჟანიძე;
  • ირაკლი ქორქია;
  • ლიკა გოგიტაძე;
  • ნინო ნიაური;
  • სოფიკო ვარაზაშვილი;
  • ნინო თორაძე;
  • ნინი გულიკაშვილი;
  • ლიკა ლეკაშვილი.

აბსტრაქტი

ეკონომიკის მოდულის მონაწილეების საბოლოო ნაშრომის მიზანია, მიმოვიხილოთ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კონცეფცია – მკითხველს დავანახოთ, თუ რას მოიცავს სოციალური დახმარების ეს ტიპი, ვაჩვენოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები სხვა სოციალურ პაკეტებთან შედარებით.

ნაშრომის ნაწილი დაეთმო საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მსოფლიოში განხორციელებული ქსპერიმენტების ანალიზსა და შედარებას. მათი ნაკლოვანებების გამოკვეთასა და დადებითი მხარეების ჩვენებას. კვლევაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოში დღეს არსებული სოციალური პაკეტების მიმოხილვას, რადგან საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სწორედ ამ პროგარმების ჩამნაცვლებლად და ალტერნატივად მოიაზრება.

დოკუმენტში ასახულია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა და მასზე დაყრდნობით შეფასდა იდეის რეალისტურობა. ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა ასევე შეფასდა პოლიტიკურ კონიუნქტურა. დაითვალა მთლიანი შიდა პროდუქტის, მოსახლეობის, ფასებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოსალოდნელი დონე (5 – 10 წლიან პერიოდში).

საბოლოო ანალიზის შედეგად გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოში საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დანერგვა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში არარეალისტურია, გამოთავისუფლებული სახსრების მიუხედავად, რაც ითვალისწინებს სოციალური პროგრამების თითქმის მთლიანად გაუქმებას, ვერ მოხერხდა უნივერსალური საყოველთაო შემოსავლისთვის საჭირო ფულის მოძიება დღეს არსებული ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უახლოესი 5 – 10 წლიან პერიოდში დღევანდელი ტენდენციით განაგრძობს ზრდას და არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

აღნიშნულ ნაშრომზე მუშობის მიზანი იყო, რომ შექმნილიყო პირველი კვლევითი სახის დოკუმენტი სადაც განხიული და შეფასებული იქნებოდა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ავკარგიანობა და რეალისტურობა საქართველოსათვის.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი
(ზოგადი აღწერა)

ქართული რეალობისათვის შედარებით ახალი და უცნობია სოციალური პროგრამის ერთ-ერთი კერძო სახე – უნივერსალური საბაზისო შემოსავალი (Universal Basic Income). ჩვენი კვლევის მიზანია განვსაზღვროთ რა არის იგი და დავადგინოთ შესაძლებელია თუ არა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის (სსშ) საქართველოში დანერგვა.
პირველ რიგში, ძალიან მოკლედ განვმარტავთ ტერმინს. უნივერსალური საბაზისო შემოსავალი არის ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ან ქვეყანაში მაცხოვრებლისათვის სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი მინიმალური თანხა, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის. თანხა ურიგდება ყველას თანაბრად, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა – მდიდარს, ღარიბს, დასაქმებულსა და უმუშევარს.
დასაწყისშივე შევნიშნავთ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კონცეფციამ სხვადასხვა სახელებით მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „სახელმწიფო ბონუსი“, „ეროვნული წილი“, „მოქალაქის შემოსავალი“ და აშ. ჩვენს მიერ სიმარტივისათვის ყველგან სსშ იქნება გამოყენებული.
ვიდრე ვისაუბრებდეთ სსშ-თან დაკავშირებით თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ ძირითად მოსაზრებებზე, მცირედ მიმოვიხილოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა აღნიშნული იდეა, რა განვითარების ეტაპები განვლო და ვინ არიან მისი ავტორები.
თავდაპირველი კონცეფცია ეკუთვნის შარლ ფურიესა (Charles Fourier) და თომას პეინს (Thomas Paine). მათი მოდელი ეფუძნებოდა მიწიდან მიღებული შემოსავლის გაყოფას, რადგან მიაჩნდათ, რომ ყოველ ადამიანს დაბადებით ჰქონდა მიწის თანაბრად გაზიარების უფლება. “სოციალური პრობლემის გადაჭრაში” ჯოზეფ შარლიე (Joseph Charlier) წერს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეები უნდა მოამარაგოს თანაბარი ტერიტორიით. უფრო ადრე, სსშ-ს კონცეფცია გამოჩნდა ბელგიაში 1848 წელს. დაკავებული რევოლუციონერის, იოზეფ კატსის (Josef Kats), სახლში აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა შეეძლოს რაღაც სარგებლის მიღება და ეს მისი ბუნებითი უფლებაა. ჯონ სტიუარტ მილიც ფიქრობდა, რომ საარსებო მინიმუმი ყველას უნდა მიეღო, იმის მიუხედავად, შეეძლო თუ არა მუშაობა. ნაპოლეონ დე კეიზერიც (Napoleon de Keyser) ემხრობოდა მიწის განაწილების იდეას.
მნიშვნელოვანია, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სსშ-ის სხვადასხვა პირობები. წარსულში, თომას პეინმა და ახლახანს აკერმანმა და ალსტოტმა გამოთქვეს აზრი სსშ-ის სრულწლოვანებისთვის ერთჯერადად გადახდის შესახებ. მაგრამ ამ საბაზისო „ჩუქებამ“, რეგულარულად რაღაც ინტერვალებით გაცემულ თანხასთან შედარებით, შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური არასტაბილურობა და უთანასწორობა.
რომ შევაჯამოთ, ისტორიის მანძილზე ადამიანებს სსშ-თან დაკავშირებით ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები: უნდა დარიგებულიყო ერთჯერადად, თუ პერიოდულად, მიწის ნაკვეთის გადაცემის თუ ფულის სახით, საზოგადოების ყველა წევრისათის თუ ზოგიერთი ჯგუფისთვის და ა.შ. ამ მსჯელობებმა მიგვიყვანა თანამედროვე ეპოქამდე და სსშ-ის ახლებურ გაგებამდე, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ამ დოკუმენტში საყოველთაო საბაზისო შემოსავალი გულისხმობს საკმარისი თანხის გადახდას არსებობისთვის. „არსებობა“ ნიშნავს შესაძლებლობას, რომ შეიძინო სიცოცხლისათის აუცილებელი საკვები, გაზი, ელექტროობა და წყალი. ზოგადად, სსშ შესაძლებელია გულისხმობდეს საკვების ვაუჩერების დარიგებასაც ან გადასახადებზე შეღავათების დაწესებას. თუმცაღა, ჩვენს კვლევაში სსშ წარმოადგენს პირდაპირ ფულის დარიგებას სახელმწიფოს მიერ ყოველ კვირას, თვეს ან წელს. მიმღებს საშუალება აქვს შეინახოს და დააბანდოს თანხა, რომელიც შემდგომ დაეხმარება პირადად მას და ქვეყნის ეკონომიკასაც.
დღეისათვის ჩამოყალიბებული ხედვა საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე აერთიანებს 5 ძირითად მახასიათებელს:
1. პერიოდულობა – თანხა უნდა გაიცეს გარკვეულ ინტერვალში ერთხელ (მაგ. თვე, კვარტალი, წელი) და არ უნდა იყოს ერთჯერადი დახმარების მსგავსი.
2. ნაღდი ანგარიშსწორება – გაიცეს ფულადი სახით და არა საკვების, გადასახადებისა და სხვა სახის ვაუჩერებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს მიმღებს თავად გადაწყვიტოს როგორ გამოიყენებს თანხას. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის მიმღების ინდივიდუალურ თავისუფლებას და მეორე მხრივ, ფული უფრო სარგებლიანად დაიხარჯება.
3. ინდივიდუალურობა – სსშ-ს უხდიან ინდივიდებს და არა ოჯახებს. ამჟამად, ყველაზე მეტ საარსებო საშუალებებს უხდიან ოჯახებს ან ოჯახის მთავარს. ეს ზრდის ადმნისტრაციულ ხარჯებს და შლის ინდივიდების თავისუფლებას. საცხოვრებელი ხარჯები იზრდება ოჯახის ზომასთან ერთად. ამის საპირისპიროდ, დღეს ერთად მცხოვრები წყვილი იღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ორი მარტოხელა ადამიანი. რადგანაც სსშ-ს არსი არის, რომ იყოს ინდივიდუალური, ყველა არის დამოუკიდებელი იმისგან თუ რომელ ოჯახს ეკუთვნის.
4. საყოველთაობა – თანხა გადაეცემა ნებისმიერ ადამიანს და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს.
5. უპირობობა – თანხა გადაეცემა ადამიანს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა, ან აქვს თუ არა მუშაობის სურვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ის არის უპირობო, ყოველთვის არის საზოგადოების ნაწილი, რომლებიც სსშ-ს არ მიიღებენ. მაგალითად, ციხეში მაცხოვრებლებს არ აქვთ უფლება მიიღონ სსშ, რადგან მათი რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხები ჩაითვლება საბაზისო შემოსავლად. ამის მსგავად, ფსიქიატრიული დაწესებულებების და საპენსიო სახლების გრძელვადიან საცხოვრებლები არ ექვემდებარება გადახდას. იმის გამო, რომ მათი სსშ დაიხარჯება საჭირო მოვლასა და სამედიცინო მედიკამენტებში.
და ბოლოს, პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას – რატომ არის საჭირო სსშ? სსშ არის ადამიანების დაცვის საშუალება მომავალი საფრთხეებისაგან. თანამედროვე დასაქმების სექტორის მზარდი ავტომატიზაცია/რობოტიზაცია გვაფიქრებინებს, რომ დღეისათვის არსებული პროფესიებისა და სამსახურების დიდი ნაწილი განადგურდება, ან საქმეს ადამიანის ნაცვლად რობოტები შეასრულებენ. ხალხი, მათ შორის სრულიად ჯანმრთელი საშუალო ასაკის მქონე ადამიანები, დარჩებიან შემოსავლის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ მოხვდნენ მიზნობრივ ჯგუფში, რომელსაც სახელმწიფო დღეს აფინანსებს, ადამიანები რჩებიან ყოველგვარი საარსებო საშუალებების გარეშე. პირველ რიგში, ამ საფრთხისაგან დაიცავს სსშ ადამიანებს და აგრეთვე, უზრუნველყოფს მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებას.

სოციალური პროგრამები საქართველოში

საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პაკეტით მოქალაქეები სხვადასხვა რაოდენობის შემოსავლებისა და სარეიტინგო ქულების მიხედვით სარგებლობენ გარკვეული შეზღუდვებით.

2018 წლის გეგმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3,528,000,000 ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის განსაზღვრულია სახელმწიფო ასიგნება 983,370,000 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისათვის გამოყოფილია 704,000,000 ლარი.

სახელმწიფო პენსია

საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა – 65 წლის და ქალბატონმა 60 – წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად შეუძლია მიმართოს სოციალურ სააგენტოს.
სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს; პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები).
ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 180 ლარით თვეში.
2018 წლის გეგმით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1,700,000,000 ლარი.

საყოფაცხოვრებო სუბსიდია

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს; მეორე მსოფლიო ომში, 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს; სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას.
საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5,700,000 ლარი, აქედან სუბსიდიებისათვის – 220,000 ლარი.

სახელმწიფო კომპენსაცია

სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს; აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს; საქართველოს პარლამენტის წევრებს; საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს;
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს წარმოადგენს:
· კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
· 65 წლის ასაკის მიღწევა;
· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
· მარჩენალის გარდაცვალება;
· ოჯახის წევრის გარდაცვალება.

სოციალური პაკეტი

სოციალური პაკეტი არის სოციალური შეღავათების კომპლექტი, მასში შესაძლოა შედიოდეს კვების, სწავლების, სამედიცინო მომსახურების, ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება. სოციალური პაკეტის მიღება შეუძლიათ მარჩენალდაკარგულ, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ, პოლიტრეპრესირებულ და შშმ პირებს.
2018 წლის დამტკიცებული გეგმით, სოციალური დაცვისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2,468,300,000 ლარი, აქედან მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარება ითვალისწინებს 680,000,000 ლარს, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა – 28,200,000 ლარს, სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში შეადგენს 13,750,000 ლარს.

3) სხვადასხვა ქვეყნებში UBI-სთან აქამდე ჩატარებული ექსპერიმენტების აღწერა.

შოტლანდია

ქვეყანა შოტლანდია (დიდი ბრიტანეთი)
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 5,404,700
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 1.1809 (Glasgow-599,650  ,  Edinburgh-464,990  Fife -99.84, North Ayrshire-16,420)
საექსპერიმენტო მოსახლეობა ჯერ არაა განსაზღვრული
ჩატარების დრო სავარაუდო ვადებია 2020-2023
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 2-3 წელი
UBI ადამიანზე სავარაუდო £ 5.200
მინიმუმი ადამიანზე  1,401 €

 

აღწერა   2017 წლის სექტემბერში  შოტლანდიის მთავრობამ გამოაცხადა სამთავრობო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ისინი  მხარს უჭერენ ადგილობრივ ხელისუფლების მიერ უნივერსალური საბაზისო სისტემის კვლევის იდეას. ამისათვის მთავრობამ ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც შეისწავლის უნივერსალური საშემოსავლო სისტემის (UBI) განხორციელების სქემებს. ფონდი დაფიინანსდა მთავრობის მიერ £ 250.000 ოდენობით 2018/19 და 2019/20 წლების ვადებში.

საპილოტე ვერსია უნდა განხორციელდეს გლაზგოში,  ედინბურგში, ფიფესა (Fife) და  ჩრდილოეთ იოშირში (North Ayrshire). ოთხმა მუნიციპალიტეტმა ერთობლივი მუშაობის შედეგად 2018 წლის 29 მარტს  წარადგინა  შეთავაზება მთავრობისათვის. მთავრობამ  შეთავაზება იმავე წლის 21 მაისს დაუდასტურა და £ 250.000 ოდენობის გრანტი გამოყო. როგორც თავიდანვე აღნიშნა მთავრობამ, შოტლანდიის უნივერსალური საბაზისო სისტემის მთავარი მიზანი სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხებაა.

შესაძლოა თითოეულმა საპილოტე  მუნიციპალიტტეტმა უნივერსალური საბაზისო სისტემის განსხვავენული მოდელი განავითაროს რეგიონიდან გამომდინარე, აგრეთვე, შესაძლოა  ორიენტირდნენ  1.მოწყვლად ჯგუფზე ან 2.გარკვეულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე (სამეზობლო.)

მოდელის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს შოტლანდიის ჯანდაცვის სააგენტო (NHS Health Scotland) და მთავრობა ყველანაირ მზადმყოფნას უცხადებს პროექტს.

შემუშავებული მოდელების წარდგენა მთავრობის წინაშე იგეგმება 2019 წლის სექტემბერს და ამ პერიოდში გახდება ცნობილი განხორციელდება თუ არა და როგორ განხორციელდება შოტლანდიაში უნივერსალური საგადასახო სისტემის 2-3 წლიანი საპილოტე ვერსია.

დამოუკიდებლემა საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტმა(The independent thinktank Reform Scotland) რეკომენდაცია გასცა უნივერსალური შემოსავლად £ 5.200 გაცემა ყველა მოზრდილ მოქალაქეზე. ამ თანხის გაცემას შესაძლებელს ხდის საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შეტანა, სხვა სოციალური დახმარებების, ბენეფიტების და ეროვნული დაზღვევის გაუქმება.

 

დადებითი ●      უმუშევართა შემწეობის დასაფინანსებლად გასაწევი ხარჯების დაზოგვა;

●      სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლების დაძლევა;

●      სისტემა მხარს უჭერს ინდივიდებს, რათა ყველამ მიიღს მონაწილეობა ახალ ეკონომიკაში;

უარყოფითი ●      შოტლანდიის მთავრობას არ აქვს ერთპიროვნული გავლენა საგადასახადო სისტემაზე და დამოკიდებულია დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ მთავრობაზე. რის გამოც, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია, რომ მათ მოახერხონ სრულფასოვანი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დაფინანსება.

●      ამ სისტემის წარუმატებლობა მთლიანად მმართველ პარტიას დაეკისრება;

●      შესაძლოა სიტემა ხალხისათვის დემამოტივებელი იყოს და შოტლანდიამ £12.3 მილიარდი დაკარგოს წელიწადში;

●      ეს მოდელი პროფკავშირების როლის შესუსტებას გულისხმობს;

 

ფინეთი

ქვეყანა ფინეთი
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 5.5 მილიონი
საექსპერიმენტო მოსახლეობა 2.000
ჩატარების დრო 2017-2019
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 2 წელი
UBI ადამიანზე €560
მინიმუმი ადამიანზე

 

აღწერა ფინეთმა უნივერსალური საშემოსავლო სისტემის ექსპერიმენტის განხორციელება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. ექსპერიმენტს ახორციელებს ფინეთის სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი (Kela).

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ინტიტუტმა შემთხვევითობის პრინციპის მიხედვით აარჩია 2.000 უმუშევარი მოქალაქე 25დან 58 წლამდე. 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული 2018 წლის ბოლომდე ეს მოქალაქეები იღებდნენ  €560 ყოველ თვიურად.

მათ წინაშე არანაირი ვალდებულება არ იყო წაყენებული, მუშაობის დაწყების შემთხვევაშიც კი თანხა ყოველთვიურად გადაეცემოდათ და შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი რაც კი მოესურვებოდათ ამ თანხით. თუმცა  დეკემბერში მთავრობამ გარკვეული ვალდებულებები შეიტანა სისტემაში, როგორიცაა სამი თვის განმავლობაში მინ. 18 საათი მუშობა ან გარკველ ტრენინგებზე დასწრება. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქალაქეები დაკარგავენ ბენეფიტებს. ამგვარი ვალდებულებების შეტანა KELA-ს აზრით უნივერსალური საშემოსავლო სისტემისგან მკვეთრი გადახვევაა.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 560 ევრო ფინეთისთვის საკმაოდ მცირე თანხაა.ამ თანხით ფინეთში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. KELA-ს მიერ ყოველთვიურ ანაზღაურებად 800 ევრო შეთავაზებული, რაც მთავრობამ შეამცირა.

ფინეთის უნივერსალური საშემოსავლო სისტემა 550 ევროს გაანგარიშებით დაუჯდება 19.3 მილიარდი ევრო წელიწადში, მაშინ როცა, სხვადასხვა სოციალური დახმარებების გაუქმებით, მხოლოდ 3.6 მილიარდს დაზოგავს.

დასაწყისში იგეგმებოდა ექსპერიმენტიში მომუშავე მოქოლაქეების ჩართვაც თუმცა მთავრობამ პროექტი შეაჩერა.ამ მონაცემების გარეშე KELA აცხადებს რომ  შეუძლებელი იქნება შეისწავლონ ის თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უნივერსალურ საშემოსავლო სისტემას ფინეთში. KELA -ს მიერ ექსპერიმენტის შედეგები 2020 წლის დასაწყისამდე არ გახდება ცნობილი.

რეალურად ეს მოდელი არ ყოფილა უნივერსალური საშემოსავლო სისტემა.

როგორც მმართველი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ ფინეთი მომავალშიც განაგრძობს ახალი სისტემის მოძიებას. ამჟამად საუბარია საყოველთაო კრედიტის (a universal credit trial) სისტემის მოსინიჯვაზე.

 

დადებითი ●      უმუშევრობის დაძლევა(ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მაჩვენბელს 2015 წელს მიაღწია-10%)

●      ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ფინეთის კომპლექსური საბინაო და  სხვა სოციალური ბენეფიტების მექანიზმის გამარტივება.

უარყოფითი  

●      ფინეთში განხორციელებული მოდელი არაა უნივერსალური საშემოსავლო სისტემა

●      ცხოვრებისათვის შეუსაბამო თანხა გაიცა ყოველთვიურად

●      ექსპერიმენტის საკვლევი სეგმენტი მხოლოდ უმუშევრები არ უნდა ყოფილიყვნენ

●      ვალდებულებები არ უნდა ჩადებულიყო სისტემაში

აშშ

ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 325.7 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა რეგიონები ცნობილი არაა
საექსპერიმენტო მოსახლეობა სავარაუდოდ, 3000 საშუალო და დაბალი ხელფასის მქონე ადამიანი
ჩატარების დრო 2016-2018
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 5წელი
UBI ადამიანზე პირველი ჯგუფი- $ 1000  1000 მეორე ჯგუფი- $50
მინიმუმი ადამიანზე

 

აღწერა Y Combinator,  სილიკონ ველის მსხვილი სტარტაპ ინკუბატორი,  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აარჩევს 3000 საშუალო და დაბალი ხელფასის მქონე ადამიანს ორი შტატის მასშტაბით და გაყოფს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს(1000 ადამიანი) გადასცემენ $ 1000 ყოველ თვიურად  5წლის განმავლობაში, მეორე ჯგუფს (2000 ადამიანი)-საკონტროლო ჯგუფს- ყოველთვიურად გადაუხდიან $ 50.  კვლევის მთავარი მიზანია გასცენ პასუხი კითხვას: როგორ იცვლება ადამინის ცხოვრების ხარისხი და სამუშაო მოტივაცია როდესაც ყველანაირი ვალდებულების გარეშე ფულს იღებენ?

Y Combinator-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა მისი დაინტერესება უნივერსალური საშემოსავლო სისტემით და მას შემდეგ მიმდინარეობს ექსპერიმენტისათვის მომზადება, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ამერიკის ისტორიაში და მნიშვნელოვან მონაცემებს მოგვაწვდის.  სანამ ასეთ ფართო მასშტაბიან და მაღალ ბიუჯეტიან ექსპერიმენტს დაიწყებენ Y Combinator-მა ოკლენდში, კალიფორნიაში, საპილოტე კვლევა ჩაატარა შემოდგომას. ამ კვლევის დროს შემთხვევით არჩეული 6 ადამინი იღებდა $ 1500 ყოველ თვიურად. 2017 წლის ბოლოსთვის ექსპერიმენტში ჩართულთა რაოდენობა 100ამდე გაიზარდა. ექსპერიმენტი ჯერ კიდევ  მიმდონარეობს.

 

2018 წლის ივნისს ჰავაის მთავრობამ  გამოაქვეყნა განცხადება საჯარო სამსახურებისთვის, რათა დაიწყონ უნივერსალური საშემოსავლო სისტემის საფუძვლიანი კვლევა. როგორც ჩანს ჰავაიზეც იგეგმება აუნივერსალური საშემოსავლო სისტემის ექსპერიმენტირება.

 

დადებითი ●      ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად გაჩენილი უმუშევარი მოსახლეობის დახმარება.

 

უარყოფითი  

ეს ექსპერიმენტი არ ითვალისწინებს სხვა სოციალური დახმარებების გაუქმებას, რაც უნივერსალური საბაზისო შემოსავლის მთავარი პირობაა  და შედეგად არავალიდურ შედეგებს მოგვცემს.

იტალია

ქვეყანა იტალია
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 60.6 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 150.000
საექსპერიმენტო მოსახლეობა 200 ოჯახი
ჩატარების დრო 2016-მიდინარე
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 2-3 წელი
UBI ადამიანზე მაქ. €780
მინიმუმი ადამიანზე

 

აღწერა იტალიის პოპულისტური პარტიის, 5 ვარსკვლავის მოძრაობის (The Five Star Movement) ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება 2013 წლიდან უნივერსალური საშემოსავლო სისტემა იყო. მას შემდეგ რაც პარტიიის წევრები მთავრობაში მოხვდნენ დაიწყეს უნივერსალური საშემოსავლო სისტემის დანერგვა.

2016 წლის ივნისს ზღვისპირა ქალაქ ლივორნოს (Livorno) მერმა განაცხადა რომ უნივერსალური საშემოსავლო სისტემაში 100 ყველაზე გაჭირვებული ოჯახი ჩაერთვებოდა მცირე ან არანაირი შემოსავლით.  ერთ ერთი კრიტერიუმი ასევე ოჯახის წევრების რაოდენობა იყო. პროექტში ჩართვა 18 წლის ზემოთ ასაკის მუშაობის უნარის მქონე ადამიანებს შეეძლოთ, აგრეთვე შესაძლებელი იყო პროგრმაში ევროპის მოქალაქეობის არმქონი ადამიანები ჩართულიყვნენ, თუ მათ ქვეყნებს ხელი ექნებოდათ მოწერილი სოციალური უფლებების დაცვის შეთანხმებას იტალიასთან.

პროგრამაში ჩართული ადამიანები  ვალდებულები იყვნენ  გარკვეულ ტრენინგებში მიეღოთ მონაწილეობა და გამუდმებით ეძებნათ სამსახური. იმ შემთხვავში თუ პროგრამაში მონაწილე სამსახურის 3 შემოთავაზებას უარყობდა ან სამსახურიდან არამყარი მიზეზით წამოვიდოდა, ის პროგრამაში მონაწილეობას ვერ განაგრძობდა. თუ ადამიანი იპოვიდა სამსახურს უნივერსალური შემოსავალი უწყდებოდა.

ეს სისტემა 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ოჯახს თვეში მაქსიმუმ €780  გადაეცემოდათ. 2017 წლის იანვარში პროგრამა გაგრძელდა და კიდევ 100 ოჯახი მოიცვა.

უნივერსალური საშემოსავლო სისტემაში მონაწილეობის მიღება სურთ იტალიის დანარჩენ მოსახლეობასაც, რომლებიც აქციებს მართავენ.

როგორც M5S-მა განაცხადა უნივერსალური შემოსავალი ქვეყანასწლიურად  € 15 მილიარდი დაუჯდება.

უნივერსალურ საშემოსავლო სისტემაში მონაწილეობას კიდევ 2 ქალაქი აპირებს (Ragusa and Naples).

 

დადებითი ●      რეალურად, ეს სისტემა არა უნივერსალური საშემოსალო სისტემა, არამედ სოციალური ბენეფიტების პროგრამაა, რომელიც იტალია\სი მხოლოდ ბოლო წლებია რაც დაინერგა.
უარყოფითი  

●      მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ჩართული

●      მხოლოდ ერთი მოწყვლადი ჯგუფია გათვალისწინებული, როდესაც უნივერსალური საშემოსავლო სისტემა მოაზრებს არამხოლოდ საზოგადოების ერთი ჯგუფის ჩართვას.

●      იტალიის მთავრობის ბიუჯეტს არ შეუძლია ამ პროექტის განხორციელება

●      იტალიის მთავრობის საგარეო ვალი გაიზრდება(120% GDP)

●      მოსახლეობას მუშაობის მოტივაციას გაუქრობს.

ინდოეთი

ქვეყანა ინდოეთი
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 1.324 მილიარდი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 73.34 მილიონი
საექსპერიმენტო მოსახლეობა 6000 (8 სოფელი)
ჩატარების დრო 2011-2013
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 18 თვე
UBI ადამიანზე მოზრდილი მოქალაქ იღებდა თვეში $4.47 (200 რუპია) და ყოველი ბავშვი -$2.23.(100 რუპია). შემდეგ თანხა გაიზარდა და გახდა 300 რუპა მოზრდილ მოქალაქეზე და 150 რუპია -ბავშვზე.
მინიმუმი ადამიაზე = $4.52 (312 რუპია)

 

აღწერა ინდოეთის მთავრობის ეკონომიკის დარგში მთავრმა მრჩეველმა 2018 წელს განაცხადა რომ შემდგომ 1-2 წელში დაიწყება უნივერსალური საბაზისო შემოასვლის სისტემის დანერგვა სხვადასხვა ქალაქებში. ამ სისტემის დანერგვა ინდოეთში წინა წლებშიც იგეგმებოდ,  მაგრამ გამოკითხვის შედეგად ეს სიტემა არ გახორციელებულა. თუმცა მანამდე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა გარე დაფინანსებებით.

2011 წელს ინდოეთში განხორციელდა პროექტი „Madhya Pradesh Unconditional Cash Transfers Project” რომელიც შემუშავებული იყო UNICEF-ისა და SEWA-ს ((Self-Employed Women’s Association) მიერ იმ მიზნით რომ შეემცირებინათ სიღარიბე.  პროექტი 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 6000 ადამიანი იყო ჩართული.  ექსპერიმენტში Madhya Pradesh-ის 8 სოფელი იღებდა მონაწილეობას.  სოფლებში  ყოველი მოზრდილი მოქალაქე იღებდა თვეში $4.47 (200 რუპია) და ყოველი ბავშვი -$2.23.(100 რუპია). შემდეგ თანხა გაიზარდა და გახდა 300 რუპია მოზრდილ მოქალაქეზე და 150 რუპია ბავშვზე.  ასეთივე სქემით მოქმედებდენ ერთ ტომურ სოფელში და ერთი სოფელს შესადარებლად იყენებდნენ.

უნივერსალური საგადასახადო სისტემის ამ ექსპერიმენტმა მკვლევრებს აჩვენა რომ ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში ბავშების სკოლაში დასწრებამ საგრძნობლად მოიმატა. ასევე, ქალები 53% შემთხვევაში თვითონ იღებდნენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაშინ როცა ამ სისტემის დანერგვამდე მაჩვენებელი მხოლოდ 9% იყო.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფული გამოიყენა იმისათვის რომ მათი საცხოვრებელი ადილი მოეწესრიგებინათ (სახურავი გადაეხურათ, კედელი ამოეშენებინათ…). ასევე მათ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარეს რათა მალარიისაგან დაეცვათ თავი.

მოსახლეობა ვიტამინები მიღო საჭმლისაგან და ახალგაზრდების, (განსაკუთრებით გოგონებში) საშუალო წონა გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვიც შემცირდა.

მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებზე საკმაოდ პოზიტიური შედეგი ჰქონდა.

უნივერსალურმა საგადასახადი სისტემამ ხელი შეუწყო მცირე ბიზნესების დაწყებას.

შეამცირა bonded  labor შემცირდა ვალის აღების ტენდენცია ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ მკვლევარებმა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ჩაატარეს ამ მოსახლეობის კვლევა დადგინდა რომ ის პოზიტიური ეფექტები რაც უნივერსალურმა შემოსავლების სისტემამ დაამკვიდრა შენარჩუნდა.

2017 წლის ივლისში სერიოზული საუბარი დაიწყო იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნივერსალური საგადასახადო სისტემის მოდელი უნდა შემუშავებულიყო ინდოეთის რეგიონებში, რომელიც მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

ცნობილმა ინდოელმა პოლიტიკურმა მკვლევარმა  საკშამ ხოსლამ (SAKSHAM KHOSLA)  მთავრობას შესთავაზა ნაშრომი იმისათან დაკავშირებით თუ როგორი სისტემა უნდა დაინერგოს ინდოეთში.

დადებითი ●      უნივერსალური საბაზისო შემოსავლის არაერთი ექსპერიმენტიდან ყველაზე მეტად ეს ექსპერიმენტი გავდა მის განმარტებას.

●      ექსეპერიმენტის მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, რაც საშუალებას გვაძვლევს ვიფიქროთ რომ მისი შედეგების განზოგადება შესაძლებელია.

●      ექსპერიმენტის შედეგები საკმაოდ პოზიტიური იყო

უარყოფითი ●      ექსპერიმენტის შედეგად მოსახლეობამ ეს გრანტი აღიქვა როგორც დაუგეგმავად მიღებული ფული, ამიტომ ალბათ მაინც არ იყო მისი ხარჯვის სტრუქტურა (აღნიშნულია, რომ ეს თანხა გამოიყენეს საცხოვრებლის მოსაწესრიგებლად, ანუ იმისთვის რისთვისაც მანამდე ვერ ახერხებდნენ თანხების გამეტებას) ისეთი როგორც უფრო გრძელვადიანი პერიოდის ექსპერიმენტის შემთხვევაში იქნებოდა.

●      ექსპერიმენტის წყვეტა და შემდეგ კიდევ გაგრძელებაც ხელს უშლის ადამიანების რეალური ქცევების გამოვლენას, რომლის განზოგადებაც უფრო რელევანტური იქნებოდა დროში უწყვეტობის შემთხვევაში.

კანადა

ქვეყანა კანადა
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 39.95 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 3 რეგიონი (Hamilton – 537 000, Lindsay – 108 000,Thunder Bay – 20 000)
საექსპერიმენტო მოსახლეობა 4000
ჩატარების დრო 2017-2020
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 3 წელი
UBI ადამიანზე $17 000 – ინდივიუალურად, $24 000 – წყვილი, $21 000 – უნარშეზღუდული
მინიმუმი ადამიანზე $1461

 

აღწერა მათ ვინც  უმუშევარია ან წლიური შემოსავალი აქვს 34,000 კანადურ დოლარამდე ($26,000), შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში. ეს არის მოხალისეობრივი და ნებაყოფლობითი.  ერთი ადამიანი იღებს შემოსავალს 17 000 კანადურ დოლარს (13,000 აშშ დოლარი) და მათ შეუძლიათ შეინახონ ნახევარი იმ თანხიდან რასაც ისინი იღებენ თვიანთი სამსახურიდან.  წყვილი იღებს 24 000 კანადურ დოლარს ($ 19,000), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დამატებით $6000  ყოველწლიურად.  კანადელებს ზოგადად უწევთ ჯანდაცვის ხარჯების გამოკლება თავიანთი ყოველთვიური შემოსავლიდან, ამიტომ ამ შემთხვევაში ეს იქნება მუშაობის სტუმული მათთვის.
დადებითი ●      ამ შემთვევაში გამოთვლების მიხედვით დაიზოგება $33 მილიარდი საბიუჯეტო თანხა დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისგან.

●      იზოგება $28 მილიარდი ჯანდაცვის ხარჯი

უარყოფითი ●      ეს არ იყო  საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ვინაიდან ექსპერიმენტში ჩართულნი იყვნენ 18-64 წლის ასაკის დაბალი შემოსავლის მქონე პირები.

●      დიფერენცირებული იყო წყვილები, ინდივიდუალური პირების და უნარშეზღუდულთა შემოსავალი

●      ამ ექსპერიმენტის ღირებულება საკმაოდ ძვირია და ჯდება $43 მილიარდი, ას ამატებს მიმდინარე ფედერალურ ბიუჯეტს დამატებით 13%-ს

●      იყო მოხალისეობრივი.

 ნიდერლანდები

ქვეყანა ნიდერლანდები
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 17.09 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა I ექსპერ. – უტრეხტი; II ექსპერ. – 6 მუნიციპალიტეტი: გრონინგენი, ვაგენინგენი, ტიბურგი, ნიჟმეგენი,  დევენტერი და თენ ბოერი
საექსპერიმენტო მოსახლეობა I ექსპერ. – 250; II ექსპერ. –
ჩატარების დრო 2017-2019
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 2 წელი
UBI ადამიანზე I ექსპერ. – $1020; II ექსპერ. –
მინიმუმი ადამიანზე $1,772

 

აღწერა 2017 წლის ივნისში ჰოლანდიის სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ექსპერიმენტის ჩატარება 5 მუნიციპალიტეტში: გრონინგენი, ვაგენინგენი, ტიბურგი, დევენტერი და თენ ბოერი. გრონინგენი და თენ ბოერი ერთობლივად იყვნენ ჩართული, ერთი თვის ექსპერიმენტს შეუერთდა მე-6 იგივე სტრუქტურის ქალაქი ნიჟმეგენი, სადაც ჩართული იყო 400 ადამიანი. ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდეც იყო გარკვეული მცდელობები, მაგალითად ჩავარდა ერთი ექსპერიმენტი  უტრეხტში. ამ ექსპერიმენტის დროს ხდებოდა თანხის მიმღებთა დაყოფა 4 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით. თითოეული ჯგუფი იღებდა თანხას სხვადასხვა პირობით. 250 მოქალაქე 2017 წელიდან იღებს $1020 ყოველ თვიურად, ხოლო ისინი ვინც მოხალისეობრივად ჩაერთვებოდნენ პროგრამაში მიიღებდა უფრო მეტ თანხას. ეს ექსპერიმენტი იყო ე.წ. “Weten Wat Werkt” პროგრამის ნაწილი, რაც ითარგმნება როგორც „გაიგე რა მუშაობს“. ეს დასახელება უკავშირდება ნიდერლანდებში წარმოდგენას იმის შესახებ, რომ UBI არის უფასო ფული და პოპულისტური პროგრამა. 2017 წელს დაწყებული ექსპერიმენტის მიხედვით ამ ორი წლის განმავლობაში მონაწილეები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით მიმდინარე სოციალური დახმარებების მიმღებთა სიიდან, ხოლო არჩეულებიდან მოხალისეობრივად და ხვდებიან, რომელიმე შესასწავლ ან საკონტროლო ჯგუფში. ყოველ ექსპერიმენტს აქვს მინიმუ სამი საკვლევი ჯგუფი:

  1. კეთილდღეობის სარგებლის რეინტეგრაციის მოთხოვნების ამოღება (მაგ. სამუშაო და სასწავლო პროგრამები)
  2. რეინტეგრაციის უფრო ინტენსიური ფორმის უზრუნველყოფა
  3. მონაწილეთა ნებართვა გამოიმუშავონ დამატებითი შემოსავალი ამ საერგებელთან ერთად.
დადებითი ●      ფოკუს ჯგუფების არსებობა და ადამიანების ქცევების და მისი მოტივების დეტალური ანალიზის შესაძლებლობა.
უარყოფითი ●      UBI-ს არსის უგულებელყოფა

●      მოხალიეებისთვის განსაკუთრებული და განსხვავებული თანხა.

●      მცირე მოსახლეობა

კენია

ქვეყანა კენია
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 48.46 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 26 000 ადამიანი (სულ 20 სოფელი) მიმდინარე 1 სოფელი (სულ 95)
საექსპერიმენტო მოსახლეობა 95
ჩატარების დრო 2016-2020
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 4 წელი
UBI ადამიანზე 23$
მინიმუმი ადამიანზე $62

 

აღწერა პირველი საპილოტე ექსპერიმენტი ჩატარდა 2016 წლის ოქტომბერში, დაფარვის ზონიდან ერთ-ერთ სოფელში, სადაც 95-ვე მოსახლეს ურიგდებოდა $23 ხელზე ყოველთვიურად (დაახლოებით ნახევარი იმისა, რასაც სოფლის მაცხოვრებლები შემოსავლის სახით იღებენ ყოველთვიურად), მთლიანი საექსპერიმენტო მოსახლეობა შეადგენს 200 სოფელს (26000 ადამიანი). ამ ექსპერიმენტს აფინანსებს აშშ-სგან მხარდაჭერილი საქველმოქმედო ორგანიზაცია. პროექტის მიხედვით გადახდები უნდა გაგრძელდეს 12 წლის განმავლობაში, თუმცა ამ მომენტისთვის ექსპერიმენტი, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთ სოფელში მიმდინარეობს. სრული კვლევის ფარგლებში, 300 სოფელი შემთხვევითობის პრინციპით ხვდება ერთ-ერთში ამ ოთხი ჯგუფიდან: სამი ჯგუფი, რომელშიც ყველა მაცხოვრებელი იღებს უპირობო ფულად გზავნილს, საკონტროლო ჯგუფი, რომელშიც არც ერთი ადგილობრივი არ იღებს ფულად გზავნილს. პირველი ჯგუფის მაცხოვრებლები  სულ 40 სოფელი, მიიღებენ $23 ყოველ თვე 12 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საექსპერიმენტო პირველი სოფელი. მეორე ჯგუფი მოიცავს 80 სოფელს და ისინი მიიღებენ გარკვეული რაოდენობის ნაღდ ფულს ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში. მესამე ჯგუფი ასევე მოიცავს 80 სოფელს, ამ სოფლების მაცხოვრებლები მიიღებენ ერთიან თანხას, რომელიც იქნება იმ ორი წლის თანხის ტოლფასი, რასაც წინა ჯგუფის რეზიდენტები იღებენ ყოველთვიურად. ექსპერიმენტების შედეგებზე საუბარს განმახორციელებელი ორგანიზაცია ერთი ან ორი წლის შემდეგ აპირებს.
დადებითი ●      თუ დაფარვის ზონა მართლაც ის იქნა რაც გათვალისწინებულია, საკმაოდ დიდი ზომის საექსპერიმენტო პოპულაციაა ამ ტიპის პროგრამისთვის

●      4 ჯგუფად დაყოფის პრინციპი იძლევა იმის საშუალებას შეფასდეს ადამიანების ქცევა: გარანტირებული შემოსავლის, ეფექტები მომავალში, რა ზეგავლენას მოგვცემს ბენეფიციარების მიმდინარე ქცევაზე, (I  და  II ჯგუფების შედარება)

●      II და III ჯგუფების შედარებით გავიგებთ დროის ეფექტსა და ხარჯვის სტრუტურას შორის კორელაციას.

უარყოფითი ●      I და II ჯგუფებში დაკარგულია საბაზისო შემოსავლის არსი, ვინაიდან იგნორირებულია  დროითი საზღვრები

●      შეიძლება გაიზარდოს შიდა მიგრაცია არჩეულ საექსპერიმენტო სოფლებში.

უგანდა

ქვეყანა უგანდა
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 41.49 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 142
საექსპერიმენტო მოსახლეობა I ექსპერ. -; II ექსპერ. – 142 (56 მოზარდი და 88 ბავშვი);
ჩატარების დრო I ექსპერ.- ;  II ექსპერ. -2017-2018;
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა I ექსპერ. -1წ. ; II ექსპერ. – მიმდინარე (1 წ)
UBI ადამიანზე I ექსპერ. – $382-$535 ; II ექსპერ. – ერთ მოსახლეზე  $ 18.25, მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის-  $ 9.13.
მინიმუმი ადამიანზე $8

 

აღწერა UBI-ის საექსპერიმენტო პროგრამა უგანდაშიც ჩატარდა. შემთვევით შერჩეულ 15-დან 35 წლამდე მოსახლეებს დაურიგდათ $382-$535 ოდენობის საგრანტო თანხა და ეს მოხდა ზედამხედველობის გარეშე. საბოლოოდ შედეგებმა აჩვენ, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგად ბიზნესზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა 57%-ით, სამუშაო საათები 17%-ით, ხოლო გამომუშავების ოდეობა 38%-ით. დამატებით, უმეტესობა, ვინც მონაწილეობდა ექსპერიმენტში დაიწყო საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა და შექმნდა დასაქმების შესაძლებლობები სხვებისთვისაც. 2017 წლის იანვარში ასევე ჩაეშვა მეორე საპილოტე კვლევა, რომელსაც ახორციელებს საქველომოქმედო ორგანიზაცია „ Eight“  142 მოსახლიან სოფელ ბუსიბიში. . ექსპერიმენტი, როგორც მის დოკუმენტებშია აღნიშნული, მიზნად ისახავს შეაფასოს UBI- ოთხი მიმართულებით: გოგონებისა და ქალების განათლების მონაწილეობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩართულობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. სოფლის მოსახლეობისთვის თვეში გაცემული შემოსავლის ოდენობა არის მოზრდილებისთვის $ 18.25 (ეს თანხა არის დაახლოებით 30% იმისა რასაც ტიპიურად ამ სოფლის მოსახლეები იღებენ შემოსავლის სახით თვის განმავლობაში), ხოლო  ბავშვებისათვის $ 9.13.
დადებითი პირველ შემთვევაში არ იყო საკმარისი ინფომაცია დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზისთვის ამიტომ განვიხილავთ მეორე ექსპერიმენტს.

●      ექსპერიმენტმა დაფარა მთლიანი ერთი იზოლირებული ლოკაცია შესაბამისად მოდელირების დონეზე უფრო რელევანტური იქნება განზოგადების ნაწილი.

●      დიფერენცირება იყო მხოლოდ და მხოლოდ ასაკის მიხედვით რაც არ მოითხოვს დამატებით ბიუროკრატიულ რგოლს არსებული ქმედების მუდმივად განხორციელების შემთხვევაში

●      ის ოთხი ორიენტირი რომელსაც ექსპერიმენტი ირჩევს შეესაბამება იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს დადებითად შეფასებულმა პროგრამამ.

უარყოფითი ●      $18,25 როგორც basicincome.org-ის სტატიაში იყო აღნიშნულია, შეადგენს იქ მცხოვრები ტიპური ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს რაც, ალბათ, საკმაოდ მცირეა, რათა საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს.

ნამიბია

ქვეყანა ნამიბია
ქვეყანის მთლიანი მოსახლეობა 2007-2009 – 2.2 მილიონ, 2012-2015: 2.5 მილიონი
რეგიონის მთლიანი მოსახლეობა
საექსპერიმენტო მოსახლეობა I ექსპერ. -1000; II ექსპერ. – 6000;
ჩატარების დრო I ექსპერ.- 2008-2009;  II ექსპერ. -2012-2015;
ექსპერიმენტის ხანგრძლივობა I ექსპერ. -1წ. ; II ექსპერ. – 3 (წყვეტილი)
UBI ადამიანზე I ექსპერ. -$100-$80; II ექსპერ. – $100;
მინიმუმი ადამიანზე

 

აღწერა 2007 წელს ნამიბიის საბაზისო შემოსავლის საგრანტო კოალიციამ ჩაატარა ორ-წლიანი საპილოტე ექსპერიმენტი საბაზისო შემოსავლის მიმართულებით. ეს იყო ოჯივერო-ომიტარას დასახლებაში. ისინი ურიგებდნენ თვეში $100 ამ დასახლებების მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იყო 60 წლამდე. საპილოტე ჯგუფმა დაახლობით 1000 ადამიანი მოიცვა. ამის შედეგად მათ შეაფასეს შედეგები.  კვლევის დასრულების შემდეგ 2009 წლის ბოლოს, ყოველთვიურად 80 აშშ დოლარი ურიგდბოდა კვლევის ყველა მონაწილეს,  2012 წლის მარტამდე.  2013 – ში, უკიდურესი გვალვის პირობების გამო, ევანგელურ-ლუთერანულმა ეკლესიამ ნამიბიაში გასცა ყოველთვიური ფულადი გრანტი $100 , 6000-მდე ადამიანისთვის ოთხ თემში, პროგრამის საპილოტე ნაწილი გაგრძელდა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისამდე. შემდეგ 2014 წლის ივნისში ეს პროგრამა ისევ განახლდა 2015 წლის ივნისის ბოლომდე.
დადებითი ●      საერთაშორისო შეფასებით ნამიბიაში ამ მიმართულებით განხორციელებული ექსპერიმენტები რეალუად განხორციელებულად შეიძლება ჩაითვალოს ამას დამატებული კარგი შედეგებით, რაც მსოფილო მაშსტაბით ცოტაა.

●      დადგა თვალსაჩინო შედეგები: გაიზარდა ტანსაცმლის, ტრანსპორტის და კვების მოხმარება და ამასთან მეწარმეობის სტიმულები.

უარყოფითი ●      სიღარიბე (მოსახლეობის 2/3. ნამიბიაში მოსახლეობის სიღარიბისა და მონოპოლიზაციის მაღალი ხარისხის გამო კორპორაციებს არასამართლიანი ძალაუფლება გააჩნია ხალხსა და პოლიტიკურ გარემოზე. ხალხისთვის, ერთ შეხედვით, UBI საკმაოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან, მისი საშუალებით თავს დააღწევდნენ მონოპოლისტებზე მუშაობის აუცილებლობას. ცხადია, ეს მონოპოლისტებს ხელს არ აძლევს და ისინი ყველა ხერს მიმართავენ, რათა UBI-მ საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.

●      ბიზნესში და მეწარმეობაში ავტომატიზაციის დაბალი დონე შესაბმისად მგრძნობიარე შრომის ბაზარი.

საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დადებითი და უარყოფითი მხარეები

როდესაც გვსურს ობიექტურად განვიხილოთ რამდენად მოერგება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მოდელი ქართულ რეალობას, პირველ რიგში ჩნდება კითხვა: აღნიშნული მოდელის დანერგვა უფრო მეტ დადებით შედეგს მოგვიტანს, თუ მოდელის უარყოფითი მხარეები გადაწონის და იდეაც გამოუსადეგარი გახდება. ასეთ შემთხვევაში მივდივართ დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის საჭიროებამდე. ლიბერტარიანული ხედვიდან გამომდინარე, მთავარი არგუმენტია ბიუროკრატიის შემცირება და მასთან დაკავშირებული კორუფციის აღმოფხვრა, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, უარყოფას არ ექვემდებარება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ნაკლები პატერნალიზმი და პოლიტიკური ფილოსოფიის ის ხედვა, რომელიც ენდობა ხალხს, ამ შემთხვევაში, კი ენდობა ფულის ეფექტიანად ხარჯვაში. ანუ, ნაცვლად გაწერილი სოციალური დახმარების სერვისებისა, იქნება ეს ჯანდაცვის სერვისები, თუ მიწათმოქმედთათვის საჭირო იარაღებისათვის გაცემული ვაუჩერები, ფულს მიიღებს ხალხი და დახარჯავს მას ისე, როგორც მას მიაჩნია მიზანშეწონილად.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პროპონენტთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ინდივიდის თვითდამკვიდრებისათვის ხელშეწყობა. ვგულისხმობთ, რომ თუკი ადამიანს უზრუნველყოფილი ექნება საარსებო მინიმუმით მაინც, ის მეტად მოტივირებული და უზრუნველყოფილი იქნება, რათა დაიწყოს ოცნებებისაკენ სწრაფვა, იქნება ეს სწავლის გაგრძელება, სასურველ პროფესიას დაუფლება, თუ ასე შემდეგ. იდეა ეხმიანება მასლოუს პირამიდის მოდელს, რომელიც გულისხმობს პირველი და აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რათა ადამიანებმა შეძლონ ახალი დონეზე გადასვლა, რომელიც მათ მეტი განვითარების საშუალებას მისცემს. აღარ იქნება საჭირო იმაზე დროის ხარჯვა, თუ როგორ გამოვიმუშავოთ ელემენტალური და შესაძლებელი იქნება უკვე პირამიდის მერე საფეხურზე გადასვლა, რომელიც თვითრეალიზაციის დონეა.
მოკლედ რომ ვთქვათ, საბაზისო შემოსავალი გაგვხდის არამარტო უფრო მდიდარს, არამედ ბედნიერსაც და მეტად რეალიზებულსაც. ამ არგუმენტს ადამიანთა რაღაც ნაწილი ცრუ დაპირებად თვლის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არ ენდობიან ადამიანებს. გულისხმობენ, რომ, თუკი უეცრად ბოძებულ თანხას პიროვნება დაინახავს, როგორც ლატარეაში მოგებულ ფულს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა ლატარეა სადაც ყველას ას პროცენტიანი შანსი აქვს მოგების. ფსიქოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანი თანხის მოგებამდე უფრო მიზანდასახულია, ვიდრე მოგების შემდეგ. შესაბამისად, მასობრივი სურათის დახატვა სადაც ადამიანები თავიანთ ოცნებებს მისდევენ, ცოტა არ იყოს უტოპიურია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მინიმალურ საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე, რომელიც იქნება ჩამანაცვლებელი არსებული სოციალური სერვისების უმეტესობისა, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიტების. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია ამ ფულისათვის ასეთი ღირებულების მინიჭება, აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მთავარი მიზეზი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის გამოჩენისა და განხილვისა არის მომავალი ცვლილებების ტალღა დასაქმების სფეროში. კერძოდ, ტექნოლოგიების განვითარება, ხელოვნური ინტელექტი და მსგავსნი, რომლებიც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკებში გვხვდებოდა, დღეს რეალობაა და მასობრივ უმუშევრობას გვიქადის. მაგალითად, ქუჩებში გამოჩნდა „ტესლას“ ელექტრონული მანქანები, რომლებიც მძღოლის გარეშე, ნებისმიერ მძღოლზე უკეთ მართავენ და გაცილებით უსაფრთხონი არიან.
თუმცა, მომავალი საყოველთაო უმუშევრობის საფრთხე მაინც რჩება ჰიპოთეტურად. როდესაც ადამიანთა ნაწილი დაობს, რომ პროფესიათა 50 პროცენტი დგას ჩანაცვლების საფრთხის წინაშე, სხვანი ფიქრობენ, რომ ეს ჩანაცვლება, შესაძლოა, პროფესიათა 10 პროცენტსაც არ შეეხოს. გარკვეული კვლევები გვიჩვენებს, რომ გამოთავისუფლებულ ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი რჩება კვლავ უმუშევარი გათავისუფლებიდან სამი წლის შემგომ ვადაში. მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები ტექნოლოგიით გამოწვეული უმუშევრობის წვლილზე უმუშევართა ზოგად რიცხვში ძალიან მცირეა დღევანდელ მონაცემებში.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა მომავლის პოტენციაში გვევლინება, არა როგორც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზა, არამედ ამ პრობლემასთან ერთად არსებული საზოგადოების ალტრუისტული იდეა.
ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, აღნიშნული მოდელის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, არსებულ გამოწვევებს ხალხი უნდა შეხვდეს აქტიურად და არ უნდა ვაიძულოთ მათ იყვნენ პასიურნი. მაქსიმალური საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაშინ, როცა ვაძლევთ ხალხს საშუალებას გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ საუკეთესოდ. ოპტიმალურად რესურსების გადანაწილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი კი სვამს არასწორ მიზნებსა და მოტივებს, რითიც უბიძგებს საზოგადოებას კოლექტიური სიღარიბისაკენ, არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი სიღარიბისკენაც კი.
არსებული მოსაზრებით, უზრუნველყოფილი საბაზისო შემოსავალი შეამცირებს ადამიანთა პროდუქტიულობას. მაგალითად, ადამიანი არჩევს იმუშაოს ნახევარ განაკვეთზე სრული განაკვეთის ნაცვლად და გამომუშვებული მცირედი თანხა უღირდეს თავისთვის ოპტიმალური შემოსავლის მიღებისთვის საბაზისო შემოსავალთან ერთად. ამ პრობლემის უარსაყოფად ჩატარებული ექსპერიმენტები ამტკიცებენ, რომ ადამიანები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულებრივი სამუშაო საათებით, თუმცა ეს ექსპერიმენტები ყოველთვის ტარდება განსაზღვრულ პერიოდებში, ამიტომაც ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ უღირთ ექსპერიმენტის გამო უარი თქვან რეალურ სამუშაოზე. მეორე მხრივ, ეს პოზიტიურად შეგვიძლია დავინახოთ უმუშევრობის შემცირების პრობლემის ველზე: გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა.
განსახილველია, რომ მოქმედი სოციალური დახმარების სისტემების გაუქმებას მოყვება მთელი რიგი შედეგები, რამაც საყოველთაი საბაზისო შემოსავლის პოლიტიკურად დაწუნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ვგულისხმობთ, რომ შესაძლოა დღეს არსებული სისტემით საზოგადოების გარკვეული ფენები მეტად სარგებლობდნენ, ამერიკის მაგალითზე დღეს უმუშევარი წყვილი სამი შვილით იღებს 48,000 დოლარის ოდენობის დახმარებას, UBI-თ კი ეს დახმარება შემცირდება ერთ ადამიანზე 10,000 დოლარამდე, ასევე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მარტოხელა დედების დახმარება 52,000 დოლარის ოდენობით და ა.შ. ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს საზოგადოების პოპულისტურად განწყობილი დიდი ნაწილი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სისტემის რეფორმის გატარებას. მაგრამ შესაძლებელია სხვა ადამიანთა გულისა და ხმების მოგება. მაგალითად სტუდენტების. პლიუს ამას თავს ავარიდებთ ისეთ უსაფუძვლო ხარჯებს, რომელთაც სახელმწიფო ხშირად იგონებს, მარტოხელა უშვილო დედათა დახმარებას და სხვა. რეალურად კი საშუალებას მივცემთ ადამიანებს, მიიღონ მათი წილი საზოგადოებრივი სიკეთე ფულის სახით.
მთავარი განსახილველი თემა არის ამ პროგრამის ფასი. ხარჯები საჭიროებს ინდივიდუალურ დათვლას სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. თუკი ამერიკაში არსებული სოციალური დახმარების სერვისებიდან გამოთავისუფლებული თანხა საკმარისია გარკვეული და ღირებული თანხის გადანაწილებისათვის, ასე შეიძლება არ იყოს საქართველოში. თუ ხარჯი გაცლიებით მეტი იქნება და მოგვიწევს გადასახადების გაზრდა ან რაიმე სხვა ალტერნატიული მეთოდის ჩამატება, თუნდაც უარყოფითი საშემოსავლო სისტემის და სხვა, მთელი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა თავდაყირა დგება.
გარდა დადებითი მხარეების განხივლისა, საჭიროა გავაანალიზოთ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი რა დაბრკოლებებს წარმოქმნის განვითარების პროცესში.
პირველი არგუმენტი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მოდელის ხორცშესხმას, არის ის, რომ მცირე თანხებით ძალიან რთულია სიღარიბის აღმოფხვრა. შეზღუდული რესურსებით ამის გაკეთება რთულია, გადანაწილებაც ასევე რთულია. ამერიკის მაგალითი რომ განვიხილოთ, 2012 წელს 179 მილიონი სამუშაო ასაკის ადამიანი ცხოვრობდა ქვეყანაში, სიღარიბის აღმოსაფხვრელი თანხა წლიურად დაახლოებით 11,9 ათასი დოლარი იქნებოდა საჭირო, რაც ჯამში 2 ტრილიონი დოლარის ტოლი გამოდის და პლუს ამას არსებული სოციალური პროგრამბის ჩანაცვლების 1 ტრილიონიანი დამატებითი ხარჯი. ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკაა, მისი ბიუჯეტისთვისაც კი რთულია სიღარიბის სრული აღმოფხვრა ქვეყანაში. ასე რომ, ამას არც სხვაგან უნდა ველოდოთ, სიღარიბეს ვერ დავასრულებთ, მაგრამ შესაძლებელი იქნება ადამიანებმა სიცოცხლე შეინარჩუნონ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დახმარებით.
მეორე არსებული არგუმენტია მუშაობის მოტივაციის შემცირება ადამიანიებში, მაშინ როცა ისინი უმუშევრობის შემთხვევაშიც კი მიიღებენ თანხას. მაშინ რა საჭიროა მუშაობა თუ უფასოდ მივიღებთ ფულს? თუმცა საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არ იწვევს ადამიანების მოტივაციის გაქრობას მუშაობის მიმართ. შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, მივდივართ იქამდე, რომ მოსახლეობისათვის გადახდილი თანხა ვერ იქნება იმდენად დიდი, რომ აღარ გახდეს მათთვის მუშაობა საჭირო. მინიმალური თანხა გულისხმობს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსებს. რესურსების შეზღუდულობას ერთ კარგ შედეგამდე მივყავართ, თანხა არც ისე დიდი იქნება, რომ მუშაობის მოტივაცია გააქროს და არც ისე ცოტა, რომ სიცცხლე ვერ შეგვანარჩუნებინოს. და მაინც ბოლოს, აღნიშნული მოდელი არ იბრძვის სამუშაო ადგილების არარსებობის პრობლემის აღმოსაფხვრელას. ეს მოდელი უმუშევარ ადამიანთა დიდ რაოდენობას გარდაუვლად მიიჩნევს სამყაროს ტექნოლოგიური წინსვლისა და ადამიანების განვითარების საფუძველზე. ვთანხმებით, რომ უმუშევრობა გარდაუვალია და მას ვერ ვებრძვით, თუმცა ვეხმარებით უმუშევარ ადამაინებს სიცოცხლის შენარჩუნებაში. უმუშევრობა გამოწვეულ იქნება სხვა მიზეზებით და ვერ ჩაითვლება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პირდაპირ შედეგად. გარდა ამისა, დღეს თუ ადამიანი სოციალურ დახმარებას მხოლოდ სამსახურის არქონის შემთხვევაში იღებს, ეს აჩენს გარკვეულ მოტივაციას ადამიანში, რომ ახალი სამსახური არ ეძებოს და გარანტირებულად მიიღოს სოციალური დახმარების პაკეტი. UBI-ს შემთხვევაში, ადამიანს განცდა გაუჩნდება, რომ უმუშევრობის შემთხვევაში მიიღებს დახმარებას, რადგან ის ამ თანხას სახელმწიფოსგან ყველა შემთხვევაში აიღებს. შესაბამისად მივიღებთ, რომ უმუშევრობის მოტივაცია კი არ მცირდება, არამედ გარკვეულ შემთხვევებში ჩნდება კიდეც.
ამერიკისა და ევროპის შემთხვევაში, UBI გამოიწვევს გაზრდილ იმიგრაციას, რომელიც დღესაც უკვე არსებულ პრობლემად მიიჩნევა დასავლურ სამყაროში. თუმცა, ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოს მაგალითზე და ჩვენთან სიღარიბის გამო UBI ვერ იქნება იმდენად დიდი, რომ უცხოური ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში გადმოსახლებით. თუმცა, გაზრდილი იმიგრაცია შეიძლება გახდეს იზოლაციონისტური და ნაციონალისტური პოლიტიკის წყარო.
საბოლოო ჯამში, მოკლედ რომ შევაჯამოთ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი, ვხედავთ, რომ დადებითი მხარეები გადაწონის უარყოფითს, პლუს ამას უარყოფითი ეფექტების უმეტესობა პირდაპირ ვერ უკავშრდება ჩვენს მოდელს. უმუშევრობა არაა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღების პირდაპირი შედეგი, ასევე რესურსების შეზღუდულობაც სადაო ფაქტორი არაა და ეს დღევანდელ რეალობაშიც ასეა.

საქართველო

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2,776 მილიონ ადამიანს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით საარსებო მინიმუმი 1 სულ მოსახლეზე შეადგენს 155-160 ლარს ყოველთვიურად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ ადამიანს ყოველთვიურად გადავუხდით 180 ლარს, რაც დღევანდელი პენსიის ტოლფასია. ყოველწლიურად გამოდის 2160 ლარი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან სახელმწიფოს პატერნალისტური როლი მცირდება, მათ, ვისაც სურს უნივერსალური საბაზისო შემოსავლით სარგებლობა, კანონმდებლობა დაავალდებულებს, რომ თვეში 20 ლარი გამოყოს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. კერძო სადაზღვეო კომპანიებში 20 ლარიანი პაკეტი უზრუნველყოფს ადამიანებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. ხოლო დარჩენილი 160 ლარი, რომლის ხარჯვაში სახელმწიფო არ ერევა, აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს.
ჯამური ყოველწლიური თანხა, იმისათვის, რომ საქართველოში UBI დაფინანსდეს, შეადგენს 6 მილიარდ ლარს.
დავუშვათ, რომ UBI დღეს ინერგება. ამისთვის აუცილებელი ხდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯებიდან 6 მილიარდის ოდენობის მოძიება და შემცირება აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად.
იმ პროგრამების და ცალკეული სამინისტროების სია და დაფინანსება ( ლარებში ), რომელთა გაუქმებაც შესაძლებელია:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა – 1,700,000,000
მიზნობრივების სოციალური დახმარება – 680,000,000
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა ( იარსებებს სახეშეცვლილი 18 წლამდე მოქალაქეებისთვის ) – 504,000,000
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 285,000,000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 147,000,000
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 80,000,000
ერთიანი აგროპროექტი – 72,100,000
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ( ვუერთებთ შსს და ვაკლებთ შრომის ანაზღაურების ხარჯებს ) – 65,000,000
სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება ( ვანახევრებთ ) – 60,000,000
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი – 52,522,000
საქართველოს საპატრიარქო – 25,000,000
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 25,000,000
სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 25,000,000
იურიდიული სახსრების სამსახური 6,380,000
სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვა – 5,100,000
ვეტერანების საქმეთა სახლემწიფო სამსახური 5,700,000
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 2,150,000
კონკურენციის სააგენტო – 2,100,000

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 4,000,000
სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო – 5,330,000
სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება -5,150,000
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები – 7,750,000
საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი – 260,000

18 წლამდე მოქალაქეებისთვის იმოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის ანალოგიური პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება მხოლოდ ბავშვებისთვის, რადგან მათ არ ვუხდით უნივერსალურ საყოველთაო შემოსავალს. დღეს თითოეულ მოქალაქეზე საყოველთაო ჯანდაცვიდან იხარჯება საშუალოდ 200 ლარი. თუ თითოეულ არასრულწლოვანზე გამოვყოფთ 200 ლარს, გამოვა 200 მილიონ ლარამდე. დანარჩენი 500 მილიონი ლარი კი შეგვიძლია საყოველთაო საბაზისო შემოსავალს მოვახმაროთ.
სახელმწიფომ, უმაღლესი განათლების გრანტები უნდა გახადოს მიზნობრივი და დააფინანსოს ის მიმართულებები, რომლებშიც დასაქმების მეტი შანსი იქნება განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი.
აღნიშნული პროგრამებისა და სამინისტროების გაუქმების შემდეგაც კი გამოთავისუფლებული თანხა არ აღემატება 4 მილიარდ ლარს. ეს გამოწვეულია იმით, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ვერ შევეხებით, ისეთ ხარჯებს, როგორიცაა თავდაცვის, იუსტიციის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სექტორში კონკრეტული პროგრამების დაფინანსებს. თუ სახელმწიფო ოდესმე გადაწყვეტს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დანერგვას, მთავრობას და ხალხს მოუწევთ ჩვენ მიერ ჩამოწერილი ხარჯების გაუქმება და აღნიშნულ სერვისებზე უარის თქმა.

დასკვნა

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეამ. თეორიულად შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯებიდან 6 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება, თუმცა ყველაზე თამამი პოლიტიკური პარტიაც კი არ გეგმავს ქვეყანაში ასეთი რეფორმის გატარებას. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროუდქტის ზრდა დაახლოებით წლიური 5%-ია ნავარაუდევი გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ტემპებით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 15 წელიწადში გაორმაგდება.

საარსებო მინიმუმი ბოლო 10 წლის განმავლობაში იზრდება დაახლოებით წლიურად 2,5%-ით. თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის გამდიდრების ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპი. გამდიდრების პარალელურად, სავსებით რეალურია, ბიუჯეტში მეტი ფული მობილიზდეს, რითიც შესაძლებელი გახდება შედარებით ნელა ზრდადი საარსებო მინიმუმის დაფარვა. თუმცა, ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა და უახლოეს 15 წელიწადში საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არარეალურია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.